უამრავი მიზეზია, რის გამოც შეიძლება ადამიანს კატა უყვარდეს, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, რომელიც ამ ცხოველს განსაკუთრებით შეაყვარებს მნახველს.
როგორც Meduza წერს, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის მცხოვრებმა დიანა ლორენა ალვარესმა ოფისში მისვლა მცირეწლოვან შვილთან, სემუელთან ერთად გადაწყვიტა. ბიჭს წყნარად ეძინა საწოლში, ამიტომ დედა ოთახიდან გავიდა. მაგრამ ბავშვმა გაიღვიძა და როგორღაც საწოლიდან გადავიდა.
ვიდეოში ჩანს, რომ ის იატაკზე იმ ადგილისკენ მიბობღავს, სადაც უკვე კიბეები იწყება, ამ დროის კი მოულოდნელად კატა მირბის და ბავშვის დაკავებას ცდილობს და გამოსდის კიდეც.