ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

2025 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, ჩინეთმა აშშ-ს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ტიტული წაართვა. ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში გერმანიის იმპორტმა და ექსპორტმა ჩინეთთან 163,4 მილიარდ ევროს მიაღწია, მაშინ როდესაც აშშ-სთან მიმართებით ეს მაჩვენებელი 162,8 მილიარდ ევროს შეადგენს.

2024 წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი აშშ გახდა, რითაც ჩინეთის 8-წლიანი ლიდერობის პერიოდი დაასრულა, თუმცა წელს პეკინმა პირველობა დაიბრუნა. Reuters-ი ცვლილებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ შარშან ბერლინი პეკინზე დამოკიდებულების შემცირებას პოლიტიკური განსხვავებების გამო ცდილობდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ვულოცავ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას, ამაღლობელი არის მშვიდობიანი წინააღმდეგობის სიმბოლო, ეს ჯილდო მთელი საქართველოს გამარჯვებაა

ვულოცავ მზია ამაღლობელს და ანდჟეი პოცობუტს სახაროვის პრემიის მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ეს ჯილდო არის მთელი საქართველოს გამარჯვება.„მზია ამაღლობელი არის მშვიდობიანი წინააღმდეგობის სიმბოლო. ეს ჯილდო არის მთელი საქართველოს გამარჯვება“, – წერს სააკაშვილი.ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარდგინებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის 20-მდე მონაწილე ადმინისტრაციული, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა სისხლის სამართლის წესით დააკავეს

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმციას შსს ავრცელებს.რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.„დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის რამდენიმე მონაწილემ უკანონოდ სცადა გზის გადაკეტვა.მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს.შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას - ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თამაზაშვილი: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს

ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს….ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…“. - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

სუს-ი – ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.მათივე ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელთა დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები.მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთის წინ გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულ პირთან დაკავშირებით. დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნეს სუს-ში.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

პოლიტიკა გოგა ხაინდრავა: მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა, პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება.„მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა, პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?რომლის მამა, როგორც მას უწოდებდნენ სსრკ-ში, ა.სახაროვი გახლდათ!პრიზზე თუ არის ამოტვიფრული სახაროვის სიტყვები: საქართველო მცირე იმპერიაა!“, – წერს ხაინდრავა.

ბოლო სიახლეები