ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 19 დასახლების გაშენების ნებართვა გასცა. მათგან ხუთი უკვე აშენებულია.
ინიციატივის ავტორები არიან ულტრა-მემარჯვენე ფინანსთა მინისტრი ბეცალელ სმოტრი და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი.
სმოტრიჩის განცხადებით, ებრაული დასახლებების გაფართოება პალესტინური სახელმწიფოს შექმნის პრევენციას მოახდენს.
როგორც მედია წერს, შედეგად, 69-მდე იქნება იმ ებრაული დასახლებების რიცხვი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით შენდება.

