სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი – კითხვა მაქვს: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? – ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ

კითხვა მაქვს თქვენთან: სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ, – ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კითხვა მაქვს თქვენთან: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, ერთგულო მამულიშვილებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? რით ამშვიდებთ სინდისის ქენჯნას? ნუთუ ერთი საათითაც არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და ეს საზიზღარი უსამართლობა გააპროტესტოთ რუსთაველზე?! დღეს საღამოს გამოდით რუსთაველზე და მეც და მოპროტესტე ხალხს გვითხარით თუ რამე უკეთესი გზა იპოვეთ. არ მჯერა, რომ მიატოვეთ საქართველო. გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ“,- წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა კოლექციის გასაცნობად იწვევს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისინიციატივით და ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით,სპეციალურად სტუდენტებისთვის ქართველთა უმთავრესი ტექსტის - ადრეული აღორძინებისხანის უმნიშვნელოვანესი ქართული ლიტერატურული ძეგლის, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრის - „ვეფხისტყაოსნის“ - სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და ცნობილ მხატვართაილუსტრაციებით გაფორმებული ბეჭდური გამოცემები გამოიფინა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ექსპოზიცია, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე ნიკომუსხელიშვილის ბიბლიოთეკაშია მოწყობილი, „ვეფხისტყაოსნის” 6 ენაზე დასტამბულ 65გამოცემას, მათ შორის იშვიათ ეგზემპლარებს მოიცავს. მათ გაცნობას საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის სტუდენტები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე შეძლებენ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისგანცხადებით, შოთა რუსთველის პოემა არა მხოლოდ ქართული სიტყვაკაზმულობის დაფილოსოფიური აზროვნების მწვერვალია, არამედ უდიდესი კულტურული სიმბოლო, რომელიცსაუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა ქართველებს და ეროვნული თვითმყოფადობის გრძნობასაღვივებდა.„ვეფხისტყაოსანი” ქართველი ერის სულიერ სიღრმეებშია ფესვგადგმული. ეს უმთავრესი ტექსტია,რომელიც ასახავს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეთიკურ და ფილოსოფიურ ღირებულებებს. მასშიგადმოცემულია სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება და თავისუფლებისკენ სწრაფვა. ეს არისწიგნი, რომელიც საუკუნეების მანძილზე სულ უფრო მეტად აქტუალური გახდა და თაობებისთვისშთაგონების წყაროდ იქცა. სწორედ ამ მოსაზრებით, ტექნიკური უნივერსიტეტისთვისმნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა - მომავალმა სპეციალისტებმა, ინჟინრებმა, მეცნიერებმა დაარქიტექტორებმა - კიდევ ერთხელ შეიგრძნონ ამ უდიდესი ნაწარმოების მნიშვნელობა, როგორცეროვნული კულტურის ფუნდამენტისა და ზოგადსაკაცობრიო იდეალების მატარებლისა.დარწმუნებული ვარ, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის” გამოცემათაკოლექციის გაცნობა მათ მოტივაციასა და შემოქმედებით ხედვას გააძლიერებს,“ - აღნიშნავს დავითგურგენიძე.როგორც ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სტუ-ისსოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ვაჟა პაპასკირი აღნიშნავს, „ვეფხისტყაოსნის”კოლექცია, რომელიც საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ფონდსაცავებშია დაცული, ათწლეულებისმანძილზე ივსებოდა. წარმოდგენილ 65 გამოცემას შორის უძველესი - ილია ჭავჭავაძისა და ივანემაჩაბლის რედაქციით შესრულებული წიგნი - 1888 წლით თარიღდება. ვაჟა პაპასკირის თქმით,გამოფენილ გამოცემებს შორისაა სხვადასხვა დროს შესრულებული თარგმანებიც.„ექსპოზიციას ამშვენებს ჩვენი ბიბლიოთეკის სიამაყე, ნამდვილი სამკაული - 1888 წელსგამოცემული „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ის ორ ვარიანტადგამოიცა: თხელი ყდით და ქსოვილით. რედაქტორები იყვნენ ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი.წიგნს ამშვენებს ცნობილი მხატვრის - მიხაი ზიჩის ილუსტრაციები, რომლებშიც ყველა პერსონაჟირეალური ადამიანია. მოგეხსენებათ, რომ სტამბური წესით „ვეფხისტყაოსანი” პირველად 1712წელს, ვახტანგ მეექვსის რედაქციითა და კომენტარებით დაიბეჭდა. ეს გამოცემა„ვახტანგისეულის” სახელითაა ცნობილი. მისი ზუსტი ასლი კი, რომელიც გამოფენილია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, გამოიცა თბილისში, 1931 წელს, რუსთაველის ინსტიტუტისმიერ. ეს ერთ-ერთი უნიკალური გამოცემაა და როგორც „ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის” პირველიასლი, იშვიათობას წარმოადგენს.საინტერესოა „ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილი პირველი საიუბილეო გამოცემა,1937 წელს რუსულ ენაზე შესრულებული შალვა ნუცუბიძისეული თარგმანით, რომელიც შემდეგკიდევ რამდენჯერმე დაიბეჭდა მცირე შესწორებებით. ასევე, უაღრესად საინტერესოა „ხალხურივეფხისტყაოსანი”, რომელიც სულ ორჯერ გამოიცა მოკლე და ვრცელ ვერსიებად; მასში ტარიელისშვილთაშვილის ამბავიც კი არის გადმოცემული. „ხალხური ვეფხისტყაოსანი” მიჰყვება ფაბულას დაამასთან ერთად, განავრცობს კიდეც მას.წარმოდგენილია არაჩვეულებრივი გამოცემები როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე: ილიაჭავჭავაძის მეგობრების - მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცნობილი თარგმანი; აქვეა რუსისიმბოლისტი პოეტის - კონსტანტინ ბალმონტის თარგმანი, რომელიც ერთ-ერთი ძველი დაძვირფასი გამოცემაა. ბალმონტი “ვეფხისტყაოსანს” უორდროპისეული თარგმანით გაეცნო დააღფრთოვანდა კიდეც ქართული ლიტერატურული შედევრით; 1971 წლის ვენერა ურუშაძისეულითარგმანი ინგლისურ ენაზე, ასევე, ფრანგულ ენაზე შესრულებული სხვადასხვა გამოცემები - მათშორის ყველაზე ცნობილია 60-იან წლებში პროფესორ გასტონ ბუაჩიძის მიერ შესრულებულითარგმანი; საინტერესოა 1937 წლის აზერბაიჯანული გამოცემაც; დამთვალიერებლის ყურადღებასაუცილებლად მიიპყრობს პავლე ინგოროყვასეული იშვიათი გამოცემა, რომელიც 1938 წელსდაისტამბა და რომელშიც ინგოროყვამ ბევრი სტროფი არ შეიტანა, რადგან მიაჩნდა, რომ არეკუთვნოდა რუსთველს; წარმოდგენილია 1966 წლის უკრაინული გამოცემა, 1939 წლისკონსტანტინე ჭიჭინაძისეული თარგმანი, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი მისივე შესანიშნავიწინასიტყვაობით, 1977 წლის გიორგი ცაგარელისეული გამოცემა, „ვეფხისტყაოსნის“კომპიუტერული ვერსია, სხვადასხვა ენაზე პროზაული თარგმანები, 800 წლის იუბილესადმიმიძღვნილი მცირე ზომის სასაჩუქრე „ვეფხისტყაოსნები“ და ასე შემდეგ.წარმოუდგენელია დამთვალიერებელი არ მოიხიბლოს „ვეფხისტყაოსნის” გამოცემების მდიდრულიკალიგრაფიული თუ პოლიგრაფიული გაფორმებით, ცნობილ მხატვართა ილუსტრაციებით - ამგამოცემებს რომ ამშვენებს, რუსთველის პორტრეტებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს XVI-XVIIსაუკუნეების ცნობილი მხატვრის - მამუკა თავაქალაშურის მიერ აღმოსავლურ სტილშიშესრულებული ნახატები, მიხაილ ზიჩის, მოსე თოიძის თუ სხვათა ილუსტრაციები. ვფიქრობთ,ახალგაზრდები დიდი ინტერესით გაეცნობიან და ჯეროვან შეფასებას მისცემენ საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკის წიგნსაცავში დაცული„ვეფხისტყაოსნის” მდიდარ კოლექციას,” - აღნიშნავს ვაჟა პაპასკირი.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილისსაუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკისუნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათშორისაა ისეთი უნიკალური და რარიტეტული გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქარის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს; კერძოდ: XVIII, XIX და XX საუკუნეებისქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები ტექნიკურ, საინჟინრო და ჰუმანიტარულსპეციალობებში, საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიცფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესისწარმოსადგენად. ფონდში შეხვდებით ბროკჰაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურენციკლოპედიებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომელიცაღჭურვილია წიგნებისა და ჟურნალების სრულყოფილი ელექტრონული ბაზით, დანერგილიაინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა KOHA (http://opac.gtu.ge/), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში არსებული როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლიტერატურისმოძიება.

გია ბარამიძე – დღეს სასარგებლო იდიოტის როლს ვინც თამაშობს, გონს თუ მოეგებიან, ყველანი უნდა გავერთიანდეთ საქართველოს გადარჩენისთვის

ყველამ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა რაც დაწერა, სიმართლეა. ბევრმა ეს ვიცოდით კიდეც, თუმცა პრეზიდენტმა ამ კომბინირებული პოსტით ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებისთვის ეცნობებინა სიმართლე, რა და როგორ ვითარდებოდა ოპოზიციის, პოლიტიკურ პარტიებს, „ნაცმოძრაობის“ შიგნით, როგორ ცდილობდა ეს რეჟიმი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩას, ვინ იყო ჩართული, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ განაცხადა.ბარამიძის თქმით, პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო ძალების ერთიანობაზე სააკაშვილი და მისი გუნდი დიდი ხანია, საუბრობენ.„რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, სხვა პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო ძალების ერთიანობას, ამის თაობაზე პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი დიდი ხანია, ვსაუბრობთ. მათ შორის წინა წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხაზს ვუსვამდით, რომ ის არჩევნები არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები – შეეცდება რეჟიმი მორიგი სპეცოპერაციის ჩატარებას და ასე მოხდა კიდეც. ჩვენ არ უნდა ვიქცეოდეთ ისე, თითქოს მიჩვეული ვართ ამ ვითარებას და ყველას გვაქვს ფუფუნება, რაღაც ჩვეულებრივ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, როგორც ჩვეულებრივმა პარტიებმა, რომ ეს პროცესი ერთ-ერთი გადამწყვეტია სახელმწიფოებრიობის. ყველა ჯანსაღი ძალა, განურჩევლად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და მიმდინარეობისა, უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ერთად უნდა იყოს კონსოლიდირებული ქართული საზოგადოება და ასე დაინახოს ქართული პოლიტიკური სპექტრი. ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის წინააღმდეგ გაუადვილებდა ჩვენს ხალხს არჩევანის გაკეთება. სამწუხაროდ, ეს არ გაიზიარა მაშინ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობამ და არჩია თავისი გზით წასვლა, თითქოს ჩვეულებრივი არჩევნები იყოს, ისე ააწყეს საარჩევნო კამპანია.ახლა უნდა ვისაუბროთ ყველა იმ ძალაზე, იქნება თავისი სახელწოდებით პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური,არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ ემსახურება ამ რეჟიმის ინტერესებს, პირდაპირ არ არის დაქირავებული ამ რეჟიმის მიერ, როგორიცაა ეს ახლად შექმნილი რაღაც „ნეიტრალური საქართველო“ და ეს ვითომ „ხალხის ძალა“, ისევ რუსქოცების დანაყოფები და ვინც დღეს სასარგებლო იდიოტის როლს თამაშობს, გონს თუ მოეგებიან, ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებული ერთ დიდ საერთო მოძრაობაში საქართველოს გადარჩენისთვის“, – განაცხადა გია ბარამიძემ.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საჭიროა გაერთიანება.„ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე. მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი გურია, სოფელი გოგიეთია.ბიძგების სიმძლავრემ 2.0 მაგნიტუდა შეადგინა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი ზოჰრან მამდანი თუ გაიმარჯვებს, ქალაქისთვის ფედერალურ დაფინანსებას შეამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის მერის არჩევნებში მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს ენდრიუ კუომოს გამოუცხადა და აღნიშნა, რომ გამარჯვებული თუ დემოკრატი ზოჰრან მამდანი გახდება, მაშინ ის ნიუ იორკისთვის ფედერალურ დაფინანსებას შეამცირებს.როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მამდანის არ შეუძლია, სამუშაო ფანტასტიკურად შეასრულოს.„მოგწონს თუ არა ისეთი პერსონა როგორიც ენდრიუ კუომოა, არჩევანი რეალურად მაინც არ გაქვს. მხარი კუომოს უნდა დაუჭირო და იმედოვნო, რომ ის ფანტასტიკურ სამუშაოს შეასრულებს. მას ეს ძალუძს, მამდანის არა. თუ კომუნისტი კანდიდატი ზოჰრან მამდანი ნიუ იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მე ფედერალურ დაფინანსებას გამოვუყოფ ჩემს საყვარელ მშობლიურ ქალაქს, გარდა მინიმალური საჭიროებებისა“, – წერს ტრამპი.ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ზოჰრან მამდანი და აღნიშნა, რომ ტრამპსა და კოუმოს დაუსჯელობის შეგრძნება აქვთ.„ტრამპს და კუომოს ერთი და იგივე დონორები ჰყავთ, ისინი იზიარებენ ვიწრო ხედვას და იზიარებენ დაუსჯელობის შეგრძნებას“, – განაცხადა მამდანიმ.„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ფედერალური მთავრობამ 2026 წელს ნიუ იორკს 7,4 მილიარდი დოლარი უნდა გამოუყოს, რაც ქალაქის ბიუჯეტის 6,4%-ს შეადგენს.ნიუ იორკში მერის არჩევნები დღეს იმართება.„როიტერის“ ინფორმაციით, გამოკითხვებით, სწორედ წარმოშობით უგანდელი, 34 წლის მამდანი ლიდერობს, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს. არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი კურტის სლაივაა, რომელსაც ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.ნიუ იორკის მერის არჩევნებში ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობს, რადგანაც ის პრაიმერისის დროს მეტოქე დემოკრატ ზოჰრან მამდანისთან დამარცხდა.

დავით სონღულაშვილი – ჩინეთში ხელს მოვაწერთ რამდენიმე მემორანდუმს, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას, მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე მემორანდუმს. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ხელი ეწერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.„მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას. ამ მიმართულებებით თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობების გაჩენა ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით. შინაარსობრივ ნაწილში გარემოს დაცვის მიმართულებით არის ნარჩენების მართვასთან, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, გამოცდილებების გაზიარება ეკოტურიზმთან მიმართებით, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, კიდევ ბევრი სხვა მიმართულებების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება თანამშრომლობის. ეს ყველაფერი გვაძლევს სამინისტროების დაახლოების შესაძლებლობას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმება, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეხსნება ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. ამ მიმართულებით ეს არის ჩინეთის მხრიდან აღიარება სურსათის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობის და, შესაბამისად, მათი ხარისხის სანდოობის მიმართ. სოფლის მეურნეობაში ასეთი შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ბოლო სიახლეები