კომპანიას, რომელიც დუბაის სასწაულის შემოქმედია, მძიმე ბიზნეს და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძემ არაბულ ინვესტიციაზე საუბრისას განაცხადა, კომპანია მსოფლიოში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
„ემაარი“, „იგლ ჰილსი“ არის ე.წ. დუბაის სასწაულის შემოქმედი. სწორედ მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად გაიზარდა რამდენჯერმე დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც. ასეთ კომპანიას რეპუტაციას უწუნებენ ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნეს და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია. როცა გაივლით დუბაის ცენტრში ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80 პროცენტი, მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, ბურჯხალიფა. გასაგებია, როგორიცაა ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია. თუმცა, აქაც ახერხებენ ოპონენტები, რომ რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია „იგლ ჰილსს“ და „ემაარს“, – განაცხადა კობახიძემ.

