სამშაბათი, ოქტომბერი 7, 2025

ტრამპი: ჩვენ დავადგენთ, ვინ უტევს ჩვენს ფედერალურ ოფიცრებს, და უმკაცრესი რეაგირება გვექნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩიკაგოში სამართალდამცველებზე მომხდარი თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.

ტრამპის თქმით, ფედერალურ ოფიცრებზე თავდამსხმელები უმკაცრესად დაისჯებიან. ამერიკის პრეზიდენტის შეფასებით, პორტლენდსა და ჩიკაგოში მისი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები და არეულობები კრიმინალური აჯანყებაა.

ტრამპი ამერიკის იმ ქალაქებში, სადაც კრიმინალი და არეულობაა, წესრიგის აღდგენას ეროვნული გვარდიის დახმარებით გეგმავს.

„ჩვენ დავადგენთ ვინ უტევს ჩვენს ფედერალურ ოფიცრებს, და უმკაცრესი რეაგირება გვექნება. პორტლენდს ცეცხლი უკიდია. ვფიქრობ, ეს კრიმინალური აჯანყებაა. ამ ქალაქებს უსაფრთხოს გავხდით. ეს გავაკეთეთ ვაშინგტონში, ამას ვაკეთებთ მემფისში. ჩვენ თითოეულ ქალაქში შევალთ. რიგით მოქალაქეებს არ აწუხებთ ეროვნული გვარდია. მათთვის მთავარია უსაფრთხოება“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერი დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს.როგორც ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ყველა ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა იყოს წარდგენილი.„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ. წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობაა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ბიძინა ივანიშვილი. მან გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება. არავინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, შარშან, ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა. ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილის. რაც შეეხება მეორე ბრალს, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, ვინმეს თუ ჰყავს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბატონო პროკურორებო, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზეც ბრალი წარუდგინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მესამე – სტრატეგიული ობიექტების დაკავება. ეს სტრატეგიული ობიექტები ეკუთვნის ხალხს და იქ უნდა ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ხალხს ემსახურებიან. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიტაცებული ხელისუფლების გამო, ამ შენობებში სხედან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავებული არიან, როგორ მოიპარონ და როგორ იცხოვრონ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს.რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, არსად დამალვას რომ არ ვაპირებ, ეს დაკავების დროსაც გამოჩნდა. არ ვაპირებ დამალვას. ვინმეს თუ უნდა, სადმე წავიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას და მის გუნდს არ გავახარებ. პატიმრობა თუ იქნება გამოყენებული, ამას მოცემულობად მივიღებ. პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია. მადლობა მათ ბრძოლისთვის“,  – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ირაკლი ნადირაძეს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. 

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს, 518 ხმით მიიღო. რეფორმის წინააღმდეგ 96 დეპუტატი წავიდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა.6 ოქტომბერს რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, ხოლო აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად, მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით.ევროპარლამენტარის განმარტებით, რეფორმის შემდეგ, ევროკავშირს შეეძლება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.რეფორმის მიხედვით, ევროკომისიას შეეძლება არა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, არამედ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის შეაჩეროს უვიზო რეჟიმი. მაგალითად, შესაძლოა, შეაჩერონ მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის, დიპლომატებისთვის ან სამხედრო პირებისთვის.17 ნოემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა, სავარაუდოდ, დეკემბრის თვიდან მოხდება. 

გია ვოლსკი: კაია კალასის და მარტა კოსის განცხადების უკან პოლიტიკური მიზანი დევს, რომელიც წლებია, არ იცვლება, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდეს და მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს

კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე პაველ ჰერჩინსკის კომენტარი გარკვეული დამოკიდებულების მანიშნებელია, რადგან დეტალებში აღარ შევიდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მარტა კოსის და კაია კალასის განცხადების უკან გარკვეული პოლიტიკური მიზანი დევს, რომელიც წლებია არ იცვლება, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდეს და მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს.„კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე პაველ ჰერჩინსკის კომენტარი გარკვეული დამოკიდებულების მანიშნებელია, რადგან დეტალებში აღარ შევიდა. სასიამოვნო მოსასმენი არ იყო, რაც კოსმა და კალასმა თქვეს, თითქოს, არაფერი მომხდარა, არანაირი შეტევა და დაზიანება არ ყოფილა, მხოლოდ დიდი ჯგუფის ბრძოლა იყო საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რასაკვირველია, ეს იმის საფუძველს გვაძლევს, ამ განცხადების უკან გარკვეული პოლიტიკური მიზანი დევს, რომელიც უკვე წლებია არ იცვლება, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მოხდეს, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლების მოსვლა უნდა მოჰყვეს და რომელიც უნდა დაემოეჩილოს შორს მიმავალ სცენარს, რაც საქართველოს ფარგლებს სცილდება. ცალხრივ მეგობრობას რაც შეეხება, როცა ევროსტრუქტურა, ევრობიუროკრატია გიტევს და გააფთრებით გებრძოლება იმის გამო, რომ ევროპის სტანდარტთან შესაბამისი კანონი მიიღე, რომ შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში, დასკვნა უნდა გააკეთო, ეს კანონი არა, არამედ უფრო დიდი მიზანია საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვაში. გემუქრებიან და გაშანტაჟებენ, რომ ევროპა ამას არ გაგიკეთებს და მოლაპარაკებას არ გახსნის, თუ არ დაექვემდებარები გარკვეულ მოთხოვნებს. საქართველოსთვის ეს მოთხოვნები ძალიან მძიმეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კაია კალასისა და მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „გთხოვთ, იხილოთ კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალური განცხადება. მეტი კომენტარი არ მაქვს“.

ახალდაქორწინებულები 5000 ლარს მიიღებენ, პირველ შვილზე დახმარება 1500 ლარია, მეორეზე – 3000, ტყუპზე – 10 000… – ცვლილებები თიანეთის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ტიპის სოციალური პროგრამა აქვთ და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება თუ წახალისებაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დგინდება. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ყველა მოქალაქისთვის საინტერესო იქნება, რადგან სასურველია, ყველა მუნიციპალიტეტმა იაქტიუროს და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების, დასაქმების და ყველა საჭიროებით უზრუნველყოფის პროცესში სრულად ჩაერთონ.ამჯერად თიანეთის მუნიციპალიტეტით დავიწყებთ, სადაც, მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის ინიციატივით, ცვლილებები შევიდა თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესში და 2025 წლის 28 მარტის დადგენილებით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხოთ ახალდაქორწინებულ წყვილებს. რომელთაც მანამდე 500 ლარი გადაეცემოდათ, ამ წლის აპრილიდან კი - 5000 ლარი.დადგენილების შედეგად, ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარებები ეხებათ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ობოლ ბავშვებს, 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ახალდაქორწინებულებს და ა.შ. ნაგულისხმევია დახმარება მედიკამენტებითაც და ფულადი დახმარებებიც - ერთჯერადი და ყოველთვიური.მაგალითად, ახალშობილთა ოჯახების დახმარებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად:მუხლი 16. ახალშობილთა ოჯახების დახმარება:1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ახალშობილის შეძენის შემთხვევაში (ბავშვის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში) მიიღებენ ოჯახები, თუ ბავშვის მშობლები ორივე არის რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში, მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში) .2. პირველი შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.3. მეორე შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.4. მესამე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას დახმარების თანხა გაიზრდება 1500 ლარით (მესამე შვილი – 4500 ლარი; მეოთხე შვილი – 6000 ლარი და ა.შ.).5. ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.მუხლი 17. ახალშობილთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარება:1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალშობილის ოჯახი, როდესაც ორივე მშობელი რეგისტრირებულია თიანეთის მუნიციპალიტეტში, მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში), ყოველთვიურად ბავშვის 1 წლის ასაკამდე მიიღებენ ფულად დახმარებას (განცხადებით მომართვა შესაძლებელია ბავშვის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში):ა) პირველი შვილის შეძენისას 150 ლარი;ბ) მეორე შვილის შეძენისას 300 ლარი;გ) მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას ყოველთვიურად გასაცემი თანხა გაიზრდება 150 ლარით (მესამე შვილი – 450 ლარი; მეოთხე შვილი – 600 ლარი და ა.შ.).რაც შეეხება ახალდაქორწინებულ წყვილებს, დადგენილებაში ვკითხულობთ:მუხლი 21. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალდაქორწინებული ოჯახების დახმარება1. ახალდაქორწინებული პირები (ოჯახი) მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თუ მეუღლეები (ერთ-ერთი ან ორივე) ქორწინებამდე რეგისტრირებული იყვნენ და არიან თიანეთის მუნიციპალიტეტში, დახმარების მოთხოვნის დროისთვის ორივეს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ერთად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში).

თინა ბოკუჩავა – „ლელომ“ ერთი და ორი მანდატი გამოგლიჯა? დროა, შეცდომა გაანალიზონ და უარი თქვან ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე

რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა, დროა, „ლელომ“ შეცდომა გაანალიზოს, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ სპეცოპერაციის თანამონაწილე გახდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისი თქმით, ახლა მაინც თქვან, რომ უარს აცხადებენ ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე. „გულწრფელობის დროა, აღარ არის ლიტონი სიტყვების და პოლიტიკური თამაშების, პოლიტიკური მიზანშეწონილობის დრო.  რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება აქვს თუ არა მიღებული „ლელოს“, მაგრამ ჩემი მოწოდება არც სჭირდებათ, უბრალოდ სიმართლეს შეხედონ თავლებში, გვიან არასდროს არის – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გვიან არასდროს არის, რომ ადამიანმა შენი შეცდომა გაანალიზო, მათ შორის, პოლიტიკოსმა და, პირიქით, ამას ყოველთვის ძალიან დიდსულოვნებით და მიმღებლობით ხვდება ხოლმე საზოგადოება. ახლა მაინც გაანალიზონ და მიხვდნენ „ლელოს“ წარმომადგენლები, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ სპეცოპერაციის თანამონაწილე გახდნენ. ახლა მაინც თქვან, რომ უარს აცხადებენ ამ ღალატის მანდატებზე, ფარსში და ცირკში მონაწილეობაზე. ისევ მოვიდნენ რუსთაველზე და გაერთიანდნენ. შეიძლება, იქ ბრაზი და იმედგაცრუება დახვდეთ, მაგრამ შეიძლება, სხვასაც დახვდეს იმედგაცრუება და ბრაზი. უნდა რაღაცნაირად გამოვნახოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, გავერთიანდეთ ყველა, ვინც გარეთ არის, ვინც ტყვეობაშია, რეალური ერთობა უნდა შევქმნათ, რეალური წინააღმდეგობის ფრონტი შევქმნათ საზოგადოებასთან, პოლიტპატიმრებთან ერთად, დემონსტრანტებთან და პროტესტებთან ერთად, მაშინ გარდაუვალია რეჟიმის დამხობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოლო სიახლეები