ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

მარიამ ქვრივიშვილი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული ღონისძიება იმართება ევროკავშირის თანაორგანიზებით და მისი მიზანია ევროკავშირის Global Gateway-ის ინიციატივის ფარგლებში დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად. ღონისძიების ფარგლებში, საქართველო წარადგენს თავის ხედვასა და გეგმებს თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.

ფორუმი და მინისტრების შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში ხვალ გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც შეეხება ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს შორის დაკავშირებადობის საკითხებს.

ღონისძიებას დაესწრება ევროკომისარი საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელა.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დაშავებული არ გვყავს, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება – ტყიბულის მერი

მეწყერი და მოსახლეობის ევაკუაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში. დანგრეულია 5 სახლი. სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს 38 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, ტერიტორიიდან ევაკუირებული მოსახლეობა საცხოვრისით იქნებიან უზრუნველყოფილნი."სოფელ კურსებში, კერძოდ ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, გამთენიისას, დაინგრა ხუთი სახლი, ევაკუირებულია 38 ოჯახი, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება. ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, მოქალაქეების საცხოვრისით, მოვახდენთ მათ გაყვანას სასტუმროებში.ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი და ველოდებით მათ დასკვნას. საბედნიეროდ, დაშავებული და გარდაცვლილი არ გვყავს", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – დღეს ყორღანაშვილობა გახადეს ევროპული ტრენდი, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე საქართველოში მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილი

ვნახეთ ესტონური სქემა, ახლა, როგორც ჩანს, არსებობს ჩეხური სქემაც. სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც აჩვენებს იმ ღირებულებით პრობლემებს, რაც აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყორღანაშვილობა დღეს ევროპული ტრენდი გახდა.„სანქციების გვერდის ავლის მცდელობაა და ამაში ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ეს აჩვენებს, რამხელა კრიმინალური ენერგია დგას ამ ყველაფრის უკან. ფარულად არეგისტრირო ორგანიზაციები საქართველოს მიღმა, გასაგებია, რისთვისაც ხდება ეს ყველაფერი. ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. გარდა იმისა, რომ საუბარი არის იურიდიულ ფორმებზე, რომლებსაც ეძებენ, შინაარსი არის იმაში, რომ ფინანსური ტრანზაქციებიებისთვის გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად. ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა არის, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გვერდი აუარონ სანქციებს. კითხვის ნიშნები არის, რომ ხდება თუ არა ტრანზაქციები და ფულის გადარიცხვები; მეორე – რა არის წყარო ამ ფულის, რამდენად შავია ეს შავი ფული და მესამე – გადასახადებს იხდიან თუ არა. თუ ეს ფული მართლა მოძრაობას საქართველოში, ის ფული, რომლიდანაც გადასახადის გადახდა არ ხდება, არის შავი ფული. ვნახეთ ესტონური სქემა, ახლა, როგორც ჩანს, არსებობს ჩეხური სქემაც. სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც აჩვენებს იმ ღირებულებით პრობლემებს, რაც აქვს სხვადასხვა ქვეყანას. ყორღანაშვილობა გახადეს დღეს ევროპული ტრენდი, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე საქართველოში მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის“ ჩეხეთში დარეგისტრირებით ცდილობს.

ტყიბულის მერი – სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად ხუთი სახლი დაინგრა, მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს

ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა.როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოაჯხის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ, ეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა, დაინგრა ხუთი სახლი. მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს.ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას.ადგილზე მობილიზებულია იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური. მუშაობენ ასევე გეოლოგები და დგინდება გამომწვევი მიზეზები“,- განაცხადა ტყიბულის მერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა, ჩვენ ეს არ გვინდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ომში „ძალიან კარგ მდგომარეობაშია“.ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანს აღარ ჰყავს საზღვაო და საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები კი განადგურებულია.დონალდ ტრამპის თქმით, აშშ სრულად აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს და ახლა ჰორმუზის სრუტის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.„მთავარია, გავიმარჯვოთ – სწრაფად, მაგრამ გავიმარჯვოთ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის უკვე მოგებულია. საკითხი მხოლოდ იმაშია, როდის შევჩერდებით. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, იქ ვიხილოთ ადამიანი, ვინც იცის, რას აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა. ჩვენ ეს არ გვინდა. შეგვიძლია, მათი ელექტროენერგიის სიმძლავრე ერთ საათში დავშალოთ და 25 წელი დასჭირდებათ მის აღსადგენად. ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – დონალდ ტრამპმა.

მეწყრული პროცესების გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს  სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ბოლო სიახლეები