საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა.
ფრანგული მედიის თანახმად, სებასტიან ლეკორნუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელმაც თხოვნა დააკმაყოფილა.
ფრანგული მედია წერს, რომ 9 სექტემბერს დანიშნული მთავრობის მეთაური 5 ოქტომბერს თავისი მთავრობის ნაწილის წარდგენის შემდეგ ოპონენტების და მემარჯვენეების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
7 ოქტომბერს სებასტიან ლეკორნუს ეროვნული ასამბლეისთვის ზოგადი პოლიტიკა უნდა წარედგინა.