ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025

სოზარ სუბარი – ხშირად ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და არ გვინდოდა იმ უარყოფითის დანახვა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ უსამართლო გადაწყვეტილებებით

ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის სიმბოლო და ევროპა არის კონტინენტი, სადაც არ არის ომები, მაგრამ რატომღაც არ ვიხსენებდით, რა მოხდა, მაგალითად, სერბეთში სულ რაღაც 25 წლის წინ, რომელიც ნატო-ს ჯარებმა გაასწორეს მიწასთან და ამის მიზეზებზე თვალს ვხუჭავდით. პირველ და მეორე მსოფლიო ომებზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებიც სწორედ ევროპაში დაიწყეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, „ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და თვალს ვხუჭავდით უარყოფით მოვლენებსა და ფაქტებზე“.

„ევროპა და ევროკავშირი აღარ ჰგავს თავის თავს, იგი ძალიან დაშორდა იმ ღირებულებებს, რომლის საფუძველზეც შეიქმნა და დაფუძნდა ევროკავშირი. თუმცა ჩვენს თავსაც უნდა გამოვუტყდეთ, რომ ჩვენ თავად ვაიდეალებდით ყველაფერს, რაც ევროკავშირთან იყო დაკავშირებული და ხშირად იმ უარყოფითის დანახვა არ გვინდოდა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებითა და ორმაგი სტანდარტებით. ჩვენ მათ ვაიდეალებდით და ვცდილობდით, თვალი დაგვეხუჭა იმაზე, რაც არ იყო სწორი. ცხადია, იდეალური არ არის ევროკავშირი, ისევე როგორც ვერ იქნება ვერც ერთი კავშირი თუ სახელმწიფო. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის სიმბოლო და ევროპა არის კონტინენტი, სადაც არ არის ომები, თუმცა პირველი და მეორე მსოფლიო ომებიც ევროპაში დაიწყო და დაიწყეს სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა. დავუშვათ, ეს შორეული წარსულია, მაგრამ რატომღაც ვივიწყებთ, რა მოხდა, მაგალითად, სერბეთში, რომელიც ნატო-ს ჯარებმა გაასწორეს მიწასთან. სერბეთში და ზოგადად, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე რაც ხდებოდა – ეთნიკური კონფლიქტები და ეთნიკური წმენდები, მშვიდობიანი ადამიანების მასობრივი მკვლელობები და სხვა – ეს იყო დაუშვებელი, მაგრამ მხოლოდ სერბები არ იყვნენ დამნაშავე, ხოლო დასავლური მედია ამ ტრაგედიებს და ძალადობის მაგალითებს ძალიან მიკერძოებულად აშუქებდა. ამით კი ისინი სრულიად შეგნებულად ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს, რომ ნატო-ს მიერ სერბეთის დამომბვისა და ქვეყანაში გაუმართლებელი შეჭრისთვის დასავლური საზოგადოებრივი აზრი მოემზადებინათ. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპა მშვიდობის კონტინენტია და რატომღაც თვალს ვხუჭავთ, რომ სულ რაღაც 14 წლის წინ სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა აშშ-სთან ერთად დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს ლიბია. ამ დაბომბვებს იმით ამართლებდნენ, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი დიქტატორი იყო, თუმცა ევროპელი ლიდერების უმრავლესობა მანამდე კადაფის თავის ახლო მეგობრად მიიჩნევდა და სიამოვნებით იღებდნენ მისგან ძვირფას საჩუქრებსაც და გულუხვ შემოწირულობებსაც საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისთვის. ერთ არცთუ მშვენიერ დღეს, როდესაც ევროპელი ლიდერებისა და მუამარ კადაფის ინტერესები ერთმანეთს ასცდა, ევროპელებს გაახსენდათ, რომ კადაფი დიქტატორია და ლიბია მიწასთან გაასწორეს. მას შემდეგ ლიბიაში არ წყდება სამოქალაქო ომები და სისხლისღვრა, ერთ დროს უნიტარულ ქვეყანაში, სადაც საკმაოდ მაღალი ცხოვრების დონე იყო, განადგურდა ეკონომიკა, ერთმანეთს სამკვდრო-საციცოცხლოდ გადაემტერნენ იქ მცხოვრები ტომები და ამ უბედურებას დასასრული არ უჩანს. 2011 წლიდან მოყოლებული, დაბომბვებს და სამოქალაქო ომს შეეწირა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად იქცა, მაგრამ არც ევრობიუროკრატებს, არც ევროპელ ლიდერებს და არც დასავლურ მედიას ეს არც ახსოვთ და არც აწუხებთ. სამაგიეროდ, ამაყად გვიცხადებენ, რომ ევროპა მშვიდობის კონტინენტია, ევროკავშირი კი – მშვიდობის პროექტი და ფორპოსტი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარია ზახაროვა – დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ქვეყნის გადარჩენას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, თუმცა მისი ზოგიერთი მეთოდი მისაღებია, ზოგი კი, არა

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ქვეყნის გადარჩენას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, თუმცა მისი ზოგიერთი მეთოდი მისაღებია, ზოგი კი – არა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.ზახაროვას თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის გადარჩენის დღის წესრიგით მოვიდა ხელისუფლებაში და აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანას ნამდვილად სჭირდებოდა გადარჩენა.„მის მიერ გამოყენებული მეთოდები განსხვავებულია. ზოგი ჩვენთვის გასაგებია, მისაღებიც კი. ზოგი არა და ეს ფაქტია, მაგრამ ის თავისი ქვეყნის გადასარჩენად მუშაობს – ამას აცხადებს. გადაარჩენს ისე, როგორც ესმის და იცის, მათ შორის ისე, როგორც მისი ამომრჩევლები აძლევენ მას უფლებამოსილებას. ეს ნამდვილად ასეა, ეს სიმართლეა“, – განაცხადა ზახაროვამ.

ირაკლი ფავლენიშვილი – დიდი გაერთიანების პოტენციურ წევრად თუ განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს

საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ გვქონდა კანდიდატის სტატუსი და გაფართოების პროცესში ვიყავით აღქმული პოტენციურ წევრად. ამიტომ, მოთხოვნები, კრიტერიუმები, მათგან მომდინარე განცხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ამ კონტექსტში არის აღქმული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, არსებობს ვალდებულებები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, თუ უნდა ამა თუ იმ გაერთიანების წევრი გახდეს.„აშშ-ს არანაირი პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, გარდა იმისა, რომ პარტნიორობს და ამ შემთხვევაში ალბათ სხვა საქმეა. საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, კალასი მიიჩნევს, რომ ეს ხალხი არ იყო დასასანქცირებელი. არ ჩაუდენიათ ისეთი რამ, რაც სანქცირების მიზეზი შეიძლება, გამხდარიყო. საქართველოსთან მიმართებაში ისიც ხედავს, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა მიმდინარეობს. ევროკავშირის წევრობა როცა გინდა, რაღაც წესებს ხომ ექვემდებარები. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი ინსტიტუციური ბმა ევროკავშირთან არ გაქვს. თუ შენ ამ დიდი გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, ამ შემთხვევაში, უნდა დაექვემდებარო მის წესებს. არის გარკვეული კრიტერიუმები, ვალდებულებები. თუ არ გინდა წევრობა, შეიძლება ნებისმიერი კავშირი გაწყვეტილი გქონდეს, არც უვიზო მიმოსვლა გქონდეს, არც თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ეს უნდა ივანიშვილს და არ უნდა ქართველ ხალხს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანია ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი.აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.მოგვიანებით, აშშ-ის აღნიშნული ქმედება დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის სახლში შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოო ჯამში, იუსტიციის სახლის ფილიალებში შემოსვლების სამსახურის 500-მდე სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივეს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და  „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმინდა სამების ერთარსობის დოგმატს იცავდა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე, მისივე სახელობის ტაძარში. იგი საბერძნეთის მფარველად ითვლება.ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ„ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“

მარკო რუბიო – მე ძალიან ამაყი ვარ იმ რეფორმებით, რაც პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გავატარეთ სახელმწიფო დეპარტამენტში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საშობაო მილოცვას ავრცელებს და 2025 წელს აჯამებს. მარკო რუბიოს თქმით, ამ წელს ბევრი მიღწევა აქვთ, თუმცა საუბარს სამშვიდობო შეთანხმებებით დაიწყებს, რომელთა შორისაც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პაკისტანი და ინდოეთი, კამბოჯა და ტაილანდი, სომხეთი და აზერბაიჯანი.„რა თქმა უნდა, ღაზა, გრძელი ომი, რომელიც არავის ეგონა რომ დასრულდებოდა. პრეზიდენტი ჩაერთო და დაასრულა ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გეგმით“, – ამბობს რუბიო.სახელმწიფო მდივანი ასევე საუბრობს ნატო-ს საკითხზეც. მისი თქმით დონალდ ტრამპმა მოახერხა ის, რაც ვერავინ შეძლო ნატო-ს ისტორიაში, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების მშპ-ს ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე ზრდას.„მე ძალიან ამაყი ვარ იმ რეფორმებით, რაც პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გავატარეთ სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ დავხურეთ USAID-ი, მთელი საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ახლა, როდესაც ქვეყნებს ფულს ვაძლევთ, ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა. ვიცით, რომ ვეხმარებით ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს და არ ვამდიდრებთ რომელიღაც მესამე მხარეს, რომელიც თქვენი, გადასახადის გადამხდელების ფულით უზარმაზარ მოგებას ნახულობდა“, – თქვა რუბიომ.  

ბოლო სიახლეები