,,01- 09 ოქტომბრის პერიოდში, მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 8 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით”- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.