ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სამხრეთით მდებარე სოფლების, ჯარმაკისა და მაჰმუდიეს მიმდებარე ტერიტორიებზე.
კონკრეტულად რა გახდა ისრაელის სამიზნე, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან თავდაცვის ძალებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, 23 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე იერიში მიიტანეს, რასაც „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი ალი ტაბატაბაი ემსხვერპლა.

