ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025

„არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვებში გამოყენება!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს.

„ძვირფასო მშობლებო, გრიპის შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ არაფერი საპანიკო არ გვაქვს!!! გრიპის ვირუსის კლინიკური სურათი ყველამ იცით უკვე!!! თუმცა ხშირად ვერ უმკლავდებით ძლიერ ხველას და გაუსაძლის ყელის ტკივილს(დღეს ცირკულირებადი გრიპის ძირითადი სიმპტომებია) რა შეიძლება გირჩიოთ მშობლებს ბავშვებისთვის ყელის ტკივილისა და შემაწუხებელი ხველის დროს – ბუნებრივი, უსაფრთხო და ეფექტური!!!!

✅ 1. თბილი სითხეები

თბილი წყალი მცირე ყლუპებით
✅გვირილის ჩაი – ანთების საწინააღმდეგო ძალიან კარგი საშუალებაა
✅ცაცხვის ჩაი – ამშვიდებს ხველას და არეგულირებს ტემპერატურას ✅გვირილა + ცაცხვი ერთად
✅ჟოლოს ფოთლების ჩაი
✅თბილი რძე (თუ კარგად იტანს ბავშვი) შეიძლება თაფლის დამატებაც თუმცა გამოიყენება მხოლოდ 2 წლიდან!!!!
✅თბილი სითხეები

ამცირებს ლორწოვანის გაღიზიანებას, ათხელებს ნახველს, ამსუბუქებს მშრალ ხველას,
2. თაფლი – “აფთიაქარი ფუტკარისგან” საუკეთესო საშუალებაა,მაგრამ ვიყენებთ სიფრთხილით მისი ალერგიული ბუნების გამო

1 ჩაის კოვზი ძილის წინ
✅ამცირებს ღამის ხველას
✅იცავს და აწყნარებს ყელის ლორწოვანს
✅აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი
❌არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვებში გამოყენება!!!

✅ 3. მარილიანი წყლით ყელის გამოვლება

დასაშვებია 3 წლიდან, როცა ბავშვი უკვე კარგად აფურთხებს….✅

1 ჩ.კ. მარილი + 1 ჭიქა თბილი წყალი+ 1 წვეთი იოდი,ან შეგიძლიათ სოდიან წყალში ჩააწვეთოთ იოდი
დღეში 2–3-ჯერ გამოვავლებინოთ ყელში!!!
მკვეთრად ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს!!!

✅ 4. თბილი ორთქლი (ინჰალაცია)

თბილი წყლის ორთქლის შესუნთქვა, სიფრთხილით!!! ოთახის კარი გამოკეტეთ, აადუღეთ წყალი შეიძლება სოდაც ჩავყაროთ და ვასუნთქოთ ბავშვი!!! ✅შესაძლებელია გვირილა ან ფიზიოლოგიური ხსნარიც გამოვიყენოთ, ხელს უწყობს ნახველის გათხელებას.
‼️ორთქლში არ ამყოფოთ ბავშვი მაღალი ტემპერატურის დროს❌

✅ 5. ჰაერის დატენიანება

❌მშრალი ჰაერი აძლიერებს ხველას

✅გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი ან უბრალოდ წყლის ჭურჭელი გათბობის მახლობლად

✅ 6. თბილი კომპრესები
თბილი შარფი ყელზე
თბილი წინდები ფეხებზე
✅აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს დისკომფორტს,ოღონდ ნუ ჩაათბუნებთ ბავშვებს ტემპერატურის დროს!!!

✅ 7. ცხვირის გასუფთავება მარილიანი ხსნარით განსაკუთრებით მაშინ,როცა ხველა გამოწვეულია პოსტნაზალური ჩანადენით!!! ზღვის წყლის სპრეით ან ფიზიოლოგიური ხსნარით

✅ 8. ბუნებრივი პროდუქტების გამოყენება ბავშვთა კვებაში
✅თბილ წყალში  ჩააწვეთეთ ცოტაოდენი ლიმონი
✅ნიორი საკვებში (თუ ბავშვი თანხმდება)
✅ქათმის ბულიონი, და მისი ორთქლის შესუნთქვა
✅ვაშლის პიურე თბილი ფორმით

❗ რას არ ვურჩევ მშობლებს:

❌ძმრით დაზელვა
❌სპირტით დაზელვა
❌ ძალიან ცხელი ორთქლი
❌ ეთერზეთების უკონტროლო გამოყენება
❌თაფლის მიცემა 2წლამდე ასაკში

‼️‼️როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

თუ:
✅ტემპერატურა > 38.5 და 3 დღეზე მეტხანს  გრძელდება
✅ხველა გამწვავებული და შეტევითია
✅ბავშვი არ ღებულობს სითხეს და უარს ამბობს საკვებზე
✅სუნთქვა გაძნელებული და გახშირებულია
✅ძილიანობს მეტად ვიდრე მანამდე

ჩემი რჩევა მშობლებს:

ხველა არ არის მტერი — ის არის დამცავი მექანიზმი. ჩვენი მიზანია ბავშვს გავუადვილოთ მდგომარეობა და არ ჩავახშოთ ხველა ძალით, მედიკამენტოზურად!!! ყველაფერი გაივლის, არ შეშინდეთ“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია

აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე ან ექსპერტი, ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გვერდზე  თუ  ევროპული ბიუროკრატიის, ვისგანაც იმართებიან? – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე საუბრისას.პრეზიდენტის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ვინმეზე დამოკიდებულის პოლიტიკა.„რასაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ვსაუბრობდით, იმაზე მკაცრად საუბრობს ამერიკის არსებული ადმინისტრაცია, თავისი პრეზიდენტით. საუბარი როცაა , რას ნიშნავს პროდასავლური? რომელია დასავლეთი, როგორ განვსაზღვროთ, ვისზე ვიყოთ დამოკიდებული? ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში, ვინმეზე დამოკიდებულების, და ეს ნელ-ნელა მილევადია. სიტყვასაც ვერ ძრავენ. ხომ შეიძლება, რომელიმე გამოვიდეს.  მე მაინტერესებს, ვინმე გაბედავს ტრამპის კრიტიკას?! ერთი-ორი აქტივისტის ფეისბუქპოსტზე თუ წავიკითხე რაღაც კრიტიკული, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ რომ ასეთი დამოკიდებულებაა. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, აქტორები, ვინც არიან წარმოჩენილი და ვინც თვლიან, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლების ჩასაბარებლად, ჩემი წინამორბედი, გაბედონ, აბა, სად დგანან ახლა – ევროპული ბიუროკრატიის გვერდით  თუ იმ დოკუმენტის გვერდზე, რომელიც აშშ-ის დღევანდელი მმართველი ადმინისტრაციის მიერ არის შექმნილი?! ეს ხომ ერთი და იგივე არ არის? ეს ხომ განსხვავებულია. რა პროდასავლობაზეა საუბარი? ვინ დაარქვა ამათ პროდასავლური ძალა? ესეც ხომ მითია, როგორც რუსული  კანონზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნიკა ობოლაძე- თუ ვამბოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაშინ გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რეალობის აღქმა გვიჭირს...

„თუ ქმედება ის არის, რომ ვამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეგრე მაშინ რომელიმე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის ლეგიტიმური პრემიერი. ან მაშინ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები, ან პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ისაუბრა.მისივე განცხადებით ოპოზიცია ძალიან რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს. „ჩვენ გადავეშვით იქ, საიდანაც უბრალოდ გვიჭირს შემოტრიალება. ჩვენ ვართ ძალიან რთულ სიტუაციაში და რეალობის აღქმა გვიჭირს. და რეალობა არის ის, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არის ქმედითი, ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება. ერთი მხრივ ოპოზიცია აკრიტიკებდეს ერთმანეთს და ამბობდეს, რომ შეუძლებელია ამათ მოიგონ და მაგალითად, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ შეუძლებელია ხაზარაძემ მოიგოს და ის სათამაშო პარლამენტს გვთავაზობდა. რატომ იყო ის სათამაშო პარლამენტი, თუ არჩევნები 2024 წელს ოპოზიციამ მოიგო. მაშინ ის იყო ლეგიტიმური პარლამენტი. რატომ ვაკრიტიკებთ ოპოზიციის ლიდერებს ან პოლიტიკურ პარტიებს, ამ ხალხმა თუ მოიგო 2024 წლის არჩევნები, მაშინ არიან ქმედითები, მაშინ ყველაფერი ისე უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ლეგიტიმური და არჩევნებს იგებს, ან რაღაც სხვანაირად არის“-განაცხადა ობოლაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა ევროპის კოლეჯსა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატების მოთხოვნა დაბლოკეს

ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა ევროპის კოლეჯსა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატების მოთხოვნა დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეურაქტივი“ ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, ულტრამემარჯვენეების მცდელობა, კორუფციული სკანდალის თემა მომავალ კვირას სტრასბურგში პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეეტანა, ჩაიშალა.გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ინიციატივას მხარი ულტრამემარჯვენე „სუვერენული ერების ევროპის ჯგუფმა“ დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გამოძიების შესახებ დებატები დღის წესრიგში დაეყენებინათ.„ევროპელები იმსახურებენ, იცოდნენ სიმართლე ევროკავშირის ინსტიტუტებში კორუფციული სკანდალების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ევროკავშირის სახსრები პოლიტიკური ან იდეოლოგიური ინტერესებისთვის“, – აცხადებს უნგრელი ევროპარლამენტარი კინგა გალი, რომელიც შეხვედრაზე „პატრიოტებს“ წარმოადგენდა.

მიხეილ ყაველაშვილი – სახელმწიფო სწორ გზაზე დგას, ქვეყანა ვითარდება, ეს არის რეალობა და ის არარეალობა, რაშიც აქტივისტებს აცხოვრებენ

სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ვინც ამას ხედავს, ის აუცილებლად ჩადგება ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველო ვითარდება, ეს რეალობაა და ამას ვერავინ უარყოფს.„სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ვინც ამას ხედავს, ის აუცილებლად ჩადგება ამ პროცესში. ჩამდგარიც არის, ხორციელდება ეს პროცესი და ვითარდება ქვეყანა. კვირა და თვე არ გავა შეფასებები არ ხდებოდეს სხვადასხვა მიმართულებებით: კორუფციასთან ბრძოლა იქნება, გამჭვირვალობის თემა, ადამიანის უფლებები, სასამართლო სისტემა, ეკონომიკური საკითხი. ეს ხომ ფაქტებია, ამას ვინ უარყოფს, ვერავინ! ქვეყანა ვითარდება, ეს არის რეალობა და ის არარეალობა, რაშიც მათ აცხოვრებენ და ყოველდღე რაღაც დღეებს რომ ითვლიან და რას აპროტესტებენ? – სად არიან ეს პროდასავლელები? ტრამპისკენ არიან თუ ევრობიუროკრატიისკენ?“, – განაცხადა  მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის, ევროპა სხვა ღირებულებაა, სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს აშშ

ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საკითხია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები წარმოადგინა, და ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იმაზე, რასაც ამ ბოლო წლების მანძილზე ჩვენ მივუთითებდით, ვთხოვდით ევროპულ ბიუროკრატიას, უფრო მკაცრად არის მოწოდება ევროკავშირისკენ, რომ ის თუ ასე გააგრძელებს – პირდაპირ არის ეს სიტყვები – ევროპას ემუქრება გაქრობა, ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია.„ევროპულ ბიუროკრატიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ჩამოთვლილია საკითხები: პოლიტიკური კრიზისი, მიგრაციის თემა, იდენტობის საკითხი, ეროვნული ინტერესები, რაც მთავარია, ეკონომიკა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ 25%-დან 14%-ზე  ჩამოვიდა, მთავრობის კრიზისები, ხალხის მიერ პოლიტიკოსების ლეგიტიმაცია და ბევრი კომპონენტი, რომელიც საკმაოდ საგანგაშოა. აბსოლუტურად განსხვავებული ხედვით არის წარმოდგენილი რუსეთი, ჩინეთთან ურთიერთობაც განსხვავებულადაა. რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ეროვნულ ინტერესზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება – ზუსტად იგივე მოცემულობებია ამერიკის თვალსაზრისით. შიდა პოლიტიკის თემები, ინდუსტრიალიზაცია, კრიმინალთან ბრძოლა, ეროვნული ინტერესი, ეკონომიკის საკითხები – ეს ის თემებია, რაშიც ჩვენ თანხვედრაში ვართ“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მისივე თქმით,  აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი არ არის სპონტანური მიმართვა ევროკავშირის მიმართ, არამედ დოკუმენტში წარმოდგენილია ის, თუ რა პრობლემის წინაშეა, ამერიკის დღევანდელი შეხედულებით, ევროკავშირი.„ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის. ევროპა განსხვავებულია, ევროპა სხვა ღირებულებაა და სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს ამ დოკუმენტში აშშ. ასეთი მკაცრები ჩვენ არ ვყოფილვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები