ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე: ის რომ ამერიკა “ვერ იცლის” ჩვენთვის, უდიდეს მინუსებთან ერთად პლუსებსაც მოიცავს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მძაფრი შიდა დაპირისპირებით მიმდინარეობს.
ეს ეხება როგორც ელჩთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე “მეგობრობის აქტსა” და სხვა ინიციატივებს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, იმას კი ვიტყვი, რომ ტრამპის ოჯახი საქართველოს მიმართ ბევრად პოზიტიურია, ვიდრე მისი გარემოცვის ზოგიერთი ახალგაზრდა ლიდერი – მაგალითად, რუბიო და მისი გარემოცვა და ბრძოლა ამ თემაზე გრძელდება.
რატომ არ იღებენ ხმას? იმიტომ, რომ პოლიტიკა ასე არ მუშაობს. პოლიტიკა კეთდება კულუარებში, ლობისტური ჯგუფების, პერსონალური კონტაქტებისა და ინტერესების მეშვეობით. სამწუხაროდ, პოლიტიკა ცინიკური და ხშირად ბინძური პროცესია, საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკური მიზანშეწონილობით წყდება.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა“