საქართველო განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესშია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას.
მისივე თქმით, საქართველო სხვის მითითებებს არასდროს შეასრულებს.
„ჩვენ სხვის მითითებებს არასდროს შევასრულებთ, მითუმეტეს როდესაც ვხედავთ, რომ ეს მითითებები შეიძლება იყოს დამაზიანებელი ქვეყნისთვისაც და არ შედიოდეს საზოგადოების ინტერესში“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს არ ჰგონია, რომ ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართალი. მისი განცხადებით, „ევროკავშირი ვერ გვასწავლის როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება“.

