ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025

მიხეილ სააკაშვილი – ქუჩამ მოახდინა ვარდების რევოლუცია, ორჯერ მაიდანი, არაბული გაზაფხული, მოაქვს რევოლუცია მაროკოში, არჩევანს როდესაც გართმევენ, ეს არის აუცილებელი გზა

ქუჩამ მოახდინა ვარდების რევოლუცია, ორჯერ მაიდანი, ქუჩამ მოიტანა არაბული გაზაფხული და მოაქვს რევოლუცია მაროკოში. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა, –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, საზოგადოების იმ მცირე ნაწილს ვუპასუხო, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიგვეღო, სხვანაირად კი მოკვდება პოლიტიკა.

ვერ მიიღებ იმაში მონაწილეობას, რაც არ არსებობს, კვდება თუ არა ამით პოლიტიკა? სრულიად პირიქით.

მოგიყვებით ისტორიას, 2000-იანების დასაწყისში ოპოზიციამ გამართა კონფერენცია გუდაურში და ჩვენ მოწვეული გვყავდა იერუსალიმის უნივერსიტეტის სახელგანთქმული პროფესორი შლომო ავინერი.

მაშინ ზურა ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ყოყმანობდნენ ქუჩის პროტესტის მიზანშეწონილობაშიშლომომ გააწყვეტინა და უთხრა: რატომ გეშინიათ ქუჩის აქციების? ეს ხომ პოლიტიკის ლეგიტიმური და ყველაზე ეფექტური გზაა.

ქუჩამ მოახდინა ვარდების რევოლუცია, ორჯერ მაიდანი, ქუჩამ მოიტანა არაბული გაზაფხული და მოაქვს რევოლუცია მაროკოში. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა.

ოცნებამ “არჩევნებში” ამომრჩევლის მხოლოდ 20 % დაწერა შეძლო, ამას დაემატა სხვა მონაწილე პარტიების მცირე პროცენტი, მაგრამ 70%-მა უნდა მიმართოს თავისი ენერგია სხვა ასპარეზზე, ქუჩის პროტესტით, გაფიცვით, ეროვნული დაუმორჩილებლობით, სოციალურ ქსელებში აქტიურობით.

ჩვენ რუსულ ოკუპაციურ დიქტატორულ რეჟიმის წესებით არ უნდა ვიმოქმედოთ, შულერს არ უნდა მივუსხდეთ მაგიდასთან სათამაშოდ, ჩვენი გზა უნდა ვიპოვოთ. ეს ორ-სამ დღეში შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვინც სწორ გზაზე დადგება, წარმატება და გამარჯვება მისია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ნებისმიერი სპიკერი, რომელიც ამართლებს ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტია, ამის უარყოფა იგივეა, რაც თქმა, რომ 4-ში დასამხობად არ იყვნენ მისული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, დაეგმოთ 4 ოქტომბერს თბილისში მომხდარი მოვლენები, რომლებიც დაანონსდა რადიკალური ოპოზიციის მიერ, როგორც რევოლუცია და პრეზიდენტის სასახლის შტურმის შედეგად შეფასდა კიდეც, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ მხილებული დიპლომატიური მისიებისგან მიმდინარე დუმილი არც ახალია და არც მოულოდნელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა ოპოზიციის მიერ მისი არაღიარება, გაყალბებულად მონათვლა, ქუჩის პროტესტი და კონსტიტუციური პოლიტიკური ცხოვრების სრული ბოიკოტი.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს პროცესები ხსენებული დიპლომატიური მისიებისგან მხარდაჭერილ იქნა, ისევე როგორც მისი ისეთი რადიკალური გამოვლინებები, როგორიცაა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, შიმშილობა, ქუჩების დაკეტვა, სკოლებში შევარდნა, ბულინგისა და ძალადობის ღია კამპანიები და სხვა.„ის ფაქტობრივი გარემოებები და ქმედებები, რომელიც ყველას დასანახად, ტრადიციული, თუ სოციალური მედიით ვრცელდებოდა, მედიური საჯარო ფიგურების მხრიდან მონათლული და სახელდებული იყო როგორც: მშვიდობიანი დემონსტრაციები, ქართველი ხალხის ნება, მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტი, მშვიდობის მარში, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ.მიმდინარე მოვლენების კომენტირება, მოლაპარაკე თავობა, ინტელექტუალური მხარდაჭერა და სხვა ექსპერტული საქმიანობა პოლიტიკური აქტორების მხარდასაჭერად, წარმოადგენს პროპაგანდისტული საქმიანობის მკაფიო ნიმუშს და ეს არის ფაქტი.გასული 11 თვის განმავლობაში, თბილისში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბის დემონსტრაციების ცალსახა და გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილება. ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიციურმა ძალებმა არაერთი რადიკალური აქტი, თუ პროცესი შემოგვთავაზეს. შესაბამისად, ის, რომ დღეს ქვეყანაში გვყავს რადიკალური ოპოზიცია, ესეც არის უბრალოდ ფაქტი.თუკი რომელიმე საჯარო ფიგურა ქუჩაში მდგომ მარგინალურ ძალებს რადიკალებად და 4 ოქტომბრის მიტინგს ხელისუფლების დამხობის მცდელობად ვერ აღიქვამს და ამას სხვა, ნაკლებად გამაღიზიანებელი სახელდებით ნათლავს, ეს ვერ გააუქმებს ცხად ფაქტს, რომელიც მრავალი არგუმენტითაა გამყარებული.სწორედ ამიტომ, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც აშკარად უჭირს, განასხვავოს სატელევიზიო მედიის სპეციფიკა სალექციო აუდიტორიის კედლებისგან, თუ ნებისმიერი სხვა სპიკერი, რომელიც ამართლებს რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს – ნებისმიერი ასეთი პირი წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტს. ამის უარყოფა იგივე ხარისხის თვალში ნაცრის შეყრაა, როგორც იმის თქმა, რომ ოთხში ოთხ საათზე შეკრებილები, იქ ხელისუფლების დასამხობად არ იყვნენ მისულები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

01–09 ოქტომბრის მონაცემებით, საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტის ამოღების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

,,01- 09 ოქტომბრის პერიოდში, მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინესფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 8 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით''-  აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა კალაძე – თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია, მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება, მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა – პარკებსა და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხი აღმოაჩინეს

თურქმა არქეოლოგებმა არტანუჯის (გევჰერნიკის) ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის (კურაპალატი) სამარხი აღმოაჩინეს. კერძოდ, სამარხი წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში, აფსიდის ქვეშ არის განთავსებული და ვარაუდობენ, რომ ის აშოტ პირველს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამაში ნეშტი არ უპოვიათ, მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამება შუა საუკუნეების წყაროებში სამარხის შესახებ არსებულ ჩანაწერებს. ეს აღმოჩენა ისტორიული წყაროების პირველი არქეოლოგიური მტკიცებულებაა.როგორც სტატიაშია აღნიშნული, გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ვანის იუზუნჯუ ილის უნივერსიტეტის ეგიდით განხორციელდა. გათხრები ძირითადად ფოკუსირებულია ციხის შიდა ტერიტორიასა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის ნანგრევებზე. გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრის სიგრძისა და 1,8 მეტრის სიგანის ქვის თაღით გადახურული სამარხი, რომელიც უშუალოდ ეკლესიის აფსიდის ქვეშაა განთავსებული.როგორც აითექინმა აღნიშნა, „შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ მეფე აშოტი დაკრძალულია სწორედ ამ ეკლესიაში“.„სამარხის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ჩანაწერებს. მეცნიერულად, ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის სამარხის ადგილმდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელითაც“, – აღნიშნა აითექინმა.სამარხის გარდა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს საერთო სამზარეულო (თონე) და წყალსაცავების ფართო სისტემები, რაც მიუთითებს ციხის შიგნით მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაზე. არქეოლოგებმა შეძლეს ორი ავზის ამოღება და მუშაობა გრძელდება მესამე ავზის ამოსაღებად. ასევე აღმოჩენილია ადრეული მე-11 საუკუნის ბიზანტიური მონეტები, კერამიკული ფრაგმენტები, ქვისა და მეტალის საბრძოლო მასალა.ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები როდესაც დასრულდება, არტეფაქტები ართვინის მუზეუმში იქნება გადატანილი.მე-5 საუკუნეში აგებული არტანუჯის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნეში მეფე აშოტ პირველის მიერ იქნა გაფართოებული და გაძლიერებული. აშოტმა ის ბაგრატიონთა სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მონარქი და დიდგვაროვნები შიდა ციტადელში ცხოვრობდნენ, ხოლო ვაჭრები და შეძლებული მოსახლეობა გალავნით შემოსაზღვრულ ქვედა ქალაქში, სადაც ასევე იყო აბანო, სალოცავები და შადრევნები.აითექინის თქმით, გათხრები კიდევ ხუთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც არტანუჯი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ცენტრად იქცევა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.  

პაპუაშვილი: მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, ვინ იყვნენ და საიდან… „ამბოხება დავიწყოთო“ – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, როგორც...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ნიკო ნიკოლაძის ნათქვამს ციტირებს.„მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, ვინ იყვნენ და საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ.„ამბოხება დავიწყოთო“ - დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, როგორც თხას - ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ცოდნა, ან ახსნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ“.დღეს ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა“, - წერს შალვა პაპუაშვილი. 

ბოლო სიახლეები