შაბათი, დეკემბერი 13, 2025

კულტურა 11 დეკემბერი ტარიელ ხარხელაურის დაბადების დღეა

11 დეკემბერი ტარიელ ხარხელაურის დაბადების დღეა, წელს მას 80 წელი შეუსრულდა.

„წლებია, გვინდოდა პანკისის ხეობაში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამოს ჩატარება. გარკვეულმა მოვლენებმა ეს ღონისძიება რამდენჯერმე გადაგვადებინა. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ტარიელი, ეს დიდი ქართველი და კავკასიელი პოეტი, ერეკლე საღლიანისაც არ იყოს, „პოეზიის ხევისბერი“ ჩვენი სტუმარია და მას პანკისის ხეობა მასპინძლობს. ტარიელ ხარხელაურის პოეზიას ხომ ლაიტმოტივად რაინდობის კოდექსი გასდევს. მისი შემოქმედება ადამიანობიდან იწყება და ზეადამიანობამდე ადის.

აქვე უნდა ითქვას, ეს საღამო ვერ გაიმართებოდა, რომ არა კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და მისი ხელმძღვანელის, იზა ბექაურის ძალისხმევა“, – გვითხრა ხეობის მკვიდრმა, ლიტერატორმა და მთარგმნელმა მექა ხანგოშვილმა.

ქისტები გამორჩეული მასპინძლები რომ არიან, დუისში გამართულმა პოეზიის საღამომაც დაადასტურა. პანკისის ხეობის მკვიდრებმა – ქართველებმაც და ქისტებმაც – უთბილესი შეხვედრა მოუწყეს მთის პოეტად შერაცხულ შემოქმედს.

პოეტის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა იმ დღეს პანკისში იყვნენ ქართველი პოეტები: ეთერ თათარაიძე, გუჯა ბურდული, ერეკლე საღლიანი, ბაბუა ალუდაური, მიშა ღანიშაშვილი, ადამ ბექაური, ნანა ცინცაძე და სხვები. რაიონისა და რეგიონის კულტურის სამსახურის, ალავერდიის ეპარქიის წარმომადგენლები, ასევე დმანისის და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვარ პანკისის ხეობაში. მე აღმოსავლეთ მთიელებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს. ჩემს წინაპრებში ყველა მთიელი იყო, მათ შორის ქისტებიც.

ასეც რომ არ იყოს, ქართველებსა და ქისტებს დიდი ვალდებულება გვაქვს ერთმანეთის წინაშე: ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი წარმოშობის, ერთი მენტალობის, ერთი სწრაფვის. ჩვენ გაქვს ვალდებულება ვიღვაწოთ ჩვენი ერთობისთვის, ერთმანეთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, კავკასიისთვის“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მეუფე ზენონმა. მან ბრიტანეთიდან საჩუქარი ჩამოუტანა ტარიელ ხარხელაურს, ხოლო პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრს, ხასო ხანგოშვილს უძღვნა პალტო, რომლის მსგავსსაც ვაჟა ფშაველა ატარებდა.

„მგელი, როგორი ასაკოვანი, ბებერი, დაუძლურებული და ავადმყოფიც უნდა იყოს, მაინც მგელია. და ეს ზუსტად რომ შეეფერება ტარიელ ხარხელაურს. გვიხარია, რომ დღეს ჩვენი ხეობა ასეთ გამორჩეულ სტუმარს მასპინძლობს“,- შენიშნა თავის გამოსვლაში ისტორიკოსმა და მწერალმა ხასო ხანგოშვილმა.
„თუ ჩვენ – ქართველები და ქისტები არ ვიქნებით ერთად, ჩვენ არ ვიქნებთ არცერთი“, – ასეთი იყო შეხვედრის პათოსი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ახმეტის რაიონის მიმდებარე ხეობებისგან განსხვავებით, პანკისის ხეობა გაცილებით ცოცხალი და ხალხმრავალია. აქ, შეიძლება ითქვას, დუღს სიცოცხლე და მრავლად არიან ახალგაზრდებიც. პოეზიის საღამოსაც აქტიური ახალგაზრდა ქალი, პედაგოგი ლუიზა მუთოშვილი უძღვებოდა. სკოლის მოსწავლეებმა ქართულად და ჩეჩნურად წაიკითხეს პოეტის ლექსები.

„არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, შვილო,

ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია“

….

„სთქვი, მამულო, რა გაწუხებს და დავდგები დარიალთან“…

„ვერ მიხვალთ საქართველომდე,

მე თუ არ გადამიარეთ“…

„ვერკვლის ციხე ვარ, მგლისფერი,

მტრის რისხვამ მდგარი დიდგორსა“

„სამშობლო ჩემო,

პოეტი შენ ხარ,

მე შენი ენით მოლაპარაკე“

ერეკლე საღლიანისაც არ იყოს, ვინმე მედროვე პოეტს რომ ეთქვა, არავინ დაუჯერებდა, ტარიელი კი თავისი ცხოვრებით ამტკიცებს თავისივე სიტყვებს.

„ტარიელ ხარხელაურის „სიმაღლე ლექსებშია, თავმდაბლობა კი ხასიათში“, – თქვა თავის გამოსვლაში ადამ ბექაურმა.

მთელი საღამო ბავშვივით თავდახრილი იჯდა და ისე ისმენდა თბილ სიტყვებს პოეტი. მისი შემხედვარე, გჯერა, რომ „დარდი, ფიქრი და ტკივილი“ მისგან „მოედო სამყაროს“. შეხვედრის დასასრულს ტარიელ ხარხელაურმა თავად წაიკითხა რამდენიმე ლექსი.

გვიანობამდე ისმოდა პანკისის ხეობაში ქართული თუ ჩეჩნური ლექსი, სიმღერა, საცეკვაო.

„ძალიან მომეწონა დღევანდელი საღამო. კარგი იქნება თუ სხვა მწერლებსაც ხშირად მოვიწვევთ ჩვენს ხეობაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პანკისელი ახალგაზრდებისთვის“, – გვითხრა მარიამ მარგოშვილმა.

„პირადად ჩემთვის დღევანდელი დღე გამორჩეული იყო, რადგან წლებია ვეცნობი ტარიელ ხარხელაურის ლექსებს და მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა საშუალება, პირადად გამეცნო პოეტი. ჩემი აზრით, ასეთი საღამოების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, ოცდამეერთე საუკუნეში ახალგაზრდებში იკარგება პოეზიის როლი“, – თქვა ჩვენთან საუბრისას თამარ ძარღუაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს „მთის ამბები“ მთის პოეტს ესაუბრა:

„დღევანდელი დღე ერთ-ერთი გამორჩეული დღეა ჩემთვის.

ეს ხალხი, ქისტები კავკასიელ ხალხთაგან გამორჩეულად მიყვარს. მათთან 12-13 წელი ვცხოვრობდი, როცა ცხვარში ვიყავი. ქისტებმა გამორჩეული მეგობრობა და თანადგომა იციან, იციან, როგორ შეგინახონ, როგორ დაგზოგონ.

გაოგნებული ვარ ამ ბავშვებითაც, დღეს აქ რომ ვნახე. რამდენიმემ მაინც განსაკუთრებით კარგად წაიკითხა ლექსი, საოცარი გრძნობით. თან ქართული ხომ მათთვის არ არის მშობლიური ენა.

შეიძლება ასეთ დროს მაინც უნდა იყო ბედნიერი ადამიანი, რომ გქონდეს ამის უფლება. ასეთი დღეები წუთისოფლის გაგრძელების უფლებას გაძლევენ.

ძალიან ხშირად ვეკითხები თავს: ხარ კი, ტარიელ ხარხელაურო, იმ სიყვარულის ღირსი, რასაც შენ გრძნობ და რასაც გარშემომყოფები შენ მიმართ გამოხატავენ. თუ ამ სიყვარულის ნაწილს მაინც ვიმსახურებ, მაშინ ჩემს მოსვლას ამ წუთისოფელში გამართლება ჰქონია, მხოლოდ ამისთვისაც ღირს ცხოვრება“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტონიუ კოშტა – ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს, დღეს შევასრულეთ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვასთან დაკავშირებით.„ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.კოშტას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის.ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.

მარიამ ქვირივიშვილი – ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, აქედან გამომდინარეობს მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება, თუმცა ეს არ მოხდა უპირობოდ, ვალდებულება თუ დაირღვევა, ჯარიმა სრულად...

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს. ენერგეტიკას, გარდა იმისა, რომ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, ყველაზე დიდი ღირებულებას აქვს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ქვრივიშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია. ჟურნალისტმა მარიამ ქვრივიშვილს მიმართა, რა სტიმულს მისცემს ამ ტიპის ინიციატივა მთლიანად სისტემას, რაზეც ქვრივიშვილმა განაცხადა:„ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ყურადღება დავუთმეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ უშუალოდ ჩვენსავე სამინისტროში გაგვეკეთებინა ძირეული რეფორმა, ისევე როგორც ყველა უწყებაში ენერგეტიკის ოპტიმიზაცია. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა უშუალოდ ჩვენს სამინისტროში შემავალ უწყებებში გატარებული ღონისძიებებით, რეორგანიზაციით. მათ შორის მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაციით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს, რაც მეტწილად განპირობებულია საკადრო ოპტიმიზაციით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება ამავე უწყებების და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორების გაძლიერებას. მეორე მხრივ, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მათთან საუბარი დარგში დაგროვებული გამოწვევების შესახებ. ამაზე ერთმანეთთან გულწრფელად, გულახდილად, გამჭვირვალედ ვსაუბრობთ. ნამდვილად არის რიგი გამოწვევები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“.„არსებობს რამდენიმე გარემოფაქტორი. ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ჩვენს ნაწილსაც ვაანალიზებთ. იცით, რომ სამწუხარო ფაქტიც არსებობს, კურატორი, მინისტრის მოადგილე დღეს, ფაქტობრივად, ციხეში იმყოფება და უწევს, გარკვეული პასუხები გასცეს მიმდინარე გამოძიებას. მეორე მხრივ, კერძო სექტორსაც ჰქონდა დიდი გამოწვევები. ზოგადად, როდესაც ენერგეტიკის სექტორზე ვსაუბრობთ, ყველა პროექტს, ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, თან სდევს ვალდებულება, პროექტი განხორციელდეს ვადებში. ვხედავთ, რომ გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს პროექტი, რომელსაც არ ჰქონდეს ვადაში დაგვიანება. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პირგასამტეხლოს, ჯარიმების დარიცხვას და ასე შემდეგ. ასევე ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები –  ქართველ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დათქმულ ვადაში განეხორციელებინათ პროექტები. ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებები. ბევრი ინვესტორი თუ პროექტის შემთხვევაში არ ხდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ფაქტობრივად, იყო ეგრეთ წოდებული დარეზერვებული დაერთების ნებართვები, თუ მემორანდუმები, რათა ერთ ინვესტორს გადაეყიდა მეორე პოტენციური ინვესტორისთვის. შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა დათქმულ ვადებში ან იმ ვადებში, როდესაც სახელმწიფო ელოდება პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას. არსებული მემორანდუმის მფლობელი რეალური ინვესტორი არ გახლდათ და ის იყო უბრალოდ გადამყიდველი“.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა, როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია და როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა.„ვიტყოდი, რომ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ალბათ ეს არის, როგორც შეიძლება, საწყის ეტაპზე შეფასდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გავატარეთ რიგი ღონისძიებები, რის საფუძველზეც ზუსტად ვიცით და იდენტიფიცირებულია ყველა ის პროექტი, რომლებიც ნამდვილად განხორციელდება და იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებული გადამყიდველის ხელშია. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით 1700 მეგავატის ხელშეკრულება გააუქმა, რათა არ მომხდარიყო დაერთების ნებართვების დაბევება და კეთილსინდისიერ ინვესტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, დროულად დაიწყოს გენერაციის პროცესი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საუბრის, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად, იდენტიფიცირება გავუკეთეთ რიგ ბიუროკრატიულ საკითხებსაც, რომლებიც შესაძლებელია, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად აჩქარდეს, რათა დავეხმაროთ ინვესტორებს, უფრო სწრაფად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდანაც რიგი ნებართვები. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა. ეს არის პირველი, რისი პასუხისმგებლობაც აიღო სახელმწიფომ. მთავარი საკითხი, რაც გულისხმობს ერთი მილიარდი ლარის ჯარიმის პატიებას, ზუსტად აქედან გამომდინარეობს. ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განმარტა, რა აძლევთ იმის გარანტიას, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედებენ კომპანიები.„სწორედ ეს არის აღნიშნული ჯარიმების პატიების წინაპირობა. ჯარიმების პატიება არ მოხდა უპირობოდ. პირველი, რაზეც ვთანხმდებით, მოხდება თითოეული პროექტის გადახედვა. საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება შესრულების ახალი ვადები, ორივე მხარე აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის, პერიოდების, პროცესის შესახებ. მეორე მხრივ, თუ ინვესტორი თანხმდება ახალ ვადას და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოახდენს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას, ამ შემთხვევაში, პატიება უპირობოა. აღნიშნული ვალდებულება თუ დაირღვევა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს, ისევე როგორც დაერიცხება ახალი პირსაგამტეხლო, საურავი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალი ვადის დარღვევაზე.მესამე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის პროცესის აქტიური მონიტორინგი, კონტროლი. ეს სახელმწიფოსთვის ბევრ ფუნქციურ ბერკეტთან არის დაკავშირებული. ვაპირებთ, მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ზედამხედველობით უზრუნველვყოთ, რომ მუდმივად გვესმოდეს, სად არის პროექტები, რა სტატუსია, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ აღმოვაჩინოთ, რომ, მათ შორის რომელიმე სტრატეგიული პროექტი დათქმული ვადებით, გეგმა-გრაფიკით არ მიიწევს წინ. ჩვენ გვინდოდა, პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაკეთებთ უპირობო პატიებას, რომელსაც თან სდევს პირობიანი პატიება. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად კერძო სექტორისთვის, მცირე, საშუალო მსხვილი მეწარმეებისთვის ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი აღნიშნულ თანხებს სრულად მოაბილიზებენ, რათა მოახმარონ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას, აჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეები. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემცირებული იყო  ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. ბოლო სამი წლის მაგალითი რომ ავითოთ, დაახლოებით 105 მეგავატი სიმძლავრეა შესული ექსპლუატაციაშ, მიმდინარე წელს იქნება 109 მეგავატამდე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა  თვითმყოფადობა. განსაკუთრებული ღირებულება აქვს ენერგეტიკის სექტორს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენივე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება. მეორე ეტაპზე დიდი ყურადღება დაეთმობა ჩვენი ქვეყნის ენერგოსაექსპორტო შესაძლებლობას. მესამე, რასაც ტრადიციულად ჩვენი ქვეყანა აკეთებს და გააგრძელებს, ეს არის ტარნზიტული შესაძლებლობა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ენერგეტიკის სექტორიც სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ურთიერთთანამშრომლობით, პასუხისმგებლობით კერძო სექტორი და სახელმწიფო შევძლებთ, მალე გვქონდეს ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ქვირვიშვილმა.

გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთის პოვნის შემდეგ ძმასაც მიაკვლიეს

ტყუპებმა, ანანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ უპოვეს, დაკარგულ ძმასაც მიაკვლიეს.ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს.ნახეთ გადაცემის ანონსი ⇓

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით, მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია.როგორც „პტაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცნობით, მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, თავდასხმა განხორციელეს ორ რუსულ გემზე, რომლებსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, თავდასხმა განახორციელა ორ რუსულ გემზე, „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“, რომლებსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა ავრცელებს.გემებს კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან დაარტყეს.სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცნობით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოძრაობა „შავი ნაპერწკალის“ წარმომადგენლებმა.აღნიშნულ გემებს ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო, აშშ-ის მიერ სანქციები აქვთ დაწესებული.

ბოლო სიახლეები