ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ. დემოკრატთა მცირე ჯგუფმა რესპუბლიკელებს მხარი დაუჭირა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

ტეხასის სენატორმა, ჯონ კორნინმა დარბაზში შესვლისთანავე განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონპროექტს, რითაც რესპუბლიკელებსა და დემოკრატების გარკვეულ ნაწილს საჭირო 60 ხმა დაუგროვდათ საპროცედურო კენჭისყრის გასავლელად. ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება დამტკიცებისთვის. ამ პროცესს შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გედევან ფოფხაძე – არაბუნებრივია, რომ მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი არ არის, 24-საათიან რეჟიმში დაგვჭირდება თანადგომა, მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით

ქვეყანაში არალეგიტიმური ხელისუფლება როდესაც არის და პოლიტიკური პატიმრები არიან, იქ რადიკალური პროტესტი აუცილებელია. შიმშილობას თუ დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი, მივალთ დასკვნამდე, რომ 24-საათიანი პროტესტი ჩვენი გამოსავალია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ეს ვიღაცამ, შესაძლოა, გააკეთოს მორიგეობის სახით.„ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ ვშიმშილობ. ყველამ, ვინც გაითავისა, რომ ეს პროტესტი სწორი ფორმაა, შემოუერთდა აქციას და ერთად ვართ, კარგად ხვდება, რომ ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ ცუდი პროცესი, რომელიც უნდა გაპროტესტდეს. ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის პრობლემა, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში შექმნა. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია დაიწყეს, გადაწყვიტეს, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერი წაშალონ, დიქტატურა გააფორმონ. უკვე არაადეკვატურია, ასეთ მოცემულობას დაუპირისპირდე აკადემიური პროტესტის ფორმებით. ქვეყანაში არალეგიტიმური ხელისუფლება როდესაც არის და პოლიტიკური პატიმრები არიან, იქ რადიკალური პროტესტი აუცილებელია. შიმშილობას თუ დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი, მივალთ დასკვნამდე, რომ 24-საათიანი პროტესტი ჩვენი გამოსავალია, მივხვდებით, რომ აქ უნდა იყოს საპროტესტო მუხტი 24 საათი.ჩვენ გვაქვს პროტესტი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გამოვედით კომფორტის ზონიდან და 24 საათი აქ ვართ. აქ რომ იქნება 24-საათიანი საპროტესტო ჯგუფი, მას დასჭირდება კარვები და ამ პროტესტის თანმდევი კარვები იქნება. თუ აქ მოშიმშილეთა ჯგუფია, არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი. 24-საათიან რეჟიმში დაგვჭირდება მეგობრების, თანამოაზრეების თანადგომა. ჩვენ მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით. ამ პროტესტით ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ 24-საათიან პროტესტს ალტერნატივა არ აქვს, რუსთაველზე 24-საათიან ყოფნას ალტერნატივა არ აქვს, ეს ვიღაცამ, შესაძლოა, გააკეთოს მორიგეობის სახით. ჩვენ 24 საათი თუ ვართ, ვიღაც 3-4-6 საათი იყოს“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

კახა კალაძე – ევროკავშირისგან ვითხოვთ მხოლოდ ერთს, იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობას სცენ პატივი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროკავშირისგან მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს. ამის შესახებ კალაძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.„დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული. ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არის გაჯერებული ტყუილით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული და არანაირ რეალობას არ შეიცავს. ასევე, ძალიან მძიმეა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობდით, მისი მიღების აუცილებლობა ზუსტად მსგავსი ფაქტებიდან გამომდინარეობდა. ერთი მხრივ, გვეუბნებოდნენ, თითქოს საქართველოს მეგობრები ვართო, მეორე ხელით კი სახელმწიფო გადატრიალებებს, რევოლუციებს, ექსტრემიზმის, მოძალადეების წახალისებას ეწეოდნენ. ეს არც მეგობრობაში ჯდება, არც პარტნიორობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.კითხვაზე, ითხოვს თუ არა მმართველი გუნდი ევროკავშირისგან საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას, თბილისის მერი პასუხობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენს ქართველი ხალხი, ევროკავშირისგან კი მხოლოდ ქართველი ხალხისა და საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემას მოითხოვს.„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ეს კი ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი. არჩევნების არანაირ ლეგიტიმაციაზე არ არის საუბარი. არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი, ეს კარგად გაიგეთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ მისცა ლეგიტიმაცია. ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენს ქვეყანასთან, ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ტოპ-5 ლიგაში 33-ე გოლი გაიტანა, მან კობიაშვილსა და იაშვილს გაასწრო

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონატის გასვლით შეხვედრაში „ლიონთან“ 3:2 გაიმარჯვა.პარიზელები ორჯერ დაწინაურდნენ და „ლიონმა“ ორივეჯერ გაათანაბრა.33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელები 2:1 დააწინაურა – ეს მისი 33-ე გოლი იყო ევროპის ტოპლიგებში. ამ მაჩვენებლით მან ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს გაასწრო. მათ ტოპ-5 ლიგის გუნდების მაისურით 32-32 გოლი აქვთ გატანილი.პსჟ-მა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მეორეში ერთი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჟოაო ნევეშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.პსჟ ამ მომენტისთვის საფრანგეთის ჩემპიონატში 27 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 2 ქულით აღემატება.

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მკურნალია - ლოცვას, რომელიც მის ხატთან შეგიძლიათ წარმოთქვათ:„ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.“

მუნის სამკურნალო ხალხური მეთოდები – მალამოს მომზადება სახლში, მარტივად შეგიძლიათ

მუნი (ბღერი) არის ტკიპით გამოწვეული კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მოწითალო ფერის კვანძების ფორმირება და ძლიერი ქავილი. როგორც წესი, ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტის გზით ვრცელდება.დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ, სხეულზე დაავადების ერთეული გამომწვევია (ტკიპი).დაავადებას იწვევს მუნის ტკიპი Sarcoptes scabiei. მდედრი ტკიპი კანის ზედაპირულ შრეში აკეთებს ხვრელებს, სადაც დებს კვერცხებს. კვერცხებიდან რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ტკიპები (ლარვა) იჩეკება. დასნებოვნებას ახლავს ძლიერი ქავილი, სავარაუდოდ, ალერგიული გენეზისის.მუნი ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტით, ხშირად გამოვლინდება ოჯახის რამდენიმე წევრში. იშვიათად ტკიპები შესაძლოა გავრცელდეს დაინფიცირებული ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საერთო მოხმარების ნივთების მეშვეობით, თუმცა, გამომწვევი დიდხანს ვერ ცოცხლობს, მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა და უთოთი დამუშავება ტკიპებს ანადგურებს.გთავაზობთ მუნის მკურნალობის რამდენიმე ხალხურ მეთოდს. მალამოს დამზადება სახლში მარტივადაა შესაძლებელი:~1. გოგრის ზეთი + გოგრის თესლიშედეგი: ანთების შემცირება, ტკიპის აქტივობის შესუსტება.ინგრედიენტები:2 სუფრის კოვზი გოგრის ზეთი (ან დაფქული გოგრის თესლი და ზეთი) 1 ჩაის კოვზი თაფლი მომზადება და გამოყენება: შეურიეთ ერთმანეთს, წაისვით დაზიანებულ ადგილებზე თხელ ფენად. გააჩერეთ 30 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დღეში ორჯერ გამოიყენეთ.2. გოგრის თესლის მალამო ძველი ქართული ხალხური რეცეპტიინგრედიენტები:დაფქული გოგრის თესლი — 2 სუფრის კოვზი არაჟანი ან კარაქი — 1 სუფრის კოვზი მომზადება: აიღე პასტისებრი მასა და შეიზილე ქავილის ადგილას ღამით. დილით დაიბანე საპნიანი თბილი წყლით. (3-4 დღეში ქავილი თითქმის სრულად ქრება).3. გოგრის თესლის აბაზანა (თუ გამონაყარი დიდია) 10–15 სუფრის კოვზი დაფქული გოგრის თესლი მოათავსე თბილ წყალში (აბაზანის ტემპერატურა დაახლოებით 37°C). ჩაჯექი 15–20 წუთი. შემდეგ შეიშრე და დაზიანებულ ადგილებზე წაისვი გოგრის ზეთი ან ზემოთ მოყვანილი მალამო.4. დამატებით რჩევებიყოველი გამოყენების შემდეგ გამოიცვალე ტანსაცმელი. რეცხვის ტემპერატურა უნდა იყოს 60°C-ზე მეტი.თეთრეული ყოველდღე გამოცვალე.ქავილის შესამცირებლად შეგიძლია ალოე ვერას გელი ან სოდის წყალში ჩალბობილი ტამპონიც გამოიყენოთ.

ბოლო სიახლეები