სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი ახალ საგანმანათლებლო პროექტს – „FAB School აკადემიას“ იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი (FABLAB – ბიზნესინკუბატორი) ახალი ინიციატივით გამოდის და „FAB School აკადემიის“ პროექტს იწყებს. ეს არის თანამედროვე ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინჟინერიით, ტექნოლოგიებითა და შემოქმედებითი აღმოჩენებით.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, „FAB School აკადემიის“ მთავარი მიზანია საინჟინრო დარგების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური აზროვნების განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ნორჩი ინჟინრები თავიანთი იდეების პრაქტიკულ რეალიზაციას შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიას, თანამედროვე აპარატურასთან მუშაობას, გაიარონ პრაქტიკული ტრენინგები, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტებში და განივითარონ სამეწარმეო მიდგომები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი აღნიშნავს, რომ „FAB School აკადემია“ არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღების სივრცეა, არამედ პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება ინოვაციური იდეები კონცეფციიდან რეალურ პროდუქტამდე განავითარონ. მისი თქმით, პროექტი გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და ყველა იმ ახალგაზრდაზე, ვისაც ინტერესი აქვს ინჟინერიის, დიზაინის, ტექნოლოგიებისა და სტარტაპის მიმართულებით.

„FAB School აკადემიის“ პროექტი ჩვენს უნივერსიტეტში მიმდინარე ინოვაციური პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უმნიშვნელოვანესი როლი ამ ინიციატივის განხორციელებაში. სწორედ მისი სტრატეგიული ხედვითა და მრავალმხრივი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ყველაზე თანამედროვე მიდგომებს.

რექტორის აქტიური ჩართულობა სრულ თანხვედრაშია უნივერსიტეტის პრიორიტეტთან ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაღრმავებას, ტექნოლოგიური კომპეტენციების განვითარებას და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას. „FAB School აკადემია“ სწორედ ამ პოლიტიკის პრაქტიკული გამოხატულებაა: სივრცე, სადაც თითოეულ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა გაამდიდროს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი, დაეუფლოს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიან ინჟინრად.

დარწმუნებული ვართ, ეს მხარდაჭერა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „FAB School აკადემიის“ ზრდასა და განვითარებაში. ამ ერთობლივი ძალისხმევის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიური მომავლის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – აცხადებს გიორგი ფრანგიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ფაბლაბის გუნდს ახალი პროექტის დაწყებას ულოცავს. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ეს ინიციატივა ქვეყნის საინჟინრო-ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციურ განათლებას, ტექნოლოგიურ კვლევებსა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საინჟინრო და ტექნოლოგიური პოტენციალის რეალურ ათვისებას. რექტორის თქმით, პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდა ინჟინრების ხელშეწყობა, ტექნოლოგიური კომპეტენციების გაღრმავება და საინჟინრო დარგის პოპულარიზაცია.

„ფაბლაბი საუნივერსიტეტო სივრცის განუყოფელი ნაწილია და მასში ერთიანდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ინჟინერია და შემოქმედებითი კვლევა. „FAB School აკადემია“ კი დამატებითი პლატფორმაა ახალგაზრდებისთვის – მომავალი ინჟინრებისთვის ან მათთვის, ვისაც დარგი აინტერესებს. აქ ახალგაზრდები შეძლებენ არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარებას, ახალი იდეების პროტოტიპირებას და სამეწარმეო აზროვნების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ „FAB School აკადემია“ გახდება ინოვაციური ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც შექმნის საფუძველს ქვეყნის სამეწარმეო და ტექნოლოგიური მომავლისთვის. ვულოცავ ფაბლაბის გუნდს მორიგი ახალი და იმედი მაქვს წარმატებული პროექტის დაწყებას“, – აცხადებს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, „FAB School აკადემიის“ ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, ჰაკათონები, საგანმანათლებლო კურსები, ინდივიდუალური მენტორინგი და პრაქტიკული სამუშაოები რეალურ საინჟინრო გარემოში. პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

„FAB School აკადემიაში“ მიიღებიან 8-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები. აკადემიის სასწავლო კურსი შედგება ოთხი ურთიერთდაკავშირებული მოდულისაგან: 1. რობოტოტექნიკა – 3D მოდელირება, მოწყობილობების პროექტირება და რობოტების შექმნა; 2. დრონები – მართვა, აწყობა და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამირება; 3. სამეწარმეო ფსიქოლოგია – სამეწარმეო აზროვნების განვითარება, ემოციებთან მუშაობის უნარი და ენერგიის სწორად მიმართვა პროექტებში; 4. მათემატიკა – პრაქტიკული გამოთვლები, გეომეტრია და ალგორითმები, რომლებიც ავსებენ საინჟინრო ცოდნას.

„FAB School აკადემიის“ მიზანია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება. ბავშვები იყენებენ თანამედროვე ინსტრუმენტებსა და მოწყობილობებს, მუშაობენ 3D პრინტერებით, ლაზერული დანადგარებითა და ელექტრონიკით. ყოველი გაკვეთილი არის ნაბიჯი იდეიდან რეალური მოწყობილობის შექმნამდე. აკადემიის ყველა მოსწავლეს დაუფინანსდება „FAB School აკადემიის“ ბანაკის საზაფხულო პროგრამა.

ჩანიშნე საინფორმაციო ვიზიტი „FAB School აკადემიაში“:

https://forms.gle/S3wGPzoaBC1JqEMJA

მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, , I სასწავლო კორპუსი (მერაბ კოსტავას 68) FABLAB ტექნოლოგიების ცენტრი;

ტელ: +995 599 38 33 32;

რეგისტრაცია: Linktr.ee

Facebook – https://www.facebook.com/fab.skola

Instagram – https://www.instagram.com/fabschool_/

TikTok – https://www.tiktok.com/@fab_school\

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები