ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

პარლამენტმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საკითხი პარლამენტის წევრებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააცნო.

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, შეუძლია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას სხვა ფრაქცია, თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდება სხვა პარტიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონი საუბარი ძალიან ნაყოფიერი იყო.როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინმა მას ახლო აღმოსავლეთში მიღწეული წარმატება მიულოცა. ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს ჩართულობისთვის.როგორც ტრამპი აღნიშნავს, საუბარი ასევე შეეხო ამერიკასა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.„დიდი დრო დავუთმეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობაზე საუბარს, როდესაც უკრაინასთან ომი დასრულდება. სატელეფონო საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა. შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს, სხვა პირებთან ერთად, უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. შეხვედრის ადგილი უნდა განისაზღვროს“, – წერს ტრამპი.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს უნგრეთში შეხვდებიან.„შემდეგ მე და პრეზიდენტი პუტინი შევხვდებით შეთანხმებულ ადგილას, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა დავასრულოთ ეს „უსახელო“ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, ხვალ ზელენსკისთან შეხვედრა ექნება თეთრ სახლში, სადაც განიხილავს პრეზიდენტ პუტინთან საუბარს და სხვა საკითხებს.„მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნება მიღწეული“, – წერს ტრამპი.

ირაკლი კობახიძე – წინასწარ უნდა შევისწავლოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები, რათა ყველა სტუდენტმა შეძლოს შემდეგ თავისი სპეციალობით მუშაობის გაგრძელება და დასაქმება

სუსტი კავშირია უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის, საჭიროა სისტემური მიდგომა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.მისივე თქმით, მთავრობის ანალიზის შედეგად, ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის აცდენა ხშირად ძალიან დიდია.„ჩვენ მცირე ანალიზი ჩავატარეთ, თუ როგორია თანხვედრა ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის და აცდენა ხშირ შემთხვევაში არის ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი და ხუთმაგიც კი. წინასწარ არავის აქვს გამოკვლეული, მაგალითად, რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, რამდენი ინჟინერი და ა.შ. ყოველგვარი სიღრმისეული ანალიზის გარეშე ნაწილდება კვოტები უნივერსიტეტებზე და ასე უსისტემოდ წარიმართება შემდეგ ეს ყველაფერი. ამის შედეგია ის, რომ ხშირად – იურისტი, მაგალითად – ამთავრებს თავისი სპეციალობით უნივერსიტეტს და შემდეგ სრულიად სხვა მიმართულებით საქმდება, იგივე ეხება ეკონომისტებს და ა.შ. აქაც საჭიროა უფრო სისტემური მიდგომა. წინასწარ უნდა შევისწავლოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები, რათა ყველა სტუდენტმა შეძლოს თავისი სპეციალობით მუშაობის გაგრძელება და დასაქმება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ცალკეულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჭარბადაა მოზიდული უცხოელი სტუდენტები, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო ამოცანები შეასრულოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა

სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის ცალკეული სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები.„არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტირებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება – სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სამი წელი ბაკალავრიატი და ერთი წელი მაგისტრატურა, ვფიქრობთ, სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან პროგრამაზე

ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც სამი წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და ერთი წელი დაეთმობა მაგისტრატურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო“, – განაცხადა პრემიერმა.მისივე თქმით, სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტსა და სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია, გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის.„კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩვენი მხრიდან არის იდენტიფიცირებული, ეს არის ის, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა. იმის შემდეგ არავის უფიქრია, გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის. ამაზე გვაქვს ჩვენი პასუხი ამ კონცეფციაში. ერთი პრობლემა, რაც ასევე უნდა გამოიკვეთოს მეორე გამოწვევის ქვეშ, ეს არის ის, რომ არსებითად გაუმართავია ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე უმაღლესი განათლების სისტემაში, ხარისხის მართვაზე და აქ არის უამრავი ხარვეზი. დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხარისხის მართვის სისტემა და აქაც გვჭირდება სერიოზული ცვლილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ აზიის განვითარების ბანკის  (ADB) მისიის ხელმძღვანელთან, უნურჯარგალ დალაიჰუსა და დელეგაციის სხვა წევრებთან საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის -  „აბრეშუმის გზა – „იფექ – იოლუ“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.მხარეებმა ერთობლივი პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს  და  სამომავლო გეგმები განიხილეს.  შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეფექტიანი, ქმედითი მონაწილეობით ეს მნიშვნელოვანი პროექტი, წარმატებით განხორციელდება და ერთობლივი გამშვები პუნქტების ფუნქციონირება სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი იქნება.ADB-ის მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა  სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის (საქართველო-აზერბაიჯანი-აზიის განვითარების ბანკი) მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურის უფროსს აზერბაიჯანის, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების მხარდაჭერისთვის და დაადასტურა მზადყოფნა დაიწყოს პროექტის მეორე ფაზისთვის აქტიური სამუშაოების განხორციელება.ირაკლი (დაჩი) ბერაიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა.ერთობლივი პროექტი, საბაჟო გამშვები პუნქტი -  “აბრეშუმის გზა – იპექ იოლუ” ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემის დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ირაკლი შარტავა, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია  და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ-ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები