კვირა, აპრილი 5, 2026

მარიამ ქვირივიშვილი – ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, აქედან გამომდინარეობს მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება, თუმცა ეს არ მოხდა უპირობოდ, ვალდებულება თუ დაირღვევა, ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს. ენერგეტიკას, გარდა იმისა, რომ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, ყველაზე დიდი ღირებულებას აქვს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ქვრივიშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია. ჟურნალისტმა მარიამ ქვრივიშვილს მიმართა, რა სტიმულს მისცემს ამ ტიპის ინიციატივა მთლიანად სისტემას, რაზეც ქვრივიშვილმა განაცხადა:

„ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ყურადღება დავუთმეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ უშუალოდ ჩვენსავე სამინისტროში გაგვეკეთებინა ძირეული რეფორმა, ისევე როგორც ყველა უწყებაში ენერგეტიკის ოპტიმიზაცია. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა უშუალოდ ჩვენს სამინისტროში შემავალ უწყებებში გატარებული ღონისძიებებით, რეორგანიზაციით. მათ შორის მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაციით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს, რაც მეტწილად განპირობებულია საკადრო ოპტიმიზაციით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება ამავე უწყებების და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორების გაძლიერებას. მეორე მხრივ, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მათთან საუბარი დარგში დაგროვებული გამოწვევების შესახებ. ამაზე ერთმანეთთან გულწრფელად, გულახდილად, გამჭვირვალედ ვსაუბრობთ. ნამდვილად არის რიგი გამოწვევები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“.

„არსებობს რამდენიმე გარემოფაქტორი. ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ჩვენს ნაწილსაც ვაანალიზებთ. იცით, რომ სამწუხარო ფაქტიც არსებობს, კურატორი, მინისტრის მოადგილე დღეს, ფაქტობრივად, ციხეში იმყოფება და უწევს, გარკვეული პასუხები გასცეს მიმდინარე გამოძიებას. მეორე მხრივ, კერძო სექტორსაც ჰქონდა დიდი გამოწვევები. ზოგადად, როდესაც ენერგეტიკის სექტორზე ვსაუბრობთ, ყველა პროექტს, ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, თან სდევს ვალდებულება, პროექტი განხორციელდეს ვადებში. ვხედავთ, რომ გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს პროექტი, რომელსაც არ ჰქონდეს ვადაში დაგვიანება. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პირგასამტეხლოს, ჯარიმების დარიცხვას და ასე შემდეგ. ასევე ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები –  ქართველ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დათქმულ ვადაში განეხორციელებინათ პროექტები. ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებები. ბევრი ინვესტორი თუ პროექტის შემთხვევაში არ ხდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ფაქტობრივად, იყო ეგრეთ წოდებული დარეზერვებული დაერთების ნებართვები, თუ მემორანდუმები, რათა ერთ ინვესტორს გადაეყიდა მეორე პოტენციური ინვესტორისთვის. შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა დათქმულ ვადებში ან იმ ვადებში, როდესაც სახელმწიფო ელოდება პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას. არსებული მემორანდუმის მფლობელი რეალური ინვესტორი არ გახლდათ და ის იყო უბრალოდ გადამყიდველი“.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა, როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია და როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა.

„ვიტყოდი, რომ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ალბათ ეს არის, როგორც შეიძლება, საწყის ეტაპზე შეფასდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გავატარეთ რიგი ღონისძიებები, რის საფუძველზეც ზუსტად ვიცით და იდენტიფიცირებულია ყველა ის პროექტი, რომლებიც ნამდვილად განხორციელდება და იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებული გადამყიდველის ხელშია. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით 1700 მეგავატის ხელშეკრულება გააუქმა, რათა არ მომხდარიყო დაერთების ნებართვების დაბევება და კეთილსინდისიერ ინვესტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, დროულად დაიწყოს გენერაციის პროცესი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საუბრის, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად, იდენტიფიცირება გავუკეთეთ რიგ ბიუროკრატიულ საკითხებსაც, რომლებიც შესაძლებელია, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად აჩქარდეს, რათა დავეხმაროთ ინვესტორებს, უფრო სწრაფად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდანაც რიგი ნებართვები. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა. ეს არის პირველი, რისი პასუხისმგებლობაც აიღო სახელმწიფომ. მთავარი საკითხი, რაც გულისხმობს ერთი მილიარდი ლარის ჯარიმის პატიებას, ზუსტად აქედან გამომდინარეობს. ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განმარტა, რა აძლევთ იმის გარანტიას, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედებენ კომპანიები.

„სწორედ ეს არის აღნიშნული ჯარიმების პატიების წინაპირობა. ჯარიმების პატიება არ მოხდა უპირობოდ. პირველი, რაზეც ვთანხმდებით, მოხდება თითოეული პროექტის გადახედვა. საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება შესრულების ახალი ვადები, ორივე მხარე აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის, პერიოდების, პროცესის შესახებ. მეორე მხრივ, თუ ინვესტორი თანხმდება ახალ ვადას და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოახდენს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას, ამ შემთხვევაში, პატიება უპირობოა. აღნიშნული ვალდებულება თუ დაირღვევა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს, ისევე როგორც დაერიცხება ახალი პირსაგამტეხლო, საურავი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალი ვადის დარღვევაზე.

მესამე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის პროცესის აქტიური მონიტორინგი, კონტროლი. ეს სახელმწიფოსთვის ბევრ ფუნქციურ ბერკეტთან არის დაკავშირებული. ვაპირებთ, მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ზედამხედველობით უზრუნველვყოთ, რომ მუდმივად გვესმოდეს, სად არის პროექტები, რა სტატუსია, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ აღმოვაჩინოთ, რომ, მათ შორის რომელიმე სტრატეგიული პროექტი დათქმული ვადებით, გეგმა-გრაფიკით არ მიიწევს წინ. ჩვენ გვინდოდა, პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაკეთებთ უპირობო პატიებას, რომელსაც თან სდევს პირობიანი პატიება. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად კერძო სექტორისთვის, მცირე, საშუალო მსხვილი მეწარმეებისთვის ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი აღნიშნულ თანხებს სრულად მოაბილიზებენ, რათა მოახმარონ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას, აჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეები. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემცირებული იყო  ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. ბოლო სამი წლის მაგალითი რომ ავითოთ, დაახლოებით 105 მეგავატი სიმძლავრეა შესული ექსპლუატაციაშ, მიმდინარე წელს იქნება 109 მეგავატამდე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა  თვითმყოფადობა. განსაკუთრებული ღირებულება აქვს ენერგეტიკის სექტორს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენივე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება. მეორე ეტაპზე დიდი ყურადღება დაეთმობა ჩვენი ქვეყნის ენერგოსაექსპორტო შესაძლებლობას. მესამე, რასაც ტრადიციულად ჩვენი ქვეყანა აკეთებს და გააგრძელებს, ეს არის ტარნზიტული შესაძლებლობა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ენერგეტიკის სექტორიც სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ურთიერთთანამშრომლობით, პასუხისმგებლობით კერძო სექტორი და სახელმწიფო შევძლებთ, მალე გვქონდეს ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ქვირვიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე დანიელი – დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ, ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, გვინდა, მისი გზა გავაგრძელოთ, გარწმუნებთ, ყველაფერი იქნება კარგად

პატრიარქმა გაგვიკვალა გზა სიწმინდისა და ჭეშმარიტებისკენ. რომ გავყვეთ გზას, რომელსაც სამეუფო გზა ეწოდება, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება. სინოდის ამჟამინდელი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევს სინოდი – ის იქნება ღვთის რჩეული და მას ყველანი უნდა მივესალმოთ, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, სინოდის არცერთი წევრი არ ეძებს საკუთარ ინტერესს, არამედ ვეძებს ღვთის ნებას.„გაგვიხარდება ნებისმიერი პიროვნება. თამამად შემიძლია ვთქვა, სინოდში ნებისმიერი პიროვნება დღეს არის მზად, გააგრძელოს პატრიარქის გზა. მთელი სინოდი ვართ ერთსულოვანი. არ იყო საკითხი, სადაც რაიმე გართულება გვქონდა. განსხვავებული აზრი როცა არის და ამის გამო არ არის უხერხულობა, ეს არის მაღალი დონე, ეს არის ერთსულოვნება, ეს არის გამარჯვება ადამიანურ, სუბიექტურ განწყობაზე, რომელიც ადვილი დასაძლევი არ არის. ჩვენ გვქონდა ეს ერთსულოვნება. შეიძლება, ზოგჯერ მოსაზრების გამოთქმისას ემოციური ვყოფილიყავით, მაგრამ არა ერთმანეთის მიმართ. ჩვენი სურვილია, ჩვენი განცდები მივწვდეთ ღვთის ნებას, როგორც ეს გვესახება. ყველაფერი იქნება სულიწმიდის კარნახით, ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.მიტროპოლიტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სუბიექტური აზრები არ იყოს კატეგორიული.„ყველას გვაქვს უფლება, გვქონდეს შეხედულება, მაგრამ არა კატეგორიული. ერთი შეხედულების მქონე საზოგადოების ნაწილმა, მეორე შეხედულების მქონე საზოგადოების მიმართ არ უნდა გამოთქვას უნდობლობა, არ უნდა გამოხატოს ეჭვი, რომ ეს არის ადამიანი და ჩემი არის ღვთაებრივი. ეს ნიშნავს გარკვეულ უხერხულობაში, დაპირისპირებაში შესვლას. უხილავი ძალა ცდილობს, ეს მოხდეს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სინოდში ეს დაცულია, მაგრამ ერიც მოქმედებს, ერის მდგომარეობას შეუძლია, დაგვეხმაროს ან პირიქით, დაამძიმოს. ჩვენი თხოვნაა ერისადმ: გავერთიანდეთ ლოცვაში, ურთიერთ პატივისცემაში. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სინოდმა, გვწამდეს, ეს არის სულიწმიდის კარნახი. ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, ყველანი მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა. ასე უნდა იყოს როგორც სასულიერო, ასე საერო დასი. ეს არის ჩვენი თხოვნა. გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის ასაკობრივ ზღვარს, მეუფე დანიელი აცხადებს, რომ არსებობს ეკლესიის გამგეობის დებულება და სინოდი მოქმედებს ამ დებულების საფუძველზე და გაფართოებული კრებისთვის ემზადება.„ყოველ ეტაპზე ეკლესიას შეუძლია, განავითაროს მართვა-გამგეობის დებულება, რაღაც სიახლე შეიტანოს, კორექტირება გააკეთოს. ამის სურვილი შეიძლება, ყველა წევრს ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, რომელიც პატრიარქის არჩევის შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება მოწვეული. ამიტომ აქ ცვლილებები არ მოხდება, რაც წესია ის არის, უბრალოდ წესთან და პროცედურასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. პრობლემა არ იქნება, სინოდი რასაც გადაწყვეტს. ჩვენ არ ავჩქარდით, გადავწყვიტეთ, ვილოცოთ და შემდეგ სინოდზე, რომელიც გაიმართება, საბოლოოდ შევჯერდებით ყველა საკითხზე, მათ შორის ასაკზე. შეიძლება ერთი და იგივე დებულება გაგებული იქნას სხვადასხვანაირად. სწორედ აქ არის ჩვენი რწმენა, რომ სულიწმინდა გვიკარნახებს, რა არის ღმერთის ნება, როგორ უნდა წავიკითხოთ, როგორ უნდა განვმარტოთ და უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, ეს იქნება ღვთის ნება“, – გნაცხადა მეუფე დანიელმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით

ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, ათწლიანი პერიოდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.პრემიერის შეფასებით, გამოწვევები არის ძალიან ბევრი, კომპლექსური და ამას სჭირდება კონკრეტული გეგმა.„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მუშაობა კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც გვაქვს შემუშავებული და მზად ვართ, რომ ფართო ჩართულობით დავამუშაოთ საბოლოოდ ეს გეგმა. ეს არის აუცილებელი, რათა ეს კომპლექსური ვითარება შეიცვალოს დადებითი  მიმართულებით. ძალიან ფართო სპექტრია პრობლემების.ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, ათწლიანი პერიოდი. ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რა თქმა უნდა, საჭიროა ფართო ჩართულობა, როგორც ექსპერტული, ისე არაექსპერტული და ამისთვისაც ვართ მზად.ვფიქრობ, ალბათ, ყველა ვჯერდებით იმაზე, რომ დიდი ჰესების მშენებლობაც არის საჭირო, რათა ჩვენ უზრუნველვყოთ სისტემის სტაბილურობა, სისტემის სწორად განვითარება. ვჯერდებით ასევე იმაზე, რომ ამას სჭირდება სათანადოდ აღსრულება, ამას სჭირდება ექსპერტული ჩართულობა, გეგმაზომიერი მუშაობა. ამისთვის ვართ მზად. ჩვენ შეგვიძლია, საზოგადოებას დავპირდეთ, რომ ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად სერიოზული. რა სერიოზულობაც ვაჩვენეთ გასული თვეების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორში, გეგმაზომიერების კუთხით და ა.შ. ასეთივე მიდგომით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ექსპერტებისთვის, ექსპერტული ჩართულობისთვის. ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მადლობა ასეთი ინიციატივისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი-ირანის ელჩი

,,ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი. აშშ-ისა და ისრაელის აგრესიული თავდასხმები პეტროქიმიურ მრეწველობასა და ბუშეჰრის ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ყველა წითელი ხაზის, ჰუმანისტური პრინციპებისა და თვით სტრატეგიული რაციონალურობის აშკარა დარღვევას. ეს კატასტროფა კონკრეტულად ერთი რეგიონით არ შემოიფარგლება. ამ გზამ შესაძლოა სპარსეთის ყურე გადააქციოს ქიმიური და ბირთვული კრიზისის ეპიცენტრად. ეს კრიზისი მილიონობით ადამიანს, ცოცხალ არსებასა და რეგიონის გარემოს ათწლეულების განმავლობაში განადგურების საფრთხის წინაშე დააყენებს. მსოფლიომ არ უნდა მოიტყუოს თავი: ამ ქმედებების შედეგები გასცდება ირანის საზღვრებს. მსურს განვაცხადო: ეს არ არის „მუქარა“, ეს არის სერიოზული გაფრთხილება, რომლის შედეგებიც კაცობრიობის მომავალს ემუქრება. სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებმაც დაუშვეს, რომ ამერიკას მათი სამხედრო ბაზები გამოეყენებინა და ისრაელთან ე.წ. აბრაამის შეთანხმებას დაჰყაბულდნენ, დღეს თავად გადაიქცნენ მთავარ მსხვერპლად. ის, ვინც ცეცხლში გაიარა, გახლდათ აბრაამი, უფლის წინასწარმეტყველი, ხოლო აბრაამის სახელით ცეცხლის დამნთები არის სიონიზმი. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ Randy George, აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდალი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს — რადგან მას არ სურდა, რომ მის სამხედრო კარიერაში სტრატეგიული უგუნურება ჩაწერილიყო. ეს არის გაფრთხილება: დღევანდელობისთვის და მომავალი ათწლეულებისთვის''-წერს ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი

ლოცვა, რომელიც მრევლმა 4 აპრილის საღამოდან 6 აპრილის დილის ჩათვლით უნდა წაიკითხოს

4 აპრილის საღამოდან 6 აპრილის დილის ჩათვლით, ღირს არსის ნაცვლად, ეს ლოცვა იკითხება:ბზობის კვირას წასაკითხი.ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაითია და რტოებითა ქებისმეტყუელთა, კურთხეულ არს მომავალი სახლითა უფლისათა უკუნისამდე.

სომხეთის პარლამენტის სპიკერი – რუსეთი გაზის საფასურს თუ გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის.„ისინი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, სომხეთიც მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ გამოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს“, – განაცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.ამასთან, მისი თქმით, „არ ფიქრობს, რომ საქმე აქამდე მივა“, რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის „ძალიან კარგი, ეფექტიანი საუბარი შედგა“.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.„დღეს, თქვენ იცით, ენერგომატარებლების, გაზის ფასები ევროპაში 600 დოლარს აღემატება ათას კუბურ მეტრზე, ხოლო რუსეთი სომხეთს გაზს 177.5 დოლარად აწვდის. სხვაობა დიდია, სხვაობა არსებითია,“ — განაცხადა პუტინმა.სომხეთმა 2024 წლიდან შეაჩერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა და აღარ იხდის შენატანებს ამ ორგანიზაციაში, თუმცა ფორმალურად ქვეყანა ორგანიზაციიდან არ გამოსულა.

ბოლო სიახლეები