ოთხშაბათი, ოქტომბერი 8, 2025

სტამბოლში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

სტამბოლში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა- ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
”7 ოქტომბერს, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი, საბაჟო კომიტეტის რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ სეზაი უჩარმაკმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა.
სამმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მეზობელ ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივების და რეგიონის, როგორც სავაჭრო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ზრდას. რისი წინაპირობაცაა არსებული ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ასევე უახლესი ელექტრონული სისტემების ინტეგრაცია და ერთობლივი, მოქნილი კონტროლის მექანიზმების დანერგვა.
დელეგაციების წევრებმა იმსჯელეს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ეფექტიანობის გაზრდისა და საბაჟო პროცედურების დაჩქარების მიზნით, სასაზღვრო გამშვები პუნქტების სრული გაციფრულების თაობაზე, რაც შემდგომ კიდევ უფრო შეამცირებს საბაჟო ფორმალობებისთვის საჭირო დროს და შესაბამისად სატრანსპორტო ხარჯებს.
სამმხრივი კომიტეტის ფორმატში, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან გადაწყვეტილებას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზა – იპექ-იოლუს“ ოქმის ხელმოწერის პროცედურების დასრულების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა ხელმოწერის პროცესი უახლოეს მომავალში განხორციელდეს.
თურქეთში გამართულ სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გიორგი მესხელი და სხვა ხელმძღვანელი პირები- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის.„გაცნობებთ, რომ 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ,“ - ვკითხულობთ შეტყობინებაში.ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც.„9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია განცხადებაში

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც დაიცვა ქვეყანა ომის, არეულობის ყველა მცდელობისგან და დაიცავს მომავალშიც

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც, ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე საქართველოსთვის.ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა.„ამ ფონზე, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა, შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს? ბუნებრივია, ეს შეკითხვა, თავისი არსით, რიტორიკულია და ცხადია, იმ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც ვერ მალავენ გაღიზიანებას ქართველი ხალხის, მისი არჩევანისა და მშვიდობისთვის უკომპრომისო ბრძოლის მიმართ, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერავითარი ფასი ვერ ექნება. ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ, ქართველი ხალხის ცოდნა და სიბრძნე არის მთავარი გარანტია იმისა, რომ აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ვისგანაც არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა არეულობასა და ომში ჩვენი ქვეყნის გახვევის მცდელობას.საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც, წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც. ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – „ლელო“ და გახარია ყველაზე ამოუხსნელი პარტიებია, ალბათ მოსწონთ საკრებულოები, უნდათ იქ მუშაობა და არ აქვთ პრეტენზია ამ არჩევნებთან, წინა წელს პრეტენზია...

ეს გაერთიანება – 4, 5, 9, 25, რაც იყო წინა არჩევნების წინ, მთელი წლის განმავლობაში სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. ამიტომ ქართველი ხალხის ნაწილმა  არ დაუჭირა მხარი იმ პარტიებს, ვისაც უჭერდა მხარს ერთი წლის წინ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.რაქვიაშვილის თქმით, პროპაგანდამ, რომ მოქალაქეები არჩევნებზე არ უნდა წავიდნენ, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები დააზიანა.„ზოგადად, წინა არჩევნების შეფასება ძალიან რთული იქნება. იმხელა პროპაგანდა იყო, რომ არ უნდა წახვიდე არჩევნებზე, ჩვენც კი დაგვაზიანა, განსაკუთრებით, „ლელო“, რადგან ორაზროვანი პოზიცია ჰქონდა და ამომრჩეველი უბრალოდ დაბნეული ჰყავდათ. ამიტომაც ბევრი დაკარგეს. მთელი წლის განმავლობაში ეს გაერთიანება – 4, 5, 9, 25, რაც იყო წინა არჩევნების წინ, სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. ამიტომ ქართველი ხალხის ნაწილმა სრულიად ადეკვატურად არ დაუჭირა მხარი იმ პარტიებს, ვისაც უჭერდა მხარს ერთი წლის წინ“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.რაც შეეხება კითხვას, „ამის ფონზე რატომ გადაწყვიტეს „ლელომ“ და გახარიას პარტიამ საკრებულოებში შესვლა?“, – რაქვიაშვილის შეფასებით, მიზეზი ალბათ დაფინანსება და ხელფასებია.„ალბათ დაფინანსება, ფული აიღონ, ხელფასები, რადგან ზოგადად, უმეტეს წილად ისეთი ხალხი ჰყავთ შეყვანილი, საპარლამენტო სიაში მით უმეტეს, რომ გინდ ყოფილან პარლამენტში და გინდ – არა. არაფერი ხეირი ამისგან არ გამოვიდოდა. პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიციამ გასულ წელს 60 ადამიანი გაიყვანა. ისეთი ხალხი, რომელიც დიდად ვერაფერს გააკეთებდა იქ. ამიტომ როცა ისინი გამოვიდნენ იქედან, ასევე დიდად არაფერი შეიცვალა. ახლა საკრებულოში რომ გაიყვანეს ხალხი, არ მგონია, რომ, ჩვენგან განსხვავებით, ეს ხალხი რამეს იზამს. ჩვენ პარლამენტში ვაჩვენეთ პარლამენტარიზმი და ახლა ვაჩვენებთ ჩვენს ამომრჩეველს, რას ნიშნავს საკრებულოში მუშაობა და როგორი უნდა იყოს საკრებულოს წევრი.ალბათ მოსწონთ საკრებულოები, ალბათ უნდათ იქ მუშაობა, არ აქვთ პრეტენზია ამ არჩევნებთან. წინა წელს პრეტენზია ჰქონდათ. ჩემთვის ზოგადად უცნაურია, როდესაც მთავრობას არ აღიარებს და არჩევნებში იღებს მონაწილეობას პარტია, მაგრამ ეს ხომ მათი პრობლემაა და მათი ასახსნელია, თორემ მე მათი დიდი ხანია, არ მესმის. „ლელო“ და გახარია ყველაზე ამოუხსნელი პარტიებია თავიანთ მსჯელობებში“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც დაიცვა ქვეყანა ომის, არეულობის ყველა მცდელობისგან და დაიცავს მომავალშიც

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც, ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე საქართველოსთვის.ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა.„ამ ფონზე, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა, შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს? ბუნებრივია, ეს შეკითხვა, თავისი არსით, რიტორიკულია და ცხადია, იმ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც ვერ მალავენ გაღიზიანებას ქართველი ხალხის, მისი არჩევანისა და მშვიდობისთვის უკომპრომისო ბრძოლის მიმართ, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერავითარი ფასი ვერ ექნება. ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ, ქართველი ხალხის ცოდნა და სიბრძნე არის მთავარი გარანტია იმისა, რომ აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ვისგანაც არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა არეულობასა და ომში ჩვენი ქვეყნის გახვევის მცდელობას.საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც, წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც. ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის დღევანდელი განცხადება ადასტურებს

ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დღევანდელი განცხადება ადასტურებს, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.მისივე თქმით, EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია და EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.„შეგახსენებთ, რომ EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ევროპულ მმართველ პარტიას აერთიანებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და 9 წლის მანძილზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფით „გამოიჩინა“ თავი. იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადეს და არაერთ პოლიციელს უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან ორი სიკვდილს ღმერთის წყალობით გადაურჩა, ევროპის სახალხო პარტია არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის მტრების, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს. EPP-ის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები