ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად ხელისუფლებას არავითარი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია.

კალაძის თქმით, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია.

„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ცრუ კამპანია, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი და სპეკულაცია გვახსოვს. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაწყებულია. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დანარჩენი – დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც ყველაფერი იქნება დადასტურებული კონკრეტული ფაქტებით და კვლევებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც პირველი შემთხვევა არ არის.

„როდესაც ვრცელდება მიზანმიმართული სიცრუე, დაფუძნებული ტყუილზე, მოგონილზე, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება – ეს არის მცდელობა ქვეყნის წინაღმდეგ. იგივე კეთდებოდა, როდესაც გვიმტკიცებდნენ, თითქოს სააკაშვილი იყო მოწამლული და მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ცრუ კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობდა. ეს იყო რეალურად პიარკამპანია, რომელშიც თანხები იყო გადახდილი, რაც მოგვიანებით გაირკვა. ამ ტიპის სპეკულაციებთან გვაქვს საქმე ამჯერად „ბიბისის“ მხრიდან“, – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, აქციების დაშლა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც და საქართველოს ხელისუფლება იყენებს იმ მეთოდებს, რომელიც მიღებულია.

„მხოლოდ საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც არის აკრძალული. რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული. ჩვენ ხომ „ბიბისი“ არ ვართ, რომ ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებიათ. ჯერ გვიმტკიცებდნენ, რომ ასე იყო, შემდეგ კი სავარაუდოდო, უკვე უკან დაიხიეს, რადგან ეს არის ტყუილი. ამიტომ არის გამოძიება დაწყებული, რომ  ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არავითარი პასუხგაუცემელი კითხვა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული აქციების დასაშლელად, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება. მე იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე ვამბობ იმას, რაც თქვა შს მინისტრმა, რომ არაფერი ყოფილა გამოყენებული ისეთი, რაც არის აკრძალული. რა იყო გამოყენებული, ამას გვეტყვის გამოძიება კონკრეტული კვლევით, კონკრეტული დასკვნით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები