საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე უარს აცხადებს.
„ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად, თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
გამოცემა „პოლიტიკოს“ თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი „ვერ მოხვდა ყურადღების ცენტრში ტრამპის ადმინისტრაციასთან მისი ზოგჯერ რთული ურთიერთობის გამო“.

