ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ყაველაშვილის თქმით, ქართველი ხალხი შვეიცარიელი ხალხის დიდ ტკივილს იზიარებს.
„ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას – ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის ამ დიდ ტკივილს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს დიდი ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო თქვენ გვერდითაა“, – წერს ყაველაშვილი.
ცნობისთვის, აფეთქება პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ. სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულია 40-მდე ადამიანი, 115 ადამიანი კი დაშავებულია. ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

