პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025

კახა კალაძე – დედაქალაქს დაუბრუნდა თავისი სიამაყე – ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდა.

განახლებული პარკი თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენს დედაქალაქს დაუბრუნდა თავისი სიამაყე – ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო პარკში, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა,  დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სადრენაჟე და სარწყავი სისტემები; გარდა ამისა, შენარჩუნდა ყველა ის მრავალწლიანი ხე, რომელიც პარკში იდგა; აღდგა უძველესი ფანჩატურები თავისი ძველი ვიზუალით, ასევე,  ყველაზე ლამაზი სივრცე, ბელვედერი, 17-მეტრიანი გადმოსახედით, რომელიც მართლაც იდეალურია და ამშვენებს პარკს. პარკში ამჟამად მიმდინარეობს ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა შეემატება დედაქალაქს. მიხარია და მეამაყება, რომ გალამაზებული ვერის პარკი დავუბრუნეთ თბილისს. პირობას გაძლევთ, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ შრომას, მუშაობას, რათა ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო მომხიბვლელი, საინტერესო და საცხოვრებლად კომფორტული გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა, როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა და დღესაც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

თბილისის მერიის ცნობით, პარკის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებსა და დეტალურ დიზაინის პროექტს, რომელიც მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით.

„სწორედ ამიტომ ვერის პარკის რეაბილიტაცია იქცა თანამონაწილეობითი დაგეგმარების საუკეთესო პრეცედენტად. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.

პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რის გამოც მისი არსებითი გარდაქმნა არ განხორციელებულა.განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, ფანჩატური, ბელვედერი, სასმელი წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. სრულად შეიცვალა სარწყავი სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისზედა კომუნიკაციები კი მიწისქვეშ განთავსდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას. არსებული მრავალწლოვანი ხეები შენარჩუნდა, დამატებით დაირგო 5 131 ნერგი და 18 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. დამატებით მოეწყო 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი სივრცე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 23 484 010 ლარი შეადგინა.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ „ჰამასისგან“ პასუხის მოსმენა ძალიან სწრაფად სურს, იმედი გვაქვს, რომ „ჰამასი“ ღაზის სამშვიდობო გეგმას მიიღებს

პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ „ჰამასისგან“ პასუხის მოსმენა ძალიან სწრაფად სურს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „წითელ ხაზს“ გაავლებს, თუ რამდენ ხანს მისცემს „ჰამასს“ სამშვიდობო გეგმის მისაღებად.„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად სურს „ჰამასისგან“ პასუხის მოსმენა. ამ საკითხზე საუბარს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს მივანდობ. თუმცა, ჩვენ ველით და იმედი გვაქვს, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ გეგმას. ეს კარგი გეგმაა და, როგორც იცით, მას მთელი მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან“, – განაცხადა ლევიტმა.ცნობისთვის, 29 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჰამასს“ გეგმის მისაღებად სამ-ოთხ დღეს აძლევს.

იაგო ხვიჩია – ოპოზიციამ ისეთი კონცერტი მოაწყო, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნები შერჩა, ახლა რომ ვთქვა, არ ვაღიარებ, რადგან კანონდარღვევით ჩატარდა, ეს არ იქნება სერიოზული

არჩევნების აღიარება-არაღიარების საკითხი პირველ რიგში, უკავშირდება იმას, ქართველმა ხალხმა მიიღო თუ არა არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ „გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.„წინა არჩევნები სამართლებრივად უკანონოდ ჩატარდა. საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ საჯაროდ, იმიტომ, რომ ბიულეტენმა გაჟონა და ეს არსებითი დარღვევა იყო. იურიდიულად რომ შევხედოთ ამას, ასეთი არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს, მაგრამ ჩვენ როგორც კი დავინახეთ, რომ ოპოზიციამ არასწორი მიმართულებით წაიყვანა მთელი ეს პროცესი და დავინახეთ, რომ ხალხი შეაგუეს ამ შედეგებს, რაც დადგა, ჩვენ არ გვითქვამს, რომ მთავრობა არალეგიტიმურია, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, დარღვევები მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ ასე თუ შევხედავთ, 1992 წლის დასაწყისიდან ყველა მთავრობა არალეგიტიმურია ქვეყანაში, რადგან მოხდა სამხედრო გადატრიალება და დაირღვა ის ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რაც გვქონდა, მაგრამ ამაში ხომ არ ვართ ჩაკეტილი? რაღაცნაირად ხომ გამოვედით აქედან?“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.ხვიჩიას განმარტებით, მისთვის მთავარი კრიტერიუმი არის, ხალხი როგორ მიიღებს ამ არჩევნებს.„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, წინა არჩევნებზე მარტო ერთ არგუმენტს ავიღებდი, რომ ფარული არჩევნები ჩატარდა არაფარულად, ფარულობის პრინციპის დარღვევით, მაგრამ ოპოზიციამ უბრალოდ, ისეთი კონცერტი მოაწყო, „ქართულ ოცნებას“ ეს არჩევნები შერჩა და მე რომ ახლა ვთქვა, იცი რა, არ ვაღიარებ, იმიტომ, რომ ის კანონდარღვევით ჩატარდა და მე, როგორც იურისტი, ამას დავასაბუთებ, ეს ხომ არ იქნება სერიოზული? იმიტომ, რომ მარტო კანონდარღვევა, ან ჩემი აღიარება-არაღიარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ, არჩევნების შედეგად რაც მოხდა, ის ლეგიტიმურია, თუ არალეგიტიმურია, თორემ ახლა პარტიების ნახევარი არ მონაწილეობს არჩევნებში. ვინც მონაწილეობს, იმას ის ნახევარი აგინებს და უბრალოდ, ხომ შეუძლებელია, ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არჩევნები ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, მაგრამ მარტო ეს არ არის კრიტერიუმი. რას ეგუება ხალხი, ეს არის კრიტერიუმი და მეც ამის მიხედვით მივიღებ ამ არჩევნებზე გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება

01250133567. Სანდროს პირადობის ნომერი. Დედის პირადი ნომერი მარიამი ღვინიაშვილი შვილი გადამირჩინეთ. 35001113778 ჩემი შვილი წლებია ებრძვის ვერაგ დაავადებას თხოვნაა გააზიაროთ და გაიმატეთ 1 ლარი მაინცსანდროსთვის გავერთიანდეთსაქართველოს ბანკი:#GE49BG0000000528183746მიმღები: დედათიბისი ბანკი:#GE04TB7115645064300008Თბისი მიმღები დედა მარიამი ღვინიაშვილიდიდი მადლობა ყველას

„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ – უახლოესი დღეების პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.„3 ოქტომბერს – დათბობის რეპეტიცია,  4 ოქტომბერს კი სიცხის პრემიერა! ასეთია უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი. საქართველო შემოდგომის მეორე თვის დასაწყისს არისტოკრატული სიმშვიდით ხვდება, 3 და 4 ოქტომბერს ამინდის მთავარი მახასიათებელი მაღალი ატმოსფერული წნევა იქნება, შესაბამისად, უღრუბლო ცა და მზიანი დღეებია მოსალოდნელი.3 ოქტომბერს დაიწყება საგრძნობი დათბობა, 4-ში კი დაცხება - დასავლეთ საქართველოში +31 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი +25 გრადუსი იქნება.ამინდი სანაპიროზე ზუსტად ისეთი იქნება, რასაც ზღვაზე წასვლის გადაწყვეტილება სჭირდება +30, +32 გრადუსი.მზე, სითბო და თბილი ფიონი, რომელიც ზოგჯერ თავად ჰაერსაც ახალი სიცოცხლით აავსებს.მზის ულტრაიისფერი სხივები იქნება მაღალი, ამიტომაც შესაძლებელია შესანიშნავი რუჯის მიღება, ეს შეიძლება იყოს სეზონის ბოლო ან ბოლოსწინა ,,პატარა ზაფხული"შემოდგომის შუქში შეპარული დღეები, როცა ბუნება გვაძლევს დროს - ამოსუნთქვისთვის, სანაპიროზე ფეხშიშველი სიარულისთვის...ასეთი ეპიზოდები, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია მოსალოდნელი - უღრუბლო ცა, დიდებულად მზიანი დღეები და მაღალი წნევა სიმბოლურიცაა... ისინი გვაგრძნობინებენ, რომ ბუნებასაც აქვს უნარი გაგვახაროს, თითქოს 3 და 4 ოქტომბერს ქვეყანა ერთგვარად იქნება, არაფრის მოლოდინში, ყველაფრის შეგრძნებით...“ - წერს მეტეოროლოგი.

ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა სხვადასხვა დაზიანება მიაყენა, გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ მონიტორინგი“ ავრცელებს.„სამწუხაროდ, დაიღუპა თათია, კიდევ ერთი დედა და ქალი გამოასალმა ქმარმა სიცოცხლეს, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას,“ - ამბობენ ოჯახის ახლობლები.ცნობისთვის, შემთხვევა კასპში, 25 სექტემბერს მოხდა. ქალი, რომელსაც ქმარმა მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამ დრომდე, თბილისის დამწვრობის ცენტრში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.შსს-მ ბრალდებული დაკავა - გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები