ოთხშაბათი, დეკემბერი 10, 2025

2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ოლიგარქიული ტენდენციები. ანგარიში ყურადღება საქართველოსაც ეთმობა. მკვლევართა შეფასებით საქართველო რისკ ფაქტორის მიხედვით ჩამორჩება მაგალითად შვეიცარიას, კვიპროსს, უნგრეთს და ა.შ. ( გვ. 41). მიუხედავად ანგარიშში რისკად აღქმული იმ მოცემულობისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, რეალური და მრავალფაქტორიანი მონაცემების ანალიზის საფუძველზე კვლევამ დაადგინა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია (გვ.42) (გვ. 89).

ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით 2 ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო (გვ.42) და კორექტირებული (გვ. 89) მაჩვენებლები.
ოლიგარქიზაციის ტენდენციის საბაზისო ინდიკატორი ასახავს 2012 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს 10 წლიანი გაანგარიშებით და ეძღვნება იმის დადგენას, თუ როგორ შეიცვალა ეროვნულ სიმდიდრის ფორმირებაში საზოგადოების უმდიდრესი 1%-ის წვლილი.
საბაზისო ინდექსის მიხედვით 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ (გვ.42). კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10 წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს ოლიგარქიზაციის გაღრმავებას. ამასთან ოლიგარქიზაციის საბაზისო ინდიკატორი გაუარესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში . ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, დანია, ავსტრია, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი.

მკვლევრებმა საბაზისო ინდექსის გარდა უფრო სიღრმისეული, მრავალფაქტორიანი ანალიზის საფუძველზე ოლიგარქიზაციის ცვლილების კორექტირებული ინდექსიც შეიმუშავეს (გვ. 89). ოლიგარქიზაციის ტენდენციის კორექტირებული ინდექსი აანალიზებს სიმდიდრის უთანაბრობის გაუმჯობესების და გაუარესების ხანგრძლივ ტენდენციებს, რომელიც სპეციალური ფორმულით შეწონილია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ცვლილების ტენდენციებთან 2013-2023 წლებში(გვ. 88-89).

შედეგები საქართველოსთვის შთამბეჭდავად გამორჩეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ამ კორექტირებული ინდექსის მიხედვით, დეოლიგარქიცაზიის ხანგრძლივი 10 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა ირლანდიის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ოლიგარქიზაციის ცვლილების შეწონილი მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან 17-ში გაუარესდა.

ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინური კომპანია ცხოველების მიერ გამოცემული ხმების თარგმნის სისტემაზე მუშაობს

ჩინურმა კომპანიამ Baidu დაარეგისტრირა პატენტი სისტემაზე, რომელსაც ცხოველების მიერ გამოცემული ხმების დაფიქსირება და მათი ადამიანურ ენაზე თარგმა შეუძლია. განაცხადი კომპანიამ ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში შეიტანა, თუმცა ცოტა ხნის წინ ის ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა სამმართველომ გამოაქვეყნა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტექნოლოგია ცხოველის ემოციური მდგომარეობის დასადგენად მის მიერ გამოცემულ ხმებს, ქცევასა და ფიზიოლოგიურ სიგნალებს აანალიზებს. შემდეგ ეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის შესაბამისი ალგორითმების მეშვეობით მუშავდება და ადამიანისთვის გასაგები ფორმით ითარგმნება.თუ სისტემა ახალი ტიპის სიგნალს იღებს, რომელიც არ ემთხვევა მისთვის ნაცნობ ემოციებს, ინფორმაცია მოდელის შემდგომი სწავლებისთვის გამოიყენება.პროექტი ჯერ ადრეულ სტადიაზეა, თუმცა ჩინურ სოციალურ ქსელებში უკვე დიდი რეაქცია გამოიწვია. მომხმარებელთა ნაწილს ოთხფეხა მეგობრების თარჯიმნის იდეა ახარებს, ნაწილს კი ინოვაციის ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოჩნდება სისტემა ბაზარზე.

მეცნიერებმა რობოტი-თევზი „ივი“ შექმნეს

შვედეთში, ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა რობოტი თევზი „ივი“ შექმნეს, რომელიც ოკეანის შესწავლაში რევოლუციას მოახდენს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.„ივის“ სილიკონის კუდი აქვს, რომელიც ზუსტად თევზის კუდის მსგავს მოძრაობებს იმეორებს. ის რობოტის წინა ნაწილში ჩამონტაჟებული მექანიზმებით იმართება. გარდა ამისა მასში ინტეგრირებულია კამერა, რომელსაც წყლის ქვეშ გადაღების ფუნქცია აქვს.სტუდენტები თევზის ფორმის რობოტის შექმნაზე უკვე ორი წელია მუშაობენ. ახლახან კი მათ ციურიხის წყლებში რობოტის პროტოტიპი პირველად დატესტეს.რობოტი-თევზის ერთ-ერთი შემქმნელის, მაგისტრატურის სტუდენტის დენის ბაუმანის თქმით, რობოტი ოკეანის შესწავლის პროცესს უფრო მარტივსა და სწრაფს გახდის.„თევზის ფორმის რობოტის შექმნა საშუალებას გვაძლევს, ეკოსისტემას მინიმალური ცვლილებებით შევერწყათ და ისე შევისწავლოთ ის“, - განაცხადა ბაუმანმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატია გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად, როცა ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ზღვარგადასული კრიტიკა

ევროპული ბიუროკრატია გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად. როდესაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ეს ზღვარგადასული კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ ექვსი რეზოლუცია მიიღეს, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოვიდა და  საარჩევნო პროცესებში ჩაერია, პირდაპირ მოუწოდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.„პირდაპირი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროკავშირის ელჩმა და ბევრ სხვა მაგალითსაც გაგახსენებთ. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, საქართველოს შიდა საქმეებში. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ეს იყო კამპანიის ნაწილი. ეს კამპანია დაიწყო, არსებითად, 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე. არაფორმალური ძალები პირდაპირ უზრუნველყოფდნენ ევროპული ბიუროკრატიის ჩართვას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ევროპული ბიუროკრატია დღემდე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. სხვა ახსნა რა აქვს, 8 ქვეყანას უნდა იწვევდე  და აქედან 7-ს იწვევ და საქართველოს – არა, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათი მტკიცებით, ამ 8 ქვეყნიდან საქართველო იყო ყველაზე არაპროდასავლური და ყველაზე არადემოკრატიული. აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ეს მიდგომა“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 17 მილიონ ლარამდე და 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს შეადგენს

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ჯამურად, 17 მილიონ ლარამდე იზრდება და 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს.• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით გამოყოფილია 123 მილიონ ლარზე მეტი და ჯამური დაფინანსება 1 მილიარდ 538 მილიონ ლარს აჭარბებს;• რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, დამატებით გამოიყო 53 მილიონ ლარზე მეტი და მისი დაფინანსება 237 მილიონ ლარს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება;• წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტებისთვის გამოყოფილია 305 მილიონ ლარამდე;• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება 44 მილიონ 500 ათასი ლარით და 667 მილიონ ლარს შეადგენს;• ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 150 მილიონი ლარი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 205 მილიონი ლარი.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და ჯამში, 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, გაიზარდა, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და ჯამში, 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.მომდევნო წელს, 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 370 ლარის, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისი კატეგორიებისთვის იქნება 444 ლარი და 594 ლარი.როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ჯამში, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 6 მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი.სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დამატებით იზრდება 12 მილიონ ლარზე მეტით და პროგრამის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარს აჭარბებს. 2025 წელთან შედარებით, პროგრამის დაფინანსება, ჯამურად, გაზრდილია 29 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობით.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები დამატებით იზრდება 183 მილიონ ლარზე მეტით და 2 მილიარდ 220 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ჯამურად, გაზრდილია 360 მილიონ ლარზე მეტით.პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, პროგრამის ფარგლებში დამატებით გაზრდილია:საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება - 150 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს;ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დაფინანსება - 10 მილიონი ლარით და 28 მილიონ ლარს შეადგენს;იშვიათი დაავადებების მქონე პირთა მკურნალობის პროგრამა - 5 მილიონი ლარით და 70 მილიონ ლარს შეადგენს;ჯანდაცვის სხვა პროგრამები, ჯამურად, იზრდება 18 მილიონ 700 ათასი ლარით.ამასთან, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის ხელფასების ზრდა.

ბოლო სიახლეები