პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025

ირაკლი კობახიძე – მივესალმებით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა

მივესალმებით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს აშშ-ის პრეზიდენტის დიპლომატიის გადამწყვეტ როლს შეთანხმების მიღწევაში და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში. მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: აღნიშნული აქტის ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარ აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.„აღნიშნულ აქტში მეგობრული არაფერი იყო, იყო მხოლოდ და მხოლოდ მტრული. ყველა მითითება, რაც იყო მოყვანილი, დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუესა და ცილისწამებაზე, მხოლოდ მუქარებს ვისმენდით. ვინც იყო აღნიშნული აქტის ავტორი, ვიცით, რომ 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა და ტყუილები ილაპარაკოს. ვნახოთ, იქაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, რადგან ის განცხადებები და მუქარები, რასაც ვისმენდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა მეგობრობა და პარტნიორობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამირან გამყრელიძე: „ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა გოგი ჩახუნაშვილს, რომ ასეთი ფორმით მომხდარიყო მისი დაკავება,უკან დახევა არ არის სისუსტე — ახლა ქვეყანას სჭირდება სიბრძნე...

"ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს. გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია. მის მამასთან, ბატონ სევერიანთან წლები ერთობლივი მუშაობისა მაკავშირებს რესპუბლიკურ სავადმყოფოში. მან და მისმა მეუღლემ ორი ძალიან კარგი, გამორჩეული ექიმი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, კოტე და გოგი, რომლებიც ათეული წლებია ღირსეულად და უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას. ასევე მათი შვილები კარგი ექიმები და მეცნიერები არიან, რომლებიც ასახელებენ თავიანთ ოჯახს ქვეყანაში და ქვეყანას მის გარეთ. ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის! არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას. გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ გვინდა სწორი გზით წავიდეთ, ურთიერთდათმობა, კონსენსუსი და შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ნაბიჯს ყოველთვის უფრო ძლიერი დგავს და ასეთი დღეს სახელმწიფოა. ვიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს - უკან დახევა არ არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად ის მეტი სიბრძნის და სტრატეგიული ხედვის საწინდარია. ამიტომ, გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს" | წერს ამირან გამყრელიძე.

ბაჩო ახალაია – 4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან რცხვენია, რომ ხალხი ციხეში ზის, თავად კი მოვლენებს თვალს სამზარეულოდან ადევნებდა.„მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ.  ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ზის და მე  სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. სამწუხაროა. მეორე მხრივ, საღი აზრის ფარგლებში ადამიანები თუ აზროვნებენ, უნდა ესმოდეთ, რის ორგანიზებაზეა იქ საუბარი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იყო იმავე რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება, როგორიც 9 პარილი.„მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი, გადაჭარბების გარეშე, შვილებს ვფიცავარ, არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

გერმანია ღაზისთვის 29 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ღაზისთვის 29 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებას ფრიდრიხ მერცმა „კარგი ამბავი“ უწოდა მოსახლეობისთვის ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ.გერმანიის კანცლერის თქმით, ეგვიპტესთან ერთად გერმანია გამართავს ღაზის რეკონსტრუქციის კონფერენციას. მან ასევე თქვა, რომ გერმანია მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ტრამპის მიერ ინიცირებულ მშვიდობის საბჭოში.„გერმანია გააგრძელებს მხარდაჭერას: ჩვენ 29 მილიონ ევროს გამოვყოფთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ეგვიპტესთან ერთად ვუმასპინძლებთ ღაზის რეკონსტრუქციის კონფერენციას და მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიცირებულ  მშვიდობის საბჭოში“, – წერს მერცი.გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია მხარს უჭერს ისრაელის არსებობას და უსაფრთხოებას. მისი თქმით, გერმანიას მტკიცედ სჯერა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული დარეგულირება არის საუკეთესო პერსპექტივა მომავლისთვის, სადაც ისრაელელები და პალესტინელები მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრობენ.

შალვა პაპუაშვილი – ყოველთვის, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერი ქართველი ხალხისა და არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსული ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, მიიღებს მკაფიო პასუხს

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა 23 სექტემბრის განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებულ 4 ოქტომბრის შეკრებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებიდან ათი დღის განმავლობაში ბრიუსელს მოუწოდებდა, რომ განემარტათ, გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას, თუმცა რეაგირება იყო ნული.„დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა, რომელიც ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. მანამდე ვამბობდი, თუ იქნებოდა ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესსპიკერის განცხადების გამო. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, უკვე ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეებისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა. კერძოდ, მან შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით,  მსგავსი განცხადებები ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე სიტყვიერი თავდასხმის მაგალითია, რაც უნდა დასრულდეს.„წარმოუდგენელია, რომ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არ არის არჩეული და დანიშნულია საკუთარი ხელმძღვანელობის მხრიდან, ვისმენდეთ თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. აქ ზედმეტია საუბარი ევროპულ სტანდარტებზე, ეს არის მიუღებელი, როდესაც არაარჩეული ბიუროკრატი როდესაც თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. პრესსპიკერი ძალიან გაიტაცა შედარებებმა, რაღაც მითითებებმა რუსულ სახელმძღვანელოზე, სპეცსამსახურებზე და ა.შ. აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდაა, რასაც ის ეწევა. პროპაგანდას რომ ეწევა, გასაგებია, მაგრამ პროპაგანდასაც რაღაც თავისი სტილი ხომ უნდა ჰქონდეს. ის ეწევა აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდას ქართველი ხალხის მიმართ, ეთნიკური ეპითეტების გამოყენებითა და ხან რუსული სახელმძღვანელოს მითითებით, ხან რას ამბობს ეს ადამიანი და ხან  – რას. ეს მიუღებელია. გუშინაც დავწერე და დღესაც მინდა, ვთქვა – ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება და ქართველი ხალხის, მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსული ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, ყოველ ჯერზე მიიღებს საკმაოდ მკაფიო პასუხს ჩვენგან. შეუძლებელია, ასეთი მიდგომები ქართველმა ხალხმა მოითმინოს, როდესაც მას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ. ზემოდან ყურებით გამოდის ერთი ბიუროკრატი და თავს ესხმის ქართველ ხალხს, მის არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერბალური თავდასხმები რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია“.

ბოლო სიახლეები