ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია: გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავს მოხვეული და დაფინანსებული.

„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავს მოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული ბელა მეი კალი თავისუფალია. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.ბელა მეი კალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, ის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა, დაკავებიდან მას ეს თარიღი მოხდილად ჩაეთვალა.ბელა მეი კალის დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით.ბრალდებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვების საპასუხოდ, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, ან ცნობილია თუ არა მისთვის საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი დეტალები, დადებითი პასუხი გასცა.წარდგენილი ბრალდების მიხედვით, კალის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.ბელა კალი ორსულობის 35-ე კვირაზეა.ბელა მეი კალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს მას შემდეგ, რაც მის ბარგში 12 კგ (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კგ (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს. კალი ადრე აცხადებდა, რომ ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს.

იქროლებს ძლიერი ქარი – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ტატა ხვედელიანი – მავნებლობაა, თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, ამას ქართველი ერი არ იმსახურებს

მწვავეა მოწოდებები, რომელიც საერთაშორისო მიმართულებიდან მომდინარეობს. სწორად და ადეკვატურადაა აღქმული, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში ექცევა, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ბევრი იმუშავა, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციას არ შეხებოდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა ვიზალიბერალიზაციას არაფერი შეეხოს.„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ არაფერი შეეხოს მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, რადგან ამით ჩვენი ხალხი დაზიანდება. მნიშვნელოვანია, ვიზალიბერალიზაციას შეზღუდვები არ შეეხოს, რადგან ეს ქვეყანასა და მოსახლეობაზე პირდაპირ იქონიებს გავლენას, ჩვენი ხალხი ზიანდება. შესაბამისად, მავნებლობაა, თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს, რომ  ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, ამას ქართველი ერი არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციაზე არ გავრცელდეს და ჩვენს ხალხს არ შეეხოს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს

ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა. სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ბრიუსელიდან ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება.„ძალადობის არდაგმობა შემთხვევით არ ხდება. ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა. ბრიუსელიდან რასაც ვხედავთ, სამწუხარო ტენდენცია და იმ მტრული რიტორიკის ნაწილია, რაც, მათ შორის „ევრონესტზე“ ვიხილეთ. სამწუხარო პოლიტიკაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როცა ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა და საკუთარი დღის წესრიგის თავსმოხვევა ხდება.  ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება. სამწუხარო შედეგია ღირებულებითი უკუსვლა, რომელსაც ბრიუსელი განიცდის ბოლო პერიოდში და სრულად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ. ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მოლოდინია, ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას

ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს 4 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.შალვა პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ მათ შორის ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა გაემიჯნონ ძალადობას.„ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა. ერთი თვე გადის, როდესაც ევროკომისრები, მათ შორის კომისარი კოსი და კომისარი კალასი უარს ამბობენ, დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ამიტომ მე მექნებოდა და ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს არ მოუკითხავს ამ პოლიციელების ბედი და ჯანმრთელობა, არც ევროკავშირის ელჩს და მის ხელმძღვანელებს, კომისარ კოსს და კომისარ კალასს არ დაუგმიათ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.ამიტომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ვიდრე რამეს იტყვიან საერთოდ საქართველოზე, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან მათ შორის 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის მედია ორგანიზაციები. ასევე შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად, ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა ამ ძალადობას. შეგახსენებთ, ქალბატონი იუკნევიჩიანეს, სხვა ევროპარლამენტარის, ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან წამოსულ განცხადებებს. საქართველო ბეწვზე გადაურჩა აქ არეულობას და არავინ არ იცის, რა შედეგი ექნებოდა, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, შსს-ს და სხვათა დროული რეაგირება ამ ყველაფერზე. ამიტომ პირველი, რაც უნდა თქვან, უნდა დაგმონ და გაემიჯნონ თავდასხმას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები