ხუთშაბათი, ნოემბერი 27, 2025

ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა – ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად

დღეს შიდა „ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის“ კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებული საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მიიღო. დირექტივა მიმართულია უცხოური ლობირების მზარდი ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური ჩარევებისკენ.

წესები ვრცელდება ისეთ საქმიანობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას.

აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას ან მათში მონაწილეობას, კონსულტაციებსა და მოსმენებში ჩართვას, საკომუნიკაციო კამპანიებს (მათ შორის სოციალურ ქსელებში ინფლუენსერების გამოყენებით), მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადებას, შესწორებების შეთავაზებას და კვლევებს.

ახალი დირექტივა აწესებს სავალდებულო ეროვნული რეესტრების შექმნის ვალდებულებას, რომლებიც შეიქმნება და იმუშავებს დამოუკიდებელი ეროვნული ორგანოების მიერ, რათა უზრუნველყონ ინფორმაციის სიზუსტე. კომიტეტის წევრები მოითხოვენ, რომ ეს რეესტრები იყოს დაკავშირებული ცენტრალიზებულ პორტალთან და აღნიშნავენ, რომ რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იწვევდეს მათ მიმართ უნდობლობას.

„ჩვენ ეს დირექტივა არ მიგვიღია მხოლოდ სიმბოლური მიზნით, არამედ მივიღეთ იმიტომ, რომ ამას საზოგადოება ითხოვდა. მათ სურთ იცოდნენ, ვისი სიტყვა და ვისი ფული აყალიბებს ჩვენს კანონებს. ევროპელთა 81% შეშფოთებულია მესამე ქვეყნებიდან მომდინარე ფულის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით. სწორედ ეს დირექტივა პასუხობს მათ შეშფოთებას. დირექტივა არ ადგენს ლობისტების ბრალს, მხოლოდ ინფორმაციის გამჟღავნებას ემსახურება. მას მხარი დაუჭირეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა, რაც მიუთითებს, რომ გავითვალისწინეთ ტექნიკური, იდეოლოგიური და გაუთვალისწინებელი საკითხები. ამით შევქმენით გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტები ჩვენი დემოკრატიის დასაცავად, რომელსაც ყველა მოქალაქე იმსახურებს“, – განაცხადა მთავარმა მომხსენებელმა, EPP-ს წარმომადგენელმა რუმინეთიდან ადინა ვალეანმა.

ანგარიში მიიღეს 35 ხმით 4-ის წინააღმდეგ, ხოლო 8-მ თავი შეიკავა.

დოკუმენტო საბოლოოდ, სტრასბურგში 24-27 ნოემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა ოქტომბერში გამჭვირვალობის ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოხატა პოზიცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირში უცხოური ზრდადი ჩარევის პრობლემის მოგვარებას. ახალი წესები ითვალისწინებდა სავალდებულო ეროვნული რეესტრების შექმნას მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი ლობირების (ინტერესების წარმომადგენლობის) აქტივობებისა და მათი დაფინანსების დეტალური აღწერისთვის, რაც გაზრდის საზოგადოებრივ ნდობასა და გამჭვირვალობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა შემოიღეს მკაცრი დაცვის მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგისტრირებული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ნეგატიური ეტიკეტირება (“უცხოელი აგენტების” მსგავსად) და წესები არ გავრცელდება საბაზისო დაფინანსებაზე, რომელიც ლობირებასთან არ არის კავშირში. პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ დაიწყება ინტერინსტიტუციური მოლაპარაკებები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არაბული მედია: ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა.ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სამხრეთით მდებარე სოფლების, ჯარმაკისა და მაჰმუდიეს მიმდებარე ტერიტორიებზე.კონკრეტულად რა გახდა ისრაელის სამიზნე, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან თავდაცვის ძალებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.ცნობისთვის, 23 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე იერიში მიიტანეს, რასაც „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი ალი ტაბატაბაი ემსხვერპლა.

გთხოვთ გავავრცელოთ, ოთოს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

,,გააზიარეთ გთხოვთ ნათია ბერაძის პოსტი - მეგობრებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ თანადგომას ოთოსთვისოთოს მკურნალობა და რეაბილიტაცია გრძელდება სახლში, ყოველდღიურად ვაგრძელებთ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ სამწუხაროდ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს-ყოველდღიურ მედიკამენტებს, რეაბილიტაციის საშვალებებს და სპეციალური მოვლის ხარჯებს. თქვენი დახმარებით მოვახერხეთ აქამდე მოსვლა და კიდევ მნიშვნელოვანი ეტაპია წინ ჩვენი ბრძოლა გრძელდებათიბისი : ბანკი #GE57TB7469345064300090მიმღები : ნიკოლოზ ბერაძესაქართველოს ბანკი : #GE96BG0000000101479415მიმღები : ნათია ბერაძედიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით ხართ ამ რთულ გზაზე,,- წერს გივიკო დიდია

“მშობელმა ბავშვს სუნთქვის სიხშირე უნდა დათვალოს…” – ივანე ჩხაიძე განმარტავს

პედიატრი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რატომ უნდა დათვალოს მშობელი ბავშვების სუნთქვის სიხშირე. „ამ ბოლო პერიოდში, კარგად ვისწავლეთ სატურაციის გაზომვა. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ბავშვის შეფასების არსენალში დაემატება კიდევ ერთი — ვნახოთ, გავსინჯოთ და დავთვალოთ, წუთში რამდენჯერ სუნთქვის ჩვენი შვილი. ერთი წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში, სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი იქნება იდეალური მიმანიშნებელი, აქვს თუ არა ბავშვს ფილტვების დაზიანება“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

13 წლის გოგომ დედა თამაშში დაგეგმილი სცენარით მოკლა – აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ( უცხოეთი)

სან-პეტერბურგელი სკოლის მოსწავლე გოგონას ვირტუალურ თამაშში დედის მკვლელობის იმიტაციას ახდენდა, რაც ბოლოს რეალურად გააკეთა კიდეც. ამის შესახებ Telegram-ის არხმა SHOT-მა გაავრცელა ინფორმაცია.13 წლის გოგონამ ვირტუალურ სივრცეში ავატარი შექმნა და სახლში ხანძრის იმიტაცია მოახდინა. შემდეგ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გააკეთა. სკოლის მოსწავლე რეგულარულად დიდ დროს ატარებს კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ მედიაში.  დედა-შვილს, როგორც ამბობენ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.  კამათი გამწვავდა მეგობრებთან შეხვედრების აკრძალვის გამო, რამაც მოზარდი ძალიან გააღიზიანა. ტრაგედიის დღეს, მათ კიდევ ერთი კამათი მოუვიდათ, რა დროსაც  გოგომ 46 წლის დედა სასიკვდილოდ დაჭრა.მკვლელობის შემდეგ, სკოლის მოსწავლემ დანაშაულის დაფარვა სცადა: მან ხელები გაიჭრა და საკუთარ ბინას ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ პოლიცია გამოიძახა და უცნობი თავდამსხმელის შესახებ ისტორია შეთხზა. თუმცა, დაკითხვის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა. 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აზიის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

2025 წლის 12 აგვისტოს, ჩინეთში, პირველად,ოფიციალურად, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსით დარეგისტრირდა აზიის მეცნიერებათა აკადემია (Asian Academy of Sciences), რომლის შტაბ-ბინაც ჰონგ-კონგში მდებარეობს.აღნიშნული აკადემიის წევრად არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.2025 წლის 20-22 ნოემბერს, აზიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებისა და ასოცირებული წევრების პირველი არჩევნები გაიმართა. ეს მოვლენამიზნად ისახავს აზიის ერთიანი აკადემიური და ინტელექტუალური სივრცის (Unified Academic & lntellectual Space of Asia, UAISA) შექმნას. UAISA აზიელი მეცნიერების ინტეგრაციისა და თანამშრომლობისთვის ახალ პარადიგმას წარმოადგენს.გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 121-მა დელეგატმა: ჩინეთიდან; რუსეთის ფედერაციიდან; ინდოეთიდან; იაპონიიდან; თურქეთიდან; აზერბაიჯანიდან; საქართველოდან; ყაზახეთიდან; ტაჯიკეთიდან; უზბეკეთიდან; ყირგიზეთიდან; პაკისტანიდან, აგრეთვე აზიის მიღმა მდებარე ქვეყნებიდან - ამერიკის შეერთებული შტატებიდან; საფრანგეთიდან; საბერძნეთიდან; მოლდოვადან და ბელარუსიდან.ასამბლეამ, მიიღო გადაწყვეტილება აკადემიის ხელმძღვანელი სტრუქტურის შემადგენლობის არჩევის შესახებ. ასამბლეის მიერ არჩეულ იქნენ: აკადემიის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და პრეზიდიუმის წევრები.აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტადაირჩიეს ცნობილი ჩინელი და აზერბაიჯანელიმეცნიერი, ჩინეთის უმაღლესი კატეგორიის ეროვნულიტალანტი, აკადემიკოსი, გეოფიზიკის დოქტორი, პროფესორი, „West Lake Friendship Award“-ის ლაურეატი ,ჩინეთის ჟეჟიანის პროვინციის უმაღლესისახელმწიფო ჯილდოს მფლობელი (უცხოელი წევრებისთვის) ელჩინ ხალილოვი. აკადემიის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია როინ მეტრეველი- აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულიაკადემიის პრეზიდენტი.

ბოლო სიახლეები