რადიკალური ოპოზიცია ხალხთან სალაპარაკოდ არ მიდის, მაქსიმუმ თავიანთ პატრონებთან ახალი დავალებების მისაღებად ჩადიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველთან საუბარი რომ შეძლებოდათ, არჩევნებზე ასეთი შედეგები არ ექნებოდათ.
„უკვე ბევრჯერ შეეშალათ და კიდევ ბევრჯერ შეეშლებათ, რადგან მთავარ ამოცანას არ ხსნიან – ქართული და სხვა სახელმწიფოს ინტერესი რა არის, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და წინა ხაზზე ყოველთვის სხვა ქვეყანას აყენებენ. ქართულ საზოგადოებას სწორედ ეს არ მოსწონს და ამიტომ, კიდევ ცდა მოუწევთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

