UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Media Scrum-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომავალ წელს იმ ღონისძიებაში სურს მონაწილეობის მიღება, რომელიც თეთრ სახლში გაიმართება.„მომავალ წელს თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაში მსურს მონაწილეობის მიღება. ჩემი ბრძოლა რიგით პირველიც რომ იყოს, ბედნიერი ვიქნები, რადგან ვიცი, იქ შეხვედრის გამართვა ილია თოფურიას, კონორ მაკგრეგორსა და ჯონ ჯონსსაც უნდათ“, – აღნიშნა დვალიშვილმა.
თეთრ სახლში ბრძოლების ჩატარების იდეა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუჩნდა. მას სურს, ღონისძიება 2026 წლის 4 ივლისს ქვეყნის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად შედგეს.
UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაიღმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შეჯიბრება მომავალ წელს შედგება და ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სპორტული შოუ იქნება.