საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა
საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განუცხადა.
„კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ექიმის საკითხი განხილული იყო სამედიცინო რეგულირების პროფესიულ საბჭოზე და რამოდენიმე ექიმს დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლებამოსილება. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ექიმებს სამუდამოდ ჩამოერთვათ საექიმო საქმიანობის უფლება. ასეთი იყო 6 შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე, მათ შორის ლეტალურ შედეგთან გვქონდა საქმე“, – აღნიშნა კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, 4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პიორობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე შესასწავლად სამართალდამცავ უწყებას გადაეცა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ გირნიკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი
რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ გირნიკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 8 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. „მტრის...
ექსკლუზივი-პარალიჩის განკურნვა შესაძლებელი გახდა
ისრაელში ზურგის ტვინის დაზიანების აღდგენის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველებმა შეიმუშავეს ზურგის ტვინის დაზიანების მკურნალობის მეთოდი. მკურნალობის...
უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის საქმეზე: უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში
უკრაინის საგარეო უწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამის შესახებ საუბარია უკრაინის...
თემურ მიქელაძე: დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი უნდა აიცრას
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი და პედიატრი, თემურ მიქელაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია. „16...
თამარ გაბუნია: ჰოსპიტალური ქსელი მაქსიმალურადაა მობილიზებული – ემატება საწოლფონდი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდვითარების სამართავად, ჰოსპიტალური ქსელი მაქსიმალურადაა მობილიზებული. „ემატება საწოლფონდი. ამ დროისთვის, დაახლოებით, 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული....
საქართველოში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 460 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 082...