არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.
ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

