ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

„ქართული ოცნება“ – მივიღეთ გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „გამოიყენებენ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო“.

„დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა. ცხადია, „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი.

უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში. გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები, გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან“. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად, დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დაუდასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მაუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა, ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა – სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია, შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება, პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით, ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე. სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი, მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. ამ მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა ეს უფრო ჰგავდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის კოჭის გაგორებას, ვიდრე შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღებას. BBC-ს რომ ბინძური დაკვეთების შესრულებასა და სიცრუის გავრცელებაზე არანაირი მორალური თუ პროფესიული დაბრკოლება არ აქვს – ეს დღეს გამოქვეყნებული სტატიიდანაც კარგად ჩანს, ხოლო მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული, ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად „დიპ სტეიტის“ მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა.

იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული „ჟურნალისტური გამოძიება“ ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას – მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო. აქვე სრულად გთავაზობთ სტატიის გამოქვეყნებამდე, BBC-ის მიერ მოწოდებულ კითხვებს და ჩვენ მიერ გაგზავნილ პასუხებს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის პოლიციის უფროსი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს – „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“

ირანის პოლიციის უფროსი აჰმადრეზა რადანი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს, რომ „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“.ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.მისივე თქმით, აქციის თითოეული მონაწილე არა როგორც დემონსტრანტად, არამედ როგორც „მტრად“ იქნება აღქმული.აღსანიშნავია, რომ ირანში აშშ-ისრაელის კოორდინირებული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყნის ლიდერი ირანელ ხალხს ღიად მოუწოდებს, ირანული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.მსგავსი მოწოდება ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ირანელო ხალხო, ჩვენ ვაწარმოებთ ისტორიულ ომს თავისუფლებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაამხოთ აიათოლას რეჟიმი და მოიპოვოთ თავისუფლება. როდესაც დრო დადგება და ეს დრო ახლოვდება, ჩვენ ჩირაღდანს გადმოგაბარებთ. მზად იყავით ამ მომენტით სარგებლობისთვის“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება – საქართველოში პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით...

საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში. განცხადების თანახმად, „ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა“.„იმედი მაქვს, პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ვიხილავ“, – განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.ამასთან, განცხადებაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი აღნიშნავს, რომ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ მოუწოდებს.„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც ჩანს, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ მყოფი პირები მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა პერე ჟოან პონსმა.

დონალდ ტრამპი – სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათში ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ 10 დამნაღმველი გემი, წინ კიდევ ბევრია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ათი დამნაღმველი გემი გაანადგურა.„სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავარტყით და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი ნავი და/ან გემი, წინ კიდევ ბევრია“, – წერს ტრამპი.

„სიენენი“ – ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში

ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ „ვიწრო წერტილში“, რომელიც ნედლი ნავთობის დაახლოებით ერთ მეხუთედს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების ინფორმაციით, დანაღმვა მასშტაბური არ ყოფილა, ბოლო დღეებში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაღმი განთავსდა.„სიენენის“ ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ საკმარის შესაძლებლობებს ფლობს, წყლებში ასობით ნაღმისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ნავების განსათავსებლად.„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, რომელიც ამჟამად ფაქტობრივად აკონტროლებს სრუტეს ირანის საზღვაო ფლოტთან ერთად, მანამდე დაიმუქრა, რომ სრუტეში გამავალ ნებისმიერ გემს თავს დაესხმებოდა და არხი ომის დაწყების დღიდან ფაქტობრივად დაკეტილია.

კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში – რაც შეეხება სამხედროების შესვლას, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს

პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.“როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანი უპირობო დანებების პოზიციაშია, ის არ ამბობს, რომ ირანული რეჟიმი თავად გამოვა და იტყვის ამას. პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ირანის საფრთხეებს ზურგს აღარ გაუმაგრებს ბალისტიკური რაკეტების არსენალი.შემიძლია ცარიელი მუქარა გავაჟღერო, მაგრამ თუ ქმედებებით არ გავამყარებ, ეს ცარიელი მუქარაა.ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, როდესაც აღარ წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ და პირდაპირ საფრთხეს აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისადმი”, - განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე ირანში ამერიკელი სამხედროების შესვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპი ამ ვარიანტს არ გამორიცხავს.“რაც შეეხება სამხედროების შესვლას, პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა ამაზე. ბრძნულად, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს, როგორც ჩვენი მთავარსარდალი”, - განაცხადა ლევიტმა.

ბოლო სიახლეები