ძალიან მძიმე ფორმით უპირისპირდებიან ჩვენს ძირეულ, ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს, სამშობლო, ეკლესია, სიძულვილის თესვა, ეს არის მთავარი ხაზები, როგორ შეიძლება, ამის მიმართ იყო ლოიალური. ამიტომ, ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის კონკრეტული იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ „ღირებულებებს“ და ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ყველანაირი ფასეულობა დაუკარგოს ადამიანებს.
„ეს ხომ არ არის ახალი, ასეთი იდეოლოგია წარსულშიც არსებობდა, ფაშიზმი, რაც ისტორიაში ყველაზე მტკივნეულად გვახსოვს, ერთი საუკუნის წინ, ბოლშევიზმი. მაშინ ხომ გახსოვთ, რომ ეთნიკურად ქართველები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბოლშევიკები, რომლებიც საკუთარი ხელით ხვრეტდნენ ადამიანებს, პატრიოტებს და რომლებიც კამპანიას აწარმოებდნენ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არ არის ახალი ხილი. ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ასეთი რამ, რომ უპირისპირდება ძირეულ ფასეულობებს, ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. რეალურად ძირითადი ხაზები არაფრით არ განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან. აქაც იგივე ხდება, შენ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, პატივს არ უნდა სცემდე შენს ეკლესიას და სიძულვილი უნდა თესო. ბოლშევიზმსაც ხომ ეს ახასიათებდა, ყველგან სიძულვილი. ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

