სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას

არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს ახლა უწევთ, ამომრჩეველთან გაამართლონ საკუთარი ქმედება, თუ რატომ არ შევიდნენ პარლამენტში ერთი წლის განმავლობაში.

„წინა პარლამენტშიც იგივე იყო, გახსოვთ მელიას განცხადება, პუფი იქნება ის, ვინც პარლამენტში შევაო და შემდეგ პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში, მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო არჩევნების აღიარება და რთულ მდგომარეობაში არიან, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ, თუმცა უფრო უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. დამარცხებულ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან ერთად, არ უნდოდა, ეღიარებინა საკუთარი მარცხი, დაიწყეს გეგმა „ბ“-ზე მუშაობა, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება, მიეცათ მარიონეტებისთვის გარედან. ეს გეგმა ჩავარდა, საბოლოოდ კი ჩავარდა 4 ოქტომბერს. აქვე გავიხსენებ ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, რომელიც პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როცა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. ახლა უწევთ, საკუთარ ამომრჩეველთან გაამართლონ სამარცხვინო ქცევა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში არ მუშაობდნენ. ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას, შეიძლება, ახლდეს არის ის, რომ შეგვიძლია, პირდაპირ ვნახოთ, რა დავალებები მოდის გარედან. მათ შორის, არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.„ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ, გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ - ერთი წლის შემდეგ, როცა პარტიამ აღიარა დაშვებული შეცდომები, მათ შორის მანდატებზე უარის თქმაც.ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ ახსნა მოუძებნონ საკუთარ განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის არალეგიტიმურობას ეხებოდა.პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, პარტია რუსუდან თევზაძემ დატოვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა საფუძველი მსგავსი ბრალდებებისთვის.როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პარლამენტში ყოფნით, გახარიას პარტიას ახლა მაინც შეეძლება საკუთარი მხარდამჭერების ხმა რეალურად გამოხატოს და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ბოლო სიახლეები