პარასკევი, ნოემბერი 21, 2025

„გამუდმებით ვუმეორებდი ჩემს თავს – ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვისაა“ – რას წერს მარინა კარპი

ფოტოგრაფი და გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, მარინა კარპი, „ინსტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს, წარწერით:

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა – ცვლილებები, რომლებმაც წინ წაგვწიეს და კიდევ უფრო დიდი ცვლილებები, რომლებიც უკეთესობისკენ გვიბიძგებს. გამუდმებით ვუმეორებდი ჩემს თავს – ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვისაა – ჯერ პანიკაში, შემდეგ ჩვევის გამო – და ახლა, საბოლოოდ, მივხვდი, რომ ამდენი რამ ნამდვილად არ ხდება შემთხვევით. ყველაფერი თავის დროზე ხდება და ხდება მიზეზის გამო“, – წერს გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე მარინა კარპი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური მუშაობას წყვეტს

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრული სამსახური მუშაობას წყვეტს.„რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მუშაობა 21 ნოემბერს, შუაღამეს შეწყდა.ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ თავდადებით მუშაობდა უნგრეთში აუდიტორიის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკით უზრუნველსაყოფად”.„გვსურს, ჩვენს მკითხველს ვაცნობოთ, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მითითებით, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრეთის რედაქცია 2025 წლის 21 ნოემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს.ბოლო წლებში ჩვენი თანამშრომლები თავდაუზოგავად და საუკეთესოდ მუშაობდნენ, რათა უნგრელი მკითხველებისთვის დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ. მადლობას გიხდით ჩვენი აუდიტორიისგან მიღებული ნდობისთვის, ინტერესისა და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.ცნობისთვის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა. მანამდე ის 1950-დან 1993 წლამდე მუშაობდა.

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ბოლო ერთი თვეა, სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო სამშვიდობო გეგმის მისაღწევად უკრაინასა და რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ  სამშვიდობო გეგმის მისაღწევად უკრაინასა და რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, სამშვიდობო გეგმა როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის დადებით შედეგებს მოიტანს.„სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩუმად მუშაობდნენ გეგმაზე. ისინი ორივე მხარესთან რუსეთთან და უკრაინასთან თანაბრად თანამშრომლობდნენ იმის გასაგებად, თუ რა ვალდებულებებს აიღებენ ქვეყნები ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ლევიტმა.ლევიტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა, გეგმის შესახებ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.„ეს კარგი გეგმაა როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ის ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს და ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მის განსახორციელებლად. აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ჩვენ ვესაუბრეთ დრისკოლს, ის ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი“, – აღნიშნა ლევიტმა.

ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის წილისყრის შედეგები

ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა.მუნდიალის დარჩენილი 6 საგზურისთვის 22 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის 16 ევროპიდან, ხოლო დანარჩენები ერთმანეთს კონფედერაციათა შორის პლეი ოფში დაუპირისპირდებიან.ევროპის ზონაში გუნდები ასე დაწყვილდნენ:იტალია – ჩრდილოეთ ირლანდია უელსი – ბოსნია და ჰერცეგოვინამეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.უკრაინა – შვედეთი პოლონეთი – ალბანეთიპირველ წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.თურქეთი – რუმინეთი სლოვაკეთი – კოსოვომეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.დანია – ჩრდილოეთ მაკედონია ჩეხეთი – ირლანდიამეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.კონფედერაციათა შორისი პლეი ოფის მატჩები მხოლოდ მექსიკაში ჩატარდება – გუნდები ასე დაწყვილდნენ:ახალი კალედონია – იამაიკაგამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება.ბოლივია – სურინამიგამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის ერაყს შეხვდება.მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები 2026 წლის მარტში ჩატარდება. ამ მომენტისთვის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 42 გუნდია გასული.ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ენათმეცნიერ ავთანდილ არაბულსა და საზოგადოებრივი მოძრაობის - „ის რაც გვაერთიანებს“ - წევრ მეცნიერებს შეხვდნენ და მათთან ერთად 2026 წლის განმავლობაში იმ მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნას მიეძღვნება.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უძღვებოდა, ფაკულტეტების დეკანები, კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მეცნიერები, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ასევე, ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტი და წევრები მონაწილეობდნენ.როგორც ვიცე-რექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2024 წლიდან აქტიურად არის ჩართული ციკლური კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“ - განხორციელებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თაოსნობით შემუშავდა. მისი თქმით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში ცნობილმა მეცნიერ-მკვლევრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთი საინტერესო საჯარო ლექცია ჩაატარეს, რითაც სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა გაეანალიზებინათ საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც ქართული სახელმწიფოს უნიკალური კულტურა და ეროვნული ფასეულობები განსაზღვრეს, ასევე, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, სახელმწიფოებრივი ხედვის, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ.თამარ ლომინაძის განცხადებით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სკოლა, გამოხატავს უდიდეს სურვილსა და მზაობას, აქტიურად ჩაერთოს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნის მასშტაბურ ციკლურ ღონიძიებებში, რომლებიც მომავალი წლის მაძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, ეროვნულ ღირებულებათა და ფასეულობათა უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები, თეოლოგიის საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტები, სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები. თამარ ლომინაძის განმარტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუწევენ ინტელექტუალური რესურსების მობილიზაციას, რათა საუნივერსიტეტო სივრცეებში, წინასწარ შემუშავებული ორიგინალური ფორმატით, მთელი საიუბილეო წლის განმავლობაში სამეცნიერო-აკადემიური ხასიათის ციკლური ღონისძიებები გაიმართოს.თავის მხრივ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა და საზოგადოებრივი მოძრაობის - „ის რაც გვაერთიანებს“ - წევრმა მეცნიერებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს გააცნეს თავიანთი ხედვა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით და მიაწოდეს ინფორმაცია საორგანიზაციო საკითხებზე. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, საიუბილეო თარიღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აღნიშვნა საერთაშორისო მასშტაბითაც მოხდება, რაშიც ასევე აქტიურად ჩაერთვება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია - UNESCO.

ავთანდილ აბესლამიძე ყაზახური მუსიკალური კონკურსის ფინალშია – როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ მომღერალს

ქართველი მომღერალი ავთანდილ აბესლამიძე ყაზახური მუსიკალური კონკურსის ფინალშია.პროექტში სულ 12 ქვეყანა მონაწილეობს. ბათუმელი შემსრულებელი ფინალში ჟიურის უმაღლესი შეფასებებით მოხვდა და გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს.მომღერალი სოციალურ ქსელში ხმის მიცემის წესებს განმარტავს.„ხმის მიცემა ონლაინ შეგიძლიათ, 22 ნოემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათიდან, მაშინ როცა პროექტი პირდაპირ ეთერში იქნება. შეგიძლიათ გააზიაროთ. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს, უფრო კარგი იქნება საქართველოსთვის“, - წერს ავთანდილ აბესლამიძე სოციალურ ქსელში.გულშემატკივრებს, ქართველი მომღერლისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე გადასვლით შეეძლებათ.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

ბოლო სიახლეები