ოთხშაბათი, ოქტომბერი 1, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩინეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში თანამშრომლობას აფართოებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის, პროფესორ ზურაბ გუდავაძისა და ასოცირებულ პროფესორ ლევან ოსიძის შემადგენლობით, სპეციალური მიწვევით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქებში – დუნხუანსა და ლანჯოუში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დუნხუანში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მნიშვნელოვანი ინიციატივის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ – 10 წლისთავის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის როლის განიხილვას მიეძღვნა.

„განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჯოუში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამართეს. შედეგად, ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან თანამშრომლობის დოკუმენტს სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მოაწერა ხელი, ხოლო ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მხრიდან – რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ჟენგ შაოპინმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ზურაბ გუდავაძე აღნიშნავს, ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აზიის ქვეყნებთან საგანმანათლებლო-კვლევითი კოლაბორაციის გაფართოებას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ემყარება უნივერსიტეტის ხედვას ერთი მხრივ, ამერიკისა და ევროპის, ხოლო მეორე მხრივ, აზიის საგანმამანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებში ინტეგრაციის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.

„მოხარული ვართ, რომ ჩინეთში ვიზიტი სიღრმისეულ და პერსპექტიულ თანამშრომლობაში გადაიზარდა. ლანჯოუ, რომელიც აბრეშუმის გზის საკვანძო წერტილი იყო ისტორიულად, დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო, ინდუსტრიული და სატრანსპორტო ცენტრია ჩინეთში. ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი, როგორც პრესტიჟული საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულება, საერთაშორისო რეიტინგებით მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებს შორისაა. ამ მხრივ, მასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის და ურთიერთგაგების მემორანდუმიც, რომელიც ამ ჩინურ უმაღლეს სკოლასთან გავაფორმეთ, მრავალმხრივ პარტნიორობას ითვალისწინებს: აკადემიური და კვლევითი პერსონალის გაცვლა, სტუდენტებისთვის მობილობის და სასტიპენდიო პროგრამების ამოქმედება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, ინტელექტუალური რესურსის ერთობლივად გამოყენება, ჩვენს უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტის დაფუძნება, კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების გამართვა და მრავალი სხვა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტეგრაციას აზიის წამყვან სამეცნიერო ქსელებში, ქმნის მყარ საფუძველს ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის გრძელვადიანი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, შეუწყობს ხელს ჩვენს სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო განათლება, გამოცდილება და გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანი.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე აღსანიშნავი იყო მონაწილეობა დუნხუანში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ათი წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციის მთავარი თემა – ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ეპოქაში – პირდაპირ თანხვედრაშია იმ კვლევებთან, რომლებზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ. საგულისხმოა, რომ მიმდინარე თვეში ჩვენმა უნივერსიტეტმა ხელოვნურ ინტელექტში ორი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გაუწია ორგანიზება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დიდი სურვილია, მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა ჩვენი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომ გამოცდილებად იქცეს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის და ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ძალისხმევით კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ინიციატივა განხორციელდა – ეს არის „ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრის“ დაარსება. სწორედ ეს ცენტრი გახდება ინტერდისციპლინური სივრცე კულტურათაშორისი კომუნიკაციის, მეცნიერებაზე დაფუძნებული დიპლომატიისა და საგანმანათლებლო დიალოგის გასაძლიერებლად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის მხარდაჭერით, აგრძელებს საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით სივრცეში, ერთი მხრივ ამერიკისა და ევროპის, მეორე მხრივ კი აზიის მიმართულებით ინტეგრაციას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან გაღრმავდება და განახლებული სტრატეგიული მიმართულებები რეალურ სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ისე ჩვენს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ზოგადად, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას,“ – განაცხადა სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – „პარაგრაფ თაბორი“ გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება

როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ თანამონაწილე გავხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და დღეს მაქვს პატივი, მივულოცო თბილისელებს „პარაგრაფ თაბორის” გახსნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სასტუმრო კომპლექსის „პარაგრაფ თაბორის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კალაძის თქმით, „პარაგრაფ თაბორი“ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია.„მოხარული ვარ, რომ თბილისს შეემატა სივრცე, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით, მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. „პარაგრაფ თაბორი“ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია. სასტუმროს, გოლფის მოედნებისა და საბაგიროს ინვესტიცია ჯამში 500 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ თანამონაწილე გავხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და დღეს მაქვს პატივი, მივულოცო თბილისელებს “პარაგრაფ თაბორის” გახსნა. სასტუმრო მდებარეობს თაბორის მთაზე, რომელიც საბაგირო გზით არის დაკავშირებული თავისუფლების მოედანთან. როგორც ხედავთ, აქედან საუცხოო ხედი იშლება, ხელისგულივით მოჩანს მთელი თბილისი. აქვეა ეროვნული ბოტანიკური ბაღი, დედაქალაქის კიდევ ერთი სიამაყე და მშვენება, რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.მანვე ახალი ტურისტული მნიშვნელობის ობიექტის შექმნისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“.„მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ იმისთვის, რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მოინიშნა ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის მქონე ადგილი, “პარაგრაფ თაბორის” სახით.რასაკვირველია, უდიდესი მადლობა ეკუთვნის ადამიანს, ვინც სული ჩაუდგა ამ პროექტს და კიდევ ერთი უნიკალური ადგილი შემატა თბილისს - მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი პროექტების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.„ჩვენ, მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მომავალშიც ხელს შევუწყობთ ქალაქში მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას - პროექტების, რომელთაც მოაქვთ პრესტიჟი დედაქალაქისთვის, ზრდიან ტურისტულ პოტენციალს, ხელს უწყობენ მოქალაქეების დასაქმებას და კიდევ უფრო ალამაზებენ თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – ბიძინა ივანიშვილის ყველა წამოწყება ყინულმჭრელია, რომელიც თავის თავზე იღებს მთავარ ტვირთს – სწორედ ამგვარი ყინულმჭრელი იყო აბასთუმანი, ქუთაისი და ასეთია თაბორის...

მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ამ საუცხოო კომპლექსის გახსნაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ქართული ტრადიციული და თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის მწვერვალს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სასტუმრო "პარაგრაფ თაბორის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, თაბორის მთის პროექტი, ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს ამ ჩანაფიქრს, რომელიც ცოდნით, მიზანდასახულობითა და სამშობლოს სიყვარულითაა ხორცშესხმული და რომელიც მომავალში არაერთი მსგავსი ძალისხმევის საძირკველი გახდება.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის შრომის ნაყოფს ვხედავთ არა მხოლოდ აქ, არამედ მთელს ქვეყანაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილში.„მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ამ საუცხოო კომპლექსის გახსნაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ქართული ტრადიციული და თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის მწვერვალს.ჩვენ, როგორც სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეულ ქვეყანას, მიზნად უნდა გვქონდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის ყველა საფეხურის სრული განვითარება - ზურგჩანთიანი ტურისტის საჭიროებებიდან დაწყებული, გაგრძელებული საშუალო კლასის ქსელური სასტუმროებით, ადგილობრივი მარნებით, კურორტებითა და ისტორიული ძეგლებით და დასრულებული ისეთი ულტრათანამედროვე ობიექტებით, როგორიც თაბორის ეს მშვენიერი კომპლექსია.ეს ყველაფერი ერთად, წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს განუმეორებელ ხიბლს, სილამაზეს და მიმზიდველობას.თაბორის მთის პროექტი, რომელიც დღეს იხსნება, ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს ამ ჩანაფიქრს, რომელიც ცოდნით, მიზანდასახულობითა და სამშობლოს სიყვარულითაა ხორცშესხმული და რომელიც მომავალში არაერთი მსგავსი ძალისხმევის საძირკველი გახდება.წარმატებით განხორციელებული ეს პროექტი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი, შორსმჭვრეტელი გეგმა, რომელიც მან ათი წლის წინ დაისახა და მოთმინებითა და სიმტკიცით ხორცი შეასხა. მისი შრომის ნაყოფს ვხედავთ არა მხოლოდ აქ, არამედ მთელს ქვეყანაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილში.ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული საქმეები არ წარმოადგენს რიგით პროექტებს. ბოლო ათწლეულებში მან დიდი დაკვირვებით შეარჩია ის სფეროები, რომლებიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად თუ კულტურულ-ისტორიულად იყო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იქ, სადაც სახელმწიფოს და ბიზნესს საკმარისი რესურსი არ გააჩნდა.ამიტომ არის ყველა მისი წამოწყება ყინულმჭრელი, რომელიც თავის თავზე იღებს მთავარ ტვირთს, მთავარ შრომას და ფუძემდებლურ ინვესტიციას და ამით გზას უხსნის სხვებს. სწორედ ამგვარი ყინულმჭრელი იყო „ბლექ სი არენა“ და „პარაგრაფი შეკვეთილი“ შავი ზღვის სანაპიროსთვის, ასეთი იქნება აბასთუმნის პროექტი სამცხე-ჯავახეთისთვის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იმერეთისთვის და ასეთია თაბორის ეს მშვენიერი კომპლექსი თბილისისთვის.ეს პროექტები საფუძველია სამომავლო საქმეებისა, რომელიც საქართველოს შემდგომმა თაობებმა უნდა ითავონ და გააგრძელონ”,- განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხვალ 1-ელი ოქტომბერია, 13 წლის წინ „ჩვენი ქვეყანა განთავისუფლდა ყველაფერი ქართულის მოძულე რეჟიმისგან და სხვათა თამაშებში საქართველოს პაიკად გამოყენების როლისგან“.მისი თქმით, მაშინაც, ბიძინა ივანიშვილმა ყინულმჭრელის როლი იტვირთა და გზა გაუხსნა ეროვნულ ინტერესებზე მდგომი და ადამიანზე მზრუნველი სახელმწიფოს მშენებლობას.„13 წელია, ყველა შიდა თუ გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი შრომით, ქვეყნის სიყვარულით და საქმის ერთგულებით, ვცდილობთ ასეთი სახელმწიფოს შენებას. ჩვენ ეს გამოგვდის, ხალხი ამას ხედავს და აფასებს.ჩვენ ვდგავართ ისტორიულ ადგილას, რომელიც მოწმეა ქართველთა მრავალი ბრძოლისა და საგმირო საქმისა. ჩვენი ბრძოლა დღეს გადის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, რასაც ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია. ეს უნდა გახდეს საქართველოს გამთლიანებისა და ძლიერების საფუძველი. ეს საუცხოო კომპლექსი კი, როგორც დასახული პოლიტიკის ნამდვილი სიმბოლო, საქართველოს გამარჯვებისა და ფერიცვალების მომასწავებელი იქნება”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დღეს დაიწყო – ექიმის რჩევები

დღეიდან დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი დადგა, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. ამინდისადმი მგრძნობიარე ადამიანებს გაუჭირდებათ, მაგრამ არსებობს მათი კეთილდღეობის მხარდაჭერის გზები. ექიმები გვირჩევენ:პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მაგნიტური ქარიშხლის რთულ დღეს, საკუთარი თავის დამშვიდების საუკეთესო გზა განცალკევებაა. განცალკევება, როგორც წესი, საკუთარი თავისა და სიტუაციის მეტაფორებისა და ალეგორიების მეშვეობით ხდება. ამიტომ, დასაწყისისთვის, წარმოიდგინეთ დედამიწა, როგორც უზარმაზარი მაგნიტი, რომელიც ყველაფერს იზიდავს, გვირჩევს ექსპერტი.„და როდესაც მზე მასზე მოქმედებს, დედამიწის გრავიტაციასა და ეფექტს შორის ბალანსი ირღვევა. ეფექტი ძლიერდება. ეს იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებას, თავის ტკივილს და განწყობის ცვალებადობას. ადამიანის შინაგანი ენერგიას თრგუნავს გარე ფაქტორები. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას. გახადეთ ის რაც შეიძლება თანაბარი და ღრმა. კარგი იდეაა, წარმოიდგინოთ სიმშვიდისა და ჰარმონიის ჩასუნთქვა და ყველა ნეგატიური ემოციისა და პრობლემის ამოსუნთქვა.ასევე სასურველია ამ პერიოდში მეტი იმოძრაოთ: ლიფტის ნაცვლად კიბეებზე ადით, იარეთ ფეხით და ა.შ. სპორტი და დასვენებაც დაგეხმარებათ. სამუშაო დღის ბოლოს გამონახეთ მინიმუმ ნახევარი საათიდან ერთ საათამდე დასვენებისთვის, სწრაფი და სპონტანური ტემპიდან დამამშვიდებელზე გადასვლით. დამშვიდების კარგი გზაა პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა. შეეცადეთ მოერიდოთ კონტაქტს მათთან, ვინც გაგაღიზიანებთ. სპეციალისტი გვირჩევს ურთიერთქმედებების გაფილტვრას.კიდევ ერთი კარგი მეთოდია „ღიმილის ტექნიკა“. როდესაც ვიღიმით, პოზიტივი ძლიერდება კუნთების მეხსიერებაში. ღიმილი ამ მდგომარეობას ადამიანში აღბეჭდავს. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავიც კი აიძულოთ გაიღიმოთ.

ირაკლი კობახიძე: „პარაგრაფ თაბორი“ არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ გამორჩეული წამოწყებისთვის, ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის...

“პარაგრაფ თაბორი” არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატა, ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურმა პროექტის ინიციატორს ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი, მადლობა გადაუხადა.„ხედავთ, რამდენად ღირებული პროექტი განხორციელდა დედაქალაქში, ეს არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო ამ გამორჩეული წამოწყებისთვის და ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხდო, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ეს პროექტი. ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ასევე სოციალური ეფექტიც ძალიან სერიოზულია. 450 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ სასტუმროში.ყველა კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი დედაქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ქართულ პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის ჩვენს რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება. მისნაირი პიროვნებების რიცხვი...

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი რიგი ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები გაატარა და როგორც პრეზიდენტი ყაველაშვილი დაბეჯითებით უსვამს ხაზს, რეფორმების შედეგად საქართველო საგრძნობლად უსწრებდა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების გზაზე“,– ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.სტატიის ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ.„ბატონ ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ. თუმცა, უდავოა ის ფაქტი, რომ ბატონი ივანიშვილის უზარმაზარი სიმდიდრე, პოლიტიკური გავლენები, ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო საქმიანობა და პირადი პრესტიჟი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 2012-2013 წლებში იყო, იგი კვლავ რჩება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ და დომინანტურ ფიგურად“,– წერია სტატიაში.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.„პრეზიდენტ ყაველაშვილის თქმით, „სწორედ მისი დამსახურებაა ქართულ პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის ჩვენს რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება. მისნაირი პიროვნებების რიცხვი საქართველოს ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია. ის ჩვენი ერის სამაგალითო პიროვნებაა“,– ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენიან ამერიკული გამოცემას Responsible Statecraft-ს ნიუ-იორკში მისცა.

ბოლო სიახლეები