პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს

ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამივე ქვეყანას – საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აქვთ პოტენციალი, გაზარდონ კეთილდღეობა საკუთარ ქვეყნებში.

„საბოლოო ჯამში უკვე დავაფუძნეთ იმ კონდენციის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს სამხრეთ კავკასიას. განვითარება იქნება უცილობელი და მუდმივი ტვირთბრუნვის საფუძველი, ენერგეტიკის გადამცემი ხაზების, კომერციული ტვირთბრუნვის და რკინიგზის მიმოსვლის განმავითარებელი. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს და გაზრდის ტემპს, მოცულობას კეთილდღეობისა, განვითარებისა და ზრდისა ყველა ჩვენთაგანისთვის – სომხეთისთვის, საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, გონს და განწყობას, რომ უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა სხვა მეზობლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

30 წლის კაცმა 14 წლის გერის და ნათესავი ბავშვის მიმართ გარყვნილი და სექსუალური ქმედება ჩაიდინა – დანაშაულის დეტალებს შსს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისთვის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ლ.ხ-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი, 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის მიმართაც.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, სადაც ლ.ხ. მის მიერ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ინახავდა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით და 11 პრიმა 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტს.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, 2024 წლის 29 იანვარს კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გამართავს

საქართველოს მთავრობამ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მთავრობის დადგენილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე" საკანონმდებლო მაცნეზე 21 ოქტომბრით თარიღდება. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი). "ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილება. ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე", - აღნიშნულია დოკუმენტში. განკარგულების თანახმად, სამინისტროს ევალება: "ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს: ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას; ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით; ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას; უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება; განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

„როიტერი“ – ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების კიევისთვის სესხის გასაცემად გამოყენებაზე

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე კიევისთვის დიდი ოდენობის სესხის გასაცემად, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.სააგენტო იუწყება, რომ გადაწყვეტილების მიღებას ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ შეუშალა ხელი.როგორც „როიტერი“ წერს, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დეკლარაციის ტექსტი წინა ტექსტებთან შედარებით „შერბილებულია“.„ევროპული საბჭო ვალდებულებას იღებს, დაფაროს უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი მიზნებისთვის“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, „რუსეთის აქტივები უნდა დარჩეს გაყინული, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს ომით გამოწვეულ ზიანს“.ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავდაცვისთვის საჭირო რესურსები ექნება.„რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ უკრაინას ექნება თავდაცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსები“, – აღნიშნა კოშტამ.

ბოლო სიახლეები