საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
უწყება განმარტავს, რომ აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები.

