თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე) გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსთავის სიონის გვერდზე ვრცელდება.
“სამწუხარო ინფორმაცია გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ღმერთმა აცხონოს მამა აკაკის სული და დააწესოს იქ სადაცა მართალნი განისვენებენ. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და მის სამრევლოს მისი გარდაცვალების გამო. გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული დეკანოზი აკაკი “- ნათქვამია ინფორმაციაში.

