კვირა, მარტი 22, 2026

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა.

“მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა სამ მიმართულებას, მათ შორის განათლებას, რომელიც ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა, მეტ ყურადღებას დაუთმობს.

„ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ და განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მოითხოვს სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, გააგრძელებს ამ მიმართულებით ეფექტიან შრომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ვერტმფრენი კატარის ტერიტორიულ წყლებში ჩამოვარდა.მედიის ინფორმაციით, ექვსი დაღუპულის ცხედარი უკვე იპოვეს და ამჟამად ვერტმფრენში მყოფი მეშვიდე პირის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მდგომარეობაც გაურკვეველია.კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენი „რუტინულ სამსახურებრივ მოვალეობას“ ასრულებდა, რა დროსაც სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა მოხდა.

ჩარლზ III: ღრმა მწუხარებით შევიტყვე ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში,...

ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის მიმართვაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი.„ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს.გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, - აღნიშნულია ჩარლზ III-ის წერილში.

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება

ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება.ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძარში ოჯახთან ერთად იმყოფება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია. ის საქართველოში ილია II-ის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.დღეს პატრიარქს სამებიდან სიონისკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც დაკრძალვა გაიმართება.ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

მეუფე ნიკოლოზი – პატრიარქმა ერთხელ ბიბლიაში გვაჩვენა, ეკლესიას უწერია – „ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება“, ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი...

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სიონის საკათედრო ტაძრისკენ პატრიარქის გადასვენება 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი სამების ტაძარში წესის აგება შესრულდება.„09:00 საათზე დაიწყება წირვა, რომელსაც შეასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, 12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლად უწმინდესობა ბართლომეოსი. წესის აგება დასრულდება დაახლოებით საათ-ნახევარში, ორ საათში. ამის შემდეგ, 15:00 საათზე დაიწყება გადასვენება და დაიძვრება პროცესია სიონისკენ. მართალი გითხრათ, ვეღარ წარმომიდგენია, სიონის ტაძარში ვინ შეძლებს შესვლას და როგორ იქნება, ალბათ ყველა დელეგაციაც ვერ მოხვდება ტაძარში, ადგილი არ არის ფიზიკურად.ასე წერია ბიბლიაში, პატრიარქმა გვაჩვენა ერთხელ, მიგვითითა, რომ ეკლესიას უწერია: ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება. ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ბოლო სიახლეები