სამშაბათი, მარტი 10, 2026

თუ არსებობს გამონაკლისი, ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ორზე მეტი ნათლია შეიძლება იყოს?

სინოდის განჩინების მიხედვით, ნათლობის წესში ცვლილება შევიდა.

რამდენი ნათლიის არჩევის უფლება გვაქვს ახალი წესის თანახმად – საკითხი დღესაც განხილვის თემაა.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად,”რუსთავი 2″ დეკანოზ საბა ჭიკაიძეს დაუკავშირდა.

–  რა ცვლილებებია ნათლობის წესში? მიუხედავად იმისა, რომ სინოდის განჩინება 2023 წელს შევიდა ძალაში, დღესაც, ინტერესს იწვევს აღნიშნული საკითხი. კერძოდ, ყველაზე ხშირად კითხვა ისმის იმაზე, თუ რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს?

– სინოდმა ერთ-ერთ საკითხად განიხილა ნათლობის საკითხი, რადგან ძალიან გაუკუღმართებული იყო ეს ყველაფერი, რადგან ჰყავდათ 7, 10, 12 ნათლია და ძალიან არასწორ ფორმებს იღებდა ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს, ძველი ტრადიციით კი, ნათლია უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, მაქსიმუმ კი ორი.

ნათლია ეს არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მოსანათლის მაგივრად. ეს ინსტიტუტი დადგინდა ბავშვობის ნათლობასთან ერთად, იმიტომ, რომ როდესაც ზრდასრული ინათლებოდა, ეს ადამიანი თვითონ იღებდა პასუხისმგებლობას, რასაც ქრისტიანობის მიღება ჰქვია. როდესაც პატარა ინათლება, იმის გამო, რომ ნათლობის მსახურება ითვალისწინებს აღქმების დადებას ღვთის წინაშე, რადგან პატარა ჯერ არ არის იმ ნაწილში, რომ რაღაც პასუხისმგებლობა აიღოს, გაჩნდა მირქმის ინსტიტუტი. მირქმა ძველი ქართული სიტყვაა და ჩახუტებას ნიშნავს, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჩახუტებული ჰყავდა ბავშვი ნათლობის დროს, სწორედ ის აძლევდა ღმერთს მოსანათლის მაგივრად პირობას, რომ გაიზრდება ღირსეული ქრისტიანი, განეშორება ეშმაკისაგან და შეუდგება ქრისტეს – აღქმების არსი სწორედ ეს არის.

ჩემს თაობაში, უმრავლესობას ერთი ნათლია ჰყავდა, მაქსიმუმ ორი. ამჯერადაც დაახლოებით იგივე წესზე გადავედით. როდესაც იყო ბევრი ნათლია, მერე უკვე პასუხიმგებლობა ერთმანეთზე გადაჰქონდათ ხოლმე, ამიტომ, ამ შემთხვევაში, სინოდმა გადაწყვიტა, დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს და ყოფილიყო ერთი, ან მაქსიმუმ ორი ნათლია.

– უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, მაგალითად, ერთი ნათლიის შემთხვევაში რა ხდება, ვინ უნდა იყოს ის, ვგულისხმობ, გოგო თუ ბიჭი.

– თუ იქნება ერთი ნათლია, ეს აუცილებლად უნდა იყოს თავისივე (მოსანათლის) სქესის, ხოლო თუ ადამიანს სურს იყოს ორი ნათლია, გადაწყვიტეს ყოფილიყო გოგო და ბიჭი, როგორც მაგალითად სიმბოლურად სულიერი მშობლები.

– თუ არსებობს გამონაკლისი, ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ორზე მეტი ნათლია შეიძლება იყოს?

– ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ხდება მესამე ნათლიის დაშვება – თუკი არსებობს მესამე, ან შემდეგი შვილი და ასევე, თუკი პატრიარქიც მოიხსენიება ნათლიებში. დანარჩენ შემთხვევაში, მესამე ნათლიის დამატება არ ხდება და ამასთან დაკავშირებით, არანაირი გამონაკლისი არ არსებობს.

– ზრდასრულების შემთხვევაში რა ხდება, მათ, ვისაც უკვე თავად შეუძლია ნათლიის არჩევა?

– ზრდასრულ ადამიანს, წესით, უნდა ჰყავდეს ერთი ნათლია.

– რა ასაკიდან უნდა მოინათლოს ადამიანი? ვიცით, რომ წესით, დაბადებიდან მე-40 დღეს ხდება მონათვლა, თუმცა არსებობს მანამდე და შემდეგ მონათვლის შემთხვებიც.

– ბავშვის მონათვლა შეიძლება დაბადებისთანავე, უბრალოდ, მე-40 დღე დადგენილია იმის გამო, რომ 40 დღისთვის უკვე დასრულებული აქვს დედას თავისი განწმენდის წესი და მასაც შეუძლია დაესწროს ნათლობას და წაიკითხოს ლოცვა. ერთადერთი ამის გამო არის დადგენილი მე-40 დღე, თორემ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი და პირადად მეც, მომინათლავს მაგალითად ახალდაბადებული, იქვე საავადმყოფოში, რომელსაც რაღაც პრობლემა ჰქონია. ასე, რომ არ არის აუცილებელი იყოს მე-40 დღე.

– ზოგიერთი ვერ ახერხებს მე-40 დღეს მონათვლას და ნათლობა დიდი ხნის შემდეგ ხდება, ამ ფაქტზე რას გვეტყოდით?

– ცუდია, ვინც ვერ ახერხებს 40 დღის შემდეგაც მონათვლას ერთადერთი თვალსაზრისით, ეკლესია რატომ ჩქარობს მონათვლას და საერთოდ, რატომ დადგინდა პატარა, ჩვილობის ასაკში მონათვლა? – რადგანაც იყო ჩვილობაში გარდაცვალების შემთხვევები, იმის გამო, რომ მოუნათლავი არ გარდაცვლილიყო, დაადგინა ეკლესიამ, რომ თავიდანვე მოხდეს მისი ნათლობა. ასევე, ნათლობა უდიდესი საიდუმლოა, ამ დროს ორი საიდუმლო არის ხოლმე – ნათლისღების და მირონცხების, სულ 7 საიდუმლოა ეკლესიის და აქედან ორი – ნათლისღება და მირონცხება ერთდროულად ტარდება.. ამ დროს, ძალიან დიდი მადლი გადმოდის ადამიანზე და მე პირადად მქონია შემთხვევები, როდესაც  ბავშვი ყოფილა ავად, კრიტიკულ მდგომარეობაში, მომინათლია და ის გამოჯანმრთელებულა.

ჯანმრთელობის და სულიერი თვალსაზრისითაც, ორივე მხრივ, გამართლებულია, რომ რაც შეიძლება დროულად მოინათლოს ადამიანი. არ არის სასურველი გაიწელოს ეს დრო. ეშმაკს არ სძინავს და ათასი რამ შეიძლება მოხდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გაბუნია – ევრობიუროკრატია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში საინფორმაციო დივერსიას აწყობს, ამის ნათელი დასტური ყულევის ნავთობტერმინალის საკითხია

საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.მისივე თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება, ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღონ, ამტკიცებს, რომ ამ საკითხის ირგვლივ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა.„ევროკომისიამ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღო. ვიდრე ეს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ვიცით, როგორი აქტიური კამპანია მიმდინარეობდა და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ორგანიზებულად. გერმანიის ელჩის განცხადებაც გვახსოვს, რომ ყულევის ტერმინალი მეოცე პაკეტში იყო შეტანილი. მინდა, გერმანიის ელჩს ვკითხო, სად არის არგუმენტები და ეს მტკიცებულებები? თუ მტკიცებულებები იყო, მაშინ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან რატომ ამოიღეს?  ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში საინფორმაციო დივერსიას აწყობს და ადგილი აქვს მთელ რიგ ცრუ ბრალდებებს, რომლის ნათელი დასტურია ყულევის ნავთობტერმინალის საკითხი. ამ თვალსაზრისით აქტიურ კამპანიას ეწეოდა სალომე ზურაბიშვილიც. ამ ადამიანების ცრუ ბრალდებები კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს“, – განაცხადა გაბუნიამ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

„პოლიტიკო“ – ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ უკრაინის წევრობაზე დებატები შესაძლოა, არჩევნების წინ ბრძოლის მასალად იქცეს ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში

ევროკავშირმა ახალი წევრების მიღებისას უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს და 27-წევრიანი კლუბის გაფართოების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის  უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„პოლკიტიკოს“ ინფრომაციით, ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე, კალასმა აღნიშნა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს, მაგრამ ამჟამინდელ კონტექსტში ევროკავშირმა ტემპი უნდა დააჩქაროს.„გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და ნიშანი იმისა, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მრავალმხრივი პროექტი, ევროკავშირი, აქ დარჩება, – განაცხადა კაია კალასმა.გამოცემა წერს, რომ კალასის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უფრო სწრაფი ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა ევროკომისიასა და ეროვნულ დედაქალაქებს შორის დაძაბული დისკუსიებს იწვევს, რადგან ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირის სრაფად გაფართოების იდეას მხარს არ უჭერს.„გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბიორნ ზაიბერტის თანდასწრებით გამართულ სადილზე, ევროკავშირის ელჩებმა უარყვეს ახალი წევრების შეზღუდული პრივილეგიებით დაშვების შესაძლებლობა. კალასის სიტყვები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ აზრს, რომ გაფართოება არ არის უბრალოდ ბიუროკრატიული პროცესი, რომლითაც კანდიდატები აკმაყოფილებენ ევროკავშირის კრიტერიუმებს, არამედ გეოპოლიტიკური არჩევანია, როგორც ეს კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა“, – წერს „პოლიტიკო“.გამოცემა წერს, რომ უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით საჯარო დებატების პერსპექტივა შემაშფოთებელია ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ ამან შეიძლება, ულტრამემარჯვენე პარტიებს საბრძოლო მასალა მისცეს მომავალ წელს საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებამდე.

გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.ხუხაშვილი სუს-ში სავარაუდოდ გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.კერძოდ, მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუ „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი 12:00 საათზეა დაბარებული.

გიგა ფარულავა – ყულევის ტერმინალის სანქციათა პაკეტიდან ამოღება თუ მოხდა, ეს მხოლოდ კარგია

ძალიან კარგია, რომ ყულევის ტერმინალი სასანქციე პაკეტიდან ამოიღეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.„სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებდით, სანქციები ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად შეეხოს. ხელისუფლებასაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოში არ იყოს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ტერმინალის ამ პაკეტიდან ამოღება თუ მოხდა, ეს მხოლოდ კარგია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

აზერბაიჯანი ირანში 32 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის

აზერბაიჯანი ირანში 32 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის.აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ემინ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ბაქო თეირანს 30 ტონა საკვებ პროდუქტებსა და ორ ტონა მედიკამენტს გაუგზავნის.„ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მასალებს. მანქანები უკვე გადიან“, – განაცხადა ენინ ჰასანოვმა.ირანში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო.

ბოლო სიახლეები