პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025

ვლადიმერ პუტინი – ღაზაში პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებს რუსეთმა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი, ვიმედოვნებთ, სამშვიდობო გეგმა პრაქტიკაში განხორციელდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზის სამშვიდობო გეგმა განხორციელდება.

მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ სამშვიდობო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში სისხლისღვრის დასრულებისკენ. პუტინმა ამის შესახებ ტაჯიკეთში, რუსეთი-ცენტრალური აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა ცნობილი ინიციატივები და როგორც ნახეთ, რუსეთმა მათ პრაქტიკულად დაუყოვნებლივ მხარი დაუჭირა. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ახლა. მედიის ინფორმაციით, მიღწეულია საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ეს ინიციატივები პრაქტიკაში განხორციელდება. ეს ინიციატივა თავდაპირველად დადებითად აღიქვეს არაბულ და ზოგადად ისლამურ მსოფლიოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ მშვიდობიან ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სისხლისღვრის შეჩერებას და მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში ვითარების გრძელვადიანი სტაბილიზაციის მთავარი პირობაა დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნა.

„უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ყურადღებით ვაკვირდებით, არამედ ვცდილობთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დარეგულირებაში“, – განაცხადა პუტინმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დუშანბეში დსთ-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს

დუშანბეში დსთ-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ლიდერები.როგორც შეხვედრის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ის დსთ-ს ლიდერებს ვიწრო წრეში ინფორმაციას მიაწვდის ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სამიტის შედეგების შესახებ.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, კვლავ შევიკრიბოთ ძალიან მცირე ჯგუფში. მინდა, სწორედ ასეთ ვიწრო წრეში მოგაწოდოთ ინფორმაცია შედეგების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ზოგადად დადებითად ვაფასებთ. უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შემდგომ სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ალასკაში განხილულ ფუნდამენტურ დებულებებზე დავაფუძნებთ“, –  აღნიშნა პუტინმა.ვლადიმერ პუტინმა ასევე მიიწვია შეხვედრაში მონაწილე ლიდერები დეკემბერში სანკტ პეტერბუგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე.

კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: აღნიშნული აქტის ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარ აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.„აღნიშნულ აქტში მეგობრული არაფერი იყო, იყო მხოლოდ და მხოლოდ მტრული. ყველა მითითება, რაც იყო მოყვანილი, დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუესა და ცილისწამებაზე, მხოლოდ მუქარებს ვისმენდით. ვინც იყო აღნიშნული აქტის ავტორი, ვიცით, რომ 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა და ტყუილები ილაპარაკოს. ვნახოთ, იქაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, რადგან ის განცხადებები და მუქარები, რასაც ვისმენდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა მეგობრობა და პარტნიორობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამირან გამყრელიძე: „ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა გოგი ჩახუნაშვილს, რომ ასეთი ფორმით მომხდარიყო მისი დაკავება,უკან დახევა არ არის სისუსტე — ახლა ქვეყანას სჭირდება სიბრძნე...

"ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს. გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია. მის მამასთან, ბატონ სევერიანთან წლები ერთობლივი მუშაობისა მაკავშირებს რესპუბლიკურ სავადმყოფოში. მან და მისმა მეუღლემ ორი ძალიან კარგი, გამორჩეული ექიმი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, კოტე და გოგი, რომლებიც ათეული წლებია ღირსეულად და უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას. ასევე მათი შვილები კარგი ექიმები და მეცნიერები არიან, რომლებიც ასახელებენ თავიანთ ოჯახს ქვეყანაში და ქვეყანას მის გარეთ. ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის! არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას. გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ გვინდა სწორი გზით წავიდეთ, ურთიერთდათმობა, კონსენსუსი და შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ნაბიჯს ყოველთვის უფრო ძლიერი დგავს და ასეთი დღეს სახელმწიფოა. ვიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს - უკან დახევა არ არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად ის მეტი სიბრძნის და სტრატეგიული ხედვის საწინდარია. ამიტომ, გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს" | წერს ამირან გამყრელიძე.

ბაჩო ახალაია – 4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან რცხვენია, რომ ხალხი ციხეში ზის, თავად კი მოვლენებს თვალს სამზარეულოდან ადევნებდა.„მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ.  ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ზის და მე  სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. სამწუხაროა. მეორე მხრივ, საღი აზრის ფარგლებში ადამიანები თუ აზროვნებენ, უნდა ესმოდეთ, რის ორგანიზებაზეა იქ საუბარი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იყო იმავე რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება, როგორიც 9 პარილი.„მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი, გადაჭარბების გარეშე, შვილებს ვფიცავარ, არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

გერმანია ღაზისთვის 29 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ღაზისთვის 29 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებას ფრიდრიხ მერცმა „კარგი ამბავი“ უწოდა მოსახლეობისთვის ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ.გერმანიის კანცლერის თქმით, ეგვიპტესთან ერთად გერმანია გამართავს ღაზის რეკონსტრუქციის კონფერენციას. მან ასევე თქვა, რომ გერმანია მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ტრამპის მიერ ინიცირებულ მშვიდობის საბჭოში.„გერმანია გააგრძელებს მხარდაჭერას: ჩვენ 29 მილიონ ევროს გამოვყოფთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ეგვიპტესთან ერთად ვუმასპინძლებთ ღაზის რეკონსტრუქციის კონფერენციას და მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიცირებულ  მშვიდობის საბჭოში“, – წერს მერცი.გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია მხარს უჭერს ისრაელის არსებობას და უსაფრთხოებას. მისი თქმით, გერმანიას მტკიცედ სჯერა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული დარეგულირება არის საუკეთესო პერსპექტივა მომავლისთვის, სადაც ისრაელელები და პალესტინელები მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრობენ.

ბოლო სიახლეები