აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის აღდგენა „თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყება“, თუმცა მისი თქმით, ტერიტორიის სრულად რეაბილიტაციას წლები დასჭირდება.
„ერთი წელი ძალიან მოკლე ვადაა, მაგრამ წლების განმავლობაში ძალიან კარგი ადგილი იქნება. ეს იქნება პირველი შანსი საუკუნეების განმავლობაში, რომ იქ მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ღაზის მმართველობის შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეიქმნება სპეციალური „სამშვიდობო საბჭო“.
„ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდება, ყველას სურს, იყოს მისი ნაწილი. საუბარია სამშვიდობო საბჭოზე, ყველა ლიდერი, ყველა მათგანი მინდა, იყოს ამის ნაწილი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მან უკვე იცის, ვინ იქნებიან საბჭოს წევრები, თუმცა ჟურნალისტებს კონკრეტული პირები არ დაუსახელა.