ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.

„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალენ ბერსე – ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, უკრაინის საერთაშორისო საჩივრების კომისია...

ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ორმაგი სტანდარტების გარეშე, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უკრაინის საერთაშორისო პრეტენზიების კომისია ამას გზას უკვალავს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ განაცხადა ჰააგაში, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.ბერსემ მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობს.„პრეზიდენტო ზელენსკი, პრემიერ-მინისტრო, პრეზიდენტო სანდუ, მინისტრებო, დელეგატებო, ჩემთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ კონფერენციის გახსნა. ასევე დიდი პატივია, ეს ნიდერლანდებთან ერთად გავაკეთო. დიდი მადლობა ძლიერი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის თებერვლის დილას, თითქმის ოთხი წლის წინ, რუსეთმა აირჩია ომი, აგრესიის ომი. უკრაინას არ აურჩევია ეს ომი, მაგრამ მას შემდეგ ყოველდღე უკრაინა ირჩევს საკუთარი თავისა და ევროპული მომავლის უფლების დაცვას. ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ უფლების დაცვა იარაღით, სადაც საჭიროა, სამართლიანობით და ღირებულებებით, როდესაც ეს შესაძლებელია. საქმე როდესაც ეხება ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც დღეს იხსნება ხელმოსაწერად, ეს არის სამართლიანობა. სამართლიანობა ბავშვებისთვის, რომლებიც წაიყვანეს და დეპორტირებული იყვნენ. ადამიანებისთვის, რომელთა ჯანმრთელობა დაზიანდა ტრავმით და მათთვის, ვინც აღარასოდეს დაბრუნდება.ბატონო პრეზიდენტო, გასულ ივნისს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში თქვენ თქვით, რომ სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ევროპის საბჭომ არ დაკარგა დრო. 2023 წელს ჩვენ შევქმენით უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურების რეესტრი. 44 სახელმწიფო და ევროპული კავშირი შეუერთდა მას. წარდგენილია 85 000-ზე მეტი პრეტენზია და მათი რაოდენობა იზრდება. ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე სწრაფი და რეალისტური გზა, რომელიც მიდის საჩივრების კომისიისკენ, რომელიც შემუშავებულია ევროპის საბჭოს ჩარჩოებში. ეს არის უნიკალური, საერთაშორისო დამოუკიდებელი ინსტრუმენტი, რომელიც ცენტრალური უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რეპარაციების საკითხის განხილვისას.დღეს აქ, ჰააგაში 35 ქვეყანა ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს საჩივრების კომისიას. ეს უპრეცედენტოა კონვენციისთვის მის პირველ დღეს, და, იმედი მაქვს, სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან. ეს კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის მთელ მსოფლიოში, ყველა თანაბარ საფუძველზე. ისინი ყველანი აგზავნიან მკაფიო გზავნილს, რომ ყველა ზარალი უნდა დაფიქსირდეს, ყველა ზარალი უნდა აღდგეს. ანგარიშვალდებულება არის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმე, ევროპის საბჭოს ინსტიტუტმა გასულ წელს, ივლისში რუსეთი პასუხისმგებლად გამოაცხადა 2014 წლიდან უკრაინაში ფართოდ გავრცელებული დარღვევებისთვის. ესაა განაჩენი, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო სამართალს მომავალი წლების განმავლობაში.ასევე ვხედავთ ანგარიშვალდებულებას მიმდინარე სამუშაოებში უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.ანგარიშვალდებულება არ შეიძლება იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მეორეხარისხოვანი საკითხი. ანგარიშვალდებულება არის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის ცენტრალური ასპექტი, მაგრამ არა ერთადერთი. არჩევნები, ბავშვები, უმცირესობათა ენები, ფუნქციური ომის შემდგომი სასამართლო სისტემა, მძლავრი ანტიკორუფციული ჩარჩო ინვესტიციებისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ეს სფეროებია, რომლებსაც მოიცავს ევროპის საბჭოს უკრაინის სამოქმედო გეგმა. ეს არის სფეროები, სადაც უკრაინას შეუძლია, მისცეს მყარი გარანტიები თავის პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისების, ორმაგი სტანდარტების გარეშე. ჩვენი ამოცანა მკაფიოა – დავაფიქსიროთ სიმართლე, უზრუნველვყოთ კომპენსაცია და პასუხი ვაგებინოთ პასუხისმგებელ პირებს. სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უკრაინის საერთაშორისო საჩივრების კომისია ამას გზას უკვალავს. ევროპის საბჭოს სახელით და ამ კონვენციაზე მომუშავე ყველა ადამიანის სახელით მადლობა ყველას აქ დასწრებისთვის, რაც ხაზს უსვამს ამ მომენტის უდიდეს მნიშვნელობას“, – განაცხადა ალენ ბერსემ.ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც.

ბოლო სიახლეები