ორშაბათი, სექტემბერი 22, 2025

სოზარ სუბარი: დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ღირებულებები, ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის მშვიდობის შენარჩუნების და განვითარების ერთადერთი გზა

„ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ვერ მოხერხდება მისი შეჩერება, რადგან ევროპაში გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ვინც იცავს ჩვენს სიმართლეს“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, რომც მოხდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ეს არის მხოლოდ 9-თვიანი პროცედურა და ამ თვეების გასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ევროპის ქვეყნებში ხელისუფლებაში კონსერვატიული ძალები მოდიან, რომლებისთვისაც იგივე ღირებულებებია მთავარი, რაც აქვს საქართველოს.

„ისეც რომ მოხდეს, რომ ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა უცხოელმა მფარველებმა მიზანს მიაღწიონ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მაინც დროებითი, 9-თვიანი პროცედურაა, ამ შეჩერების გაგრძელება კი გაცილებით ძნელი იქნება, რადგან ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან სწრაფად იცვლება და ბევრ ქვეყანაში კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობებს ერთადერთი მიზანი აქვს – გამოიწვიონ მასობრივი სახალხო პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართული საზოგადოება მარტივი არჩევანის წინაშე დგას: სასწორის ერთ პინაზე დევს ვიზალიბერალიზაციის 9 თვით შეჩერების საფრთხე, ხოლო მეორეზე – ომში ჩართვის საფრთხე; ერთი მხრივ გვემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის ცხრათვიანი შეჩერებით და, მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს, რაც მოხდა სირიაში, ლიბიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალებების შედეგად. ამ თავიდან თითქოს „მშვიდობიან სამოქალაქო ამბოხებებს“ შედეგად მოჰყვა ასეულობით ათასი ადამიანის სიკვდილი, მილიონობით ადამიანის ლტოლვილად ქცევა, ამ ქვეყნების ეკონომიკების განადგურება და სახელმწიფოებრიობის რღვევა.

ევრობიუროკრატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ არავინ მოუწოდებდა და ეს თემა თითქოს ჩვენი გამოვიგონეთ. დავუშვათ, ჩვენ რაღაცას ვიგონებდით და ვაბრალებდით ჩვენს დასავლელ თუ უკრაინელ მეგობრებს, თითქოს მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურდათ, მაგრამ რას უპასუხებენ პოლონეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს ანდჟეი დუდას, რომელმაც სულ რაღაც 3 კვირის წინ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო უამრავი მცდელობა და ძალიან დიდი ზეწოლა პოლონეთზე, რომ ისიც ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის ომში. ანუ, ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, რომლის მშპ-მ ერთ ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია და 40 მილიონამდე მოსახლეობა ჰყავს, იყო ზეწოლა და ვინმეს უკვირს, რომ საქართველოზეც იყო მსგავსი ზეწოლა სხვადასხვა ძალების მხრიდან?

თანაც, პოლონეთი არც კი ესაზღვრება რუსეთს, საქართველოს კი ყველაზე დიდი საზღვარი სწორედ რუსეთთან აქვს. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და თან გეოგრაფიულად ორ სხვადასხვა ადგილას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან ადვილად გასაწირი ქვეყანა ვიყავით. როდესაც მსოფლიოში არსებული წესრიგი ფაქტობრივად მორღვეულია და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს, დიდი სახელმწიფოები ნაკლებად ფიქრობენ პატარა ქვეყნების ბედზე და ადვილად სწირავენ მათ თავიანთი ინტერესებისთვის.

ჩვენ კარგად გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებები, რომლებმაც კრიტიკის პასუხად – თუ რატომ უნდა იხარჯებოდეს აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის დასახმარებლად, პირდაპირ განაცხადეს – ამ ფულს ისევ ამერიკის თავდაცვის მრეწველობაში ვხარჯავთ და ამერიკის ეკონომიკას ვაძლიერებთ, სამაგიეროდ, ამით ჩვენს მტერს, რუსეთს ვასუსტებთ და უკრაინელები კვდებიანო. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ადამიანების სიცოცხლისა და იმ სახელმწიფოს ბედის მიმართ, რომელიც ამერიკის ერთგული მოკავშირეა.

სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც. მართალია, ერთი მხრივ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს მშვიდობის დამყარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, რადგან ჯერჯერობით ეს არ გამოსდის, ის პირდაპირ ამბობს, რომ სანამ ომი გრძელდება, ამერიკამ ფული უნდა გააკეთოს: რადგან ომი არის ევროპის კონტინენტზე, შესაბამისად, მისი დაფინანსება თავის თავზე სწორედ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ – ჩვენ იარაღს მივყიდით და უკრაინელებმა იომონო.

როდესაც ადამიანების სიცოცხლისა და სახელმწიფოების მომავლის მიმართ არსებობს ასეთი ცინიკური დამოკიდებულება, რატომ უკვირს ვინმეს, რომ საქართველოზე იყო ზეწოლა, რომ ომში ჩავრთულიყავით? ეს საფრთხე არსებობდა და ავიცილეთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ომი გრძელდება, საფრთხე ბოლომდე აცილებული არ არის. ამიტომ, მთელი ერი უნდა ვიყოთ ფხიზლად, შევკავშირდეთ და არჩევნებზე ვაჩვენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს მშვიდობის პოლიტიკას საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ში გამოსვლისას ზირითადი გზავნილები იქნება იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები აშშ-თან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეა არის პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.როგორც მან შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, ასამბლეის მე-80 სესიის ტრიბუნა, სადაც ყაველაშვილი სიტყვით გამოვა, გამოყენებული უნდა იყოს, რათა მსოფლიომ სიმართლე გაიგოს.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება უშუალოდ გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, იქნება არსებულ სიტუაციაზე, იმაზეც, რომ საქართველო მზად, არის ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – სამადაშვილი არის პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლების დამხობაც მოხდეს, მნიშვნელოვანია, ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენოს, სად დგას...

დემოკრატია გულისხმობს არჩევნებს და არჩევნებში მონაწილეობას. ხელისუფლებაში მოსვლის, შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. არჩევნებზე ვინც უარს ამბობს, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე სამადაშვილი წარმოადგენს იმ პარტიას, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ხელისუფლების დამხობაც უნდა მოხდეს.„თავისთავად, ამ განცხადების მომენტშივე, როდესაც უარს ამბობენ არჩევნებზე, არიან რადიკალები და ექსტრემისტები. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ მონაწილეობას და სხვასაც ხელს შეუშლიან, არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ, მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს ექსტრემისტებთან და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია, თუმცა შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოს და შემდეგ დამხობაც უნდა მოხდესო. სხვადასხვა კალათაში რომ უნდათ კვერცხები ჩაალაგონ, ქალბატონი სალომეს პრობლემაა, როგორც ჩანს, რომ ვერ გარკვეულა, რაღაცნაირად უნდა, რომ იტივტივოს, არჩევნებშიც იყოს და დამხობაშიც. ამათ სიტყვებს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მნიშვნელობა აქვს, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ დაანახოს ყველა იმ უცხოელს, რომელიც თავს ესხმის დღეს საქართველოს, სად დგას საქართველო. რომ საქართველო არ არის ის ორკების ჯგუფი, რომელიც ღამღამობით გამწვავებით დაიარება ქუჩებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არ გამოვრიცხავ, 4 ოქტომბრის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, აღარ არსებობდეს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

"მშვიდობიანი დამხობა" - ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ გეგმაზე უარს არ ამბობს და რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს.უცვლელ რიტორიკას პასუხობენ მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საზოგადოებაში ექსტრემიზმს მხარდაჭერა არ აქვს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში 2 კვირაზე ნაკლები რჩება.თემას გამოეხმაურნენ "გირჩშიც". პარტიის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, გაქრება."ოპოზიცია რას აკეთებს ნაკლებად მაღელვებს, განსაკუთრებით ის ხალხი, რომლებიც "ფეიკ" რევოლუციას აწყობს. მგონი, თვითონაც არ სჯერათ ეს ყველაფერი. უბრალოდ, თავი ისეთ პოზიციაში ჩააყენეს, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ. დიდი ალბათობით, ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო აქტივობა. არ გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, აღარ არსებობდეს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კახა კალაძე პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე – მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე

თბილისის მერი მედიასთან პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა კარგი შანსია მსოფლიოსთვის სიმართლის გასაცნობად.„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე. მესიჯები, რომლებსაც ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან ვისმენთ, გაჯერებულია ტყუილით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, გავაღრმაოთ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პარტნიორობა ორმხრივია და არავის მიეცემა საქართველოს უსაფუძვლოდ კრიტიკის შესაძლებლობა.„ვერ მოიყვანთ მაგალითს, ჩვენ რომ ანტიდასავლური გზავნილები გაგვეკეთებინოს. ჩვენ გვიწევს თავის, ქვეყნის, სახელმწიფოს დაცვა, როდესაც ვისმენთ ცრუ მესიჯებს, მუქარას. ვინც არ უნდა იყოს, ამერიკიდან, ევროპიდან თუ რუსეთიდან, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა 80 ათასად გაყიდული კონგრესმენების მესიჯებით. პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი. ჩემი ქვეყანა გაწიროს ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის, ამას ვერ დავუშვებთ. წინა ადმინისტრაციის პირობებში რაც იყო – ტყუილი, მუქარებზე დაფუძნებული განცხადებები, კატეგორიულად მიუღებელია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

ცნობილი ჟურნალისტის შვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ჟურნალისტის ჯანო ინაძის შვილი, მარიამ ინაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.„ასეთი ლამაზი მარიამ ინაძე აღარ გვყავს... დამუნჯებული ვარ მარიამ, გუშინდელი დღესავით მახსოვს შენი დაბადება, ამას როგორ ვიფიქრებდი, რასაც ახლა ვწერ... რა კარგია, შენო მამიკო რომ ვერ მოესწრო ამ ტკივილს და მწუხარებას, როგორი იმედით იყო შენი დედიკო ორი დღის წინ, ვზივარ და ვტირი... წაგიყვანა ღვთისმშობელმა თავისთან“.

ბოლო სიახლეები