ტაილანდში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ძლიერი წვიმებისა და მდინარეების ადიდების შედეგად დაზარალებული დაახლოებით 370 000 ადამიანისთვის დახმარების გაწევას ცდილობენ.
ქვეყნის კატასტროფების პრევენციის დეპარტამენტის ცნობით, ტროპიკულმა ქარიშხალმა ცხრამეტი პროვინცია, ყველაზე მეტად ბანგკოკის ჩრდილოეთით მდებარე უტარადიტი და აიუტაია დააზარალა. იქამდე კი ტროპიკული ქარიშხალი „მატმო“ ვიეტნამს დაატყდა თავს.
ძლიერმა წვიმებმა ვიეტნამის დედაქალაქის ნაწილები დატბორა. ვიეტნამის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, 2025 წლის ბოლომდე ქვეყანას კიდევ სამი ძლიერი შტორმი დაატყდება თავს.