ყველა ვხედავთ და სამყაროც აკვირდება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის შიგნით მოქალაქეები ხედავენ ამას, რომ ბრიუსელი და ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია აცდენილი არიან ევროპელი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს მოქმედებს გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგით, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროპელი ხალხის ინტერესებს.
„ამიტომ, თავისთავად, ეს აისახება, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობაშიც, ზოგადად საგარეო პოლიტიკაში, რომელიც დღეს არის აშკარად არაპროფესიონალური და შედეგებიც ჩანს ევროკავშირისთვის, რომელიც სერიოზული მოლაპარაკებების, განხილვების მონაწილე არ არის და თავადაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე მაგიდასთან ზის. ამ ხატოვან გამოთქმას თავად ევროპელები იყენებენ. ამიტომ, საქართველოსთან მიმართებაშიც, ვიდრე ეს ბიუროკრატია არის, რთულია, ვიფიქროთ, რომ შესაძლებელი იქნება ურთიერთობის კარდინალური გამოსწორება. გამიზნული დაზიანებაა ქართველი ხალხის. ევროკავშირის გუშინდელი პოსტიც ამის გამოხატულებაა. ამით აჩვენებენ, რომ სინამდვილეში სხვა გეგმებია. იქნებ, მორჩნენ ვირეშმაკობას და თქვან პირდაპირ, ხელისუფლების შეცვლა არის მაი მიზანი და ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ვერ აგვარებენ. ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე სცემს საკადრის პასუხს ყველას, ვინც ცდილობს გარედან მოახვიოს არჩევანი. მარცხდებიან და შემდეგ გვაქვს ბრაზის სახით რაღაც გამოვლინებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

