ხაზარაძეს თუ რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მილიარდერმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მგონი, ახლა ამომრჩეველი დაინახავს მალე, რომ უბრალოდ, სხვა პარტიები აღარ არსებობენ, თუ რამე მათგანი იყო. თუ ხაზარაძეს რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. წარმოიდგინეთ, მილიარდერმა ადამიანმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და შენ წინააღმდეგ პროპაგანდა ჩაგირთო, მილიონები დახარჯე და თბილისის საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, არადა, ჩვენ რეკლამაში რამდენიმე ათეული ათასი დავხარჯეთ. უბრალოდ, არასერიოზულია მასშტაბი რესურსების და შედეგის. თან, პირიქით უნდა მომხდარიყო, ორი დიდი ოპოზიციური პარტია არ გავიდა არჩევნებზე და ნორმალურ სიტუაციაში ყველას უნდა ჰქონოდა ორჯერ, სამჯერ მაღალი შედეგი. მარტო ჩვენ გავაუმჯობესეთ შედეგები სინამდვილეში და რეალურად, თუ შევხედავთ პრაგმატულად, ჩვენ გავძლიერდით კიდევ ამ არჩევნებში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.